სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს - შსს
ბათუმში,  კორპუსის ჩამონგრევის გამო,  შემთხვევის ადგილზე,  აჭარის მეზობელი რეგიონებიდან  დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს - შსს

ბა­თუმ­ში, კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის გამო, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, აჭა­რის მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში, კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის გამო, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, აჭა­რის მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს და გან­მარ­ტავს, რომ ნგრე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი ზუს­ტდე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი ნგრე­ვის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე მოხ­და სა­მაშ­ვე­ლო და სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ასე­ვე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა, ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ჩა­მონ­გრე­უ­ლი სა­დარ­ბა­ზოს მე­ზო­ბე­ლი ბი­ნე­ბი­დან, ასე­ვე ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­რი­ტო­რი­ის ნან­გრე­ვე­ბის­გან გაწ­მენ­და და აქ­ტი­უ­რი სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ნგრე­ვის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტდე­ბა.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, მათ შო­რის ავ­ტო­კი­ბე. და­მა­ტე­ბით, ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს აჭა­რის მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

შემ­თხვე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მო­სა­ზღვრუ­ლია ტე­რი­ტო­რია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე ად­გილ­ზე მყოფ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, და­ე­მორ­ჩი­ლონ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს და და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

ქართველებს იმდენი გამოცდილება არა აქვთ მთელი კორპუსისი ჩამონგრევის საქმეში და თურქეთიდან აჯობებს ჩამოიყვანონ მაშველები, რადგან აქ წუთებსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების გადასარჩენად

ია
0

რუპორით მოყოლილი ხალხი გაამხნევეთ, ამას დიდი ნნიშვნელობა ექნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს - შსს

ბათუმში,  კორპუსის ჩამონგრევის გამო,  შემთხვევის ადგილზე,  აჭარის მეზობელი რეგიონებიდან  დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს - შსს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.

მომხდარის თაობაზე უწყება განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ ნგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია კი ზუსტდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.