პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა კორპუსს ორ სართულს დააშენებ და ძირს გამოუთხრი, შედეგად ამას მიიღებ" - რას ჰყვება არმაზ ახვლედიანი, რომელიც ჩამონგრეული კორსპუსის წინ ცხოვრობს
"როცა კორპუსს ორ სართულს დააშენებ და ძირს გამოუთხრი, შედეგად ამას მიიღებ" - რას ჰყვება არმაზ ახვლედიანი, რომელიც ჩამონგრეული კორსპუსის წინ ცხოვრობს

არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე იმ კორ­პუ­სის წინ ცხოვ­რობს, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს.

ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მომ­ხდა­რი კორ­პუს­ზე არ­სე­ბულ უკა­ნო­ნო და­შე­ნე­ბა­სა და სა­დარ­ბა­ზოს პირ­ველ სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"შეძ­რუ­ლი ვარ იმით, რაც ხდე­ბა ბა­თუმ­ში. ჯო­ჯო­ხე­თია და ბა­თუმ­შიც ჯო­ჯო­ხე­თი მო­ა­წყო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. დად­გინ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი ჩა­მონ­გრე­ვის, მაგ­რამ ეს ჯო­ჯო­ხე­თი არ დას­რულ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. არა­ვინ კი­თხუ­ლობს რა შენ­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 5 სარ­თუ­ლი იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი და იმა­ზე კი­დევ 3 და­ად­გა. ასე­თი შემ­თხვე­ვა ბა­თუმ­ში ბევ­რია.

ეს კორ­პუ­სი ჩემს წინ არის. ძვე­ლი საბ­ჭო­თა კორსპუ­სია. გუ­შინ მე ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში და ამ კორ­პუ­სის კუ­თხე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი იყო გა­მო­შიგ­ნუ­ლი. არ შე­ი­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ასეთ ფარ­თად გა­და­აქ­ციო, რო­დე­საც არ ით­ვა­ლის­წი­ნებ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რას გა­უძ­ლებს, რას - არა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ მი­წისძვრის შემ­თვე­ვა­ში ბა­თუ­მი მი­წას­თან გას­წორ­დე­ბა, რად­გან ყველ­გან უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბია. არა­ფე­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, მათ შო­რის არც მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხი. რაც ახლა ხდე­ბა აქ, ეს არის აღ­ვი­რახ­სნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

ეს არის ბა­თუ­მის პი­რო­ბებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი კორ­პუ­სი. ის სამ ქუ­ჩა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ჩა­მოშ­ლა მოხ­და ჩემი სახ­ლის წინ. ეს არის შუა ნა­წი­ლი. ამ კორსპუ­სის თავ­ზე იყო და­შე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლაფ­რის მერე, ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს.

რო­დე­საც კორ­პუსს თავ­ზე ორ სარ­თულს და­ა­შე­ნებ და ძირს გა­მო­უ­თხრი, შე­დე­გად ამას მი­ი­ღებს" - ამ­ბობს ახვლე­დი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
1

თბილისში უარესი მდგომარეობაა.

ლატავრა
2

პირველი შემთხვევაა, როცა არმაზს დავეთანხმე, თუმცა ამასობაში პოლიტიკური მოწოდებაც მოასწრო, თითქოს წინა წლებში მსგავსი არაფერი ხდებოდა. არ ვგულისხმობ მხოლოდ ნაციონალებს. ეს მახინჯი და თვითნებური მიშენება-დაშენებენი დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"როცა კორპუსს ორ სართულს დააშენებ და ძირს გამოუთხრი, შედეგად ამას მიიღებ" - რას ჰყვება არმაზ ახვლედიანი, რომელიც ჩამონგრეული კორსპუსის წინ ცხოვრობს

"როცა კორპუსს ორ სართულს დააშენებ და ძირს გამოუთხრი, შედეგად ამას მიიღებ" - რას ჰყვება არმაზ ახვლედიანი, რომელიც ჩამონგრეული კორსპუსის წინ ცხოვრობს

არმაზ ახვლედიანი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმ კორპუსის წინ ცხოვრობს, სადაც აფეთქება მოხდა, ტრაგედიის მიზეზებზე საუბრობს.

ის არ გამორიცხავს, რომ მომხდარი კორპუსზე არსებულ უკანონო დაშენებასა და სადარბაზოს პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

"შეძრული ვარ იმით, რაც ხდება ბათუმში. ჯოჯოხეთია და ბათუმშიც ჯოჯოხეთი მოაწყო ამ ხელისუფლებამ. დადგინდება კონკრეტული მიზეზი ჩამონგრევის, მაგრამ ეს ჯოჯოხეთი არ დასრულდება მანამ, სანამ არ დასრულდება ხელისუფლების მიერ წახალისებული ურბანული დანაშაული. არავინ კითხულობს რა შენდება. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება 5 სართული იყოს განსაზღვრული და იმაზე კიდევ 3 დაადგა. ასეთი შემთხვევა ბათუმში ბევრია.

ეს კორპუსი ჩემს წინ არის. ძველი საბჭოთა კორსპუსია. გუშინ მე ვიყავი ბათუმში და ამ კორპუსის კუთხეში კომერციული ფართი იყო გამოშიგნული. არ შეილება საცხოვრებელი სახლი ასეთ ფართად გადააქციო, როდესაც არ ითვალისწინებ მის შესაძლებლობას, რას გაუძლებს, რას - არა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიწისძვრის შემთვევაში ბათუმი მიწასთან გასწორდება, რადგან ყველგან უკანონო მშენებლობებია. არაფერი გათვალისწინებული არ არის, მათ შორის არც მშენებლობის ხარისხი. რაც ახლა ხდება აქ, ეს არის აღვირახსნილი დანაშაული.

ეს არის ბათუმის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპუსი. ის სამ ქუჩაზეა განთავსებული. ჩამოშლა მოხდა ჩემი სახლის წინ. ეს არის შუა ნაწილი. ამ კორსპუსის თავზე იყო დაშენება, რომელიც ამ ყველაფრის მერე, ექსპერტების შეფასების საგანი უნდა გახდეს.

როდესაც კორპუსს თავზე ორ სართულს დააშენებ და ძირს გამოუთხრი, შედეგად ამას მიიღებს" - ამბობს ახვლედიანი.