მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოსნის 5 რჩევა, რომლებიც გათბობის პროდუქციის შერჩევაში დაგეხმარება
ხელოსნის 5 რჩევა, რომლებიც გათბობის პროდუქციის შერჩევაში დაგეხმარება

უკვე საგ­რძნობ­ლად აცივ­და და გათ­ბო­ბის თე­მაც კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ყვე­ლას, ვინც აპი­რებს სახ­ლში ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის და­ყე­ნე­ბას, ელექტრო­გა­მათ­ბობ­ლის, ან წყლის გა­მა­ცხე­ლებ­ლის შე­ძე­ნას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­უჩ­ნდე­ბა შემ­დე­გი კი­თხვე­ბი: გათ­ბო­ბის რო­მე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იყი­დოს, რო­გო­რი გა­მათ­ბო­ბე­ლია უკე­თე­სი და სად ნა­ხავს ხა­რის­ხი­ან გა­მათ­ბო­ბელს სა­უ­კე­თე­სო ფა­სად. სა­ჭი­რო რჩე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის - „გორ­გი­ას“ ხე­ლო­სანს და­ვუ­კავ­შირ­დით.

გი­ზი­ა­რებთ რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და გა­მო­სა­დეგ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ­ლე­ბიც გათ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სწო­რად არ­ჩე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რად გათ­ბო­ბის ქვა­ბი

რჩე­ვა #1

თუ გა­ზის ქსელ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, გირ­ჩევთ, თა­მა­მად აირ­ჩი­ოთ გა­ზის ქვა­ბი. გა­ზის ქვა­ბის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის სი­მარ­ტი­ვე და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა. თუ ქვაბს აქვს თერ­მოს­ტა­ტი, საკ­მა­რი­სია აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და არ მი­უ­ახ­ლოვ­დეთ მას მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რჩე­ვა #2

გათ­ბო­ბის ქვა­ბის არ­ჩე­ვი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ფარ­თო­ბი და ქვა­ბის სიმ­ძლავ­რე. 100-140 კვ.მ. ფარ­თო­ბის­თვის კარ­გია 24 კვტ. სიმ­ძლავ­რის ქვა­ბი. საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ა­ნი და გამ­ძლეა თურ­ქუ­ლი ბრენ­დის, ECA-ს მო­დე­ლი - GELIOS PLUS 24kw, რო­მე­ლიც „გორ­გი­ა­ში“ ამ­ჟა­მად აქ­ცი­ი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 2,038 ლა­რის ნაც­ვლად, 1,549 ლა­რა­დაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამას­თან, არ გირ­ჩევთ ქვა­ბის შე­ძე­ნას 20 კი­ლო­ვატ­ზე და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რით, რად­გან კომ­ფორ­ტუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის ნა­კა­დი არ უნდა იყოს 9-11ლ/წთ-ზე ნაკ­ლე­ბი. 24 კვტ სიმ­ძლავ­რის ქვა­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს წყლის კომ­ფორ­ტულ მი­წო­დე­ბას ერ­თდრო­უ­ლად 2-3 წერ­ტილ­ზე. იტა­ლი­უ­რი სექ­ცი­უ­რი რა­დი­ა­ტო­რე­ბის ფასი „გორ­გი­ა­ში“ 14,90 ლა­რი­დან იწყე­ბა.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ელექტრო გა­მათ­ბობ­ლის შე­ძე­ნი­სას?

რჩე­ვა #3

თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო­გა­მათ­ბობ­ლე­ბი სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო, გამ­ძლე და მო­ბი­ლუ­რია. ელექტრო­გა­მათ­ბობ­ლის არ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის სიმ­ძლავ­რეს. 15 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ოთახს ათ­ბობს 1 კვტ სიმ­ძლავ­რის გა­მათ­ბო­ბე­ლი, მაგ­რამ უფრო დიდი ფარ­თო­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით მეტი სიმ­ძლავ­რეა სა­ჭი­რო. ბი­უ­ჯე­ტურ ელექტრო­გა­მათ­ბობ­ლებ­ში გირ­ჩევთ KUMTEL-ის 1200 ვა­ტი­ან მო­დელს, 2 კვარ­ცის მი­ლით. გა­მათ­ბო­ბე­ლი მუ­შა­ობს ორ სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე და აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­დამ­რთვე­ლი. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სა­უ­კე­თე­სო ფა­სად, ელექტრო­გა­მათ­ბობ­ლის შე­ძე­ნას „გორ­გი­ა­ში“ სულ რა­ღაც 27 ლა­რად შეძ­ლებთ, ნაც­ვლად 32.50 ლა­რი­სა.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ზე­თის გა­მათ­ბო­ბე­ლი?

რჩე­ვა #4

ზე­თის გა­მათ­ბობ­ლის კონ­სტრუქ­ცია საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია: ლი­თო­ნის კორ­პუ­სი და­ყო­ფი­ლია სეგ­მენ­ტე­ბად, გავ­სე­ბუ­ლია ზე­თით და აქვს გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბი. რა­დი­ა­ტო­რი კვე­ბას იღებს დე­ნის წყა­რო­დან, ელექტრო­ბის­გან გამთბა­რი ზეთი გა­მოს­ცემს სით­ბოს და თბე­ბა ოთა­ხი. გამთბა­რი ჰა­ე­რი ზე­მოთ მი­ი­წევს, მის ად­გილს ცივი ჰა­ე­რი იკა­ვებს და გათ­ბო­ბის ციკ­ლი თა­ვი­დან იწყე­ბა. რაც უფრო მეტი სექ­ცია აქვს რა­დი­ა­ტორს, მით უკე­თე­სია სით­ბოს გა­ცე­მა. ცხრა სექ­ცი­ის მქო­ნე რა­დი­ა­ტო­რი ოთახს უფრო სწრა­ფად გათ­ბობს ვიდ­რე ხუ­თი­ა­ნი. შე­არ­ჩი­ეთ ცხრა­ს­ექ­ცი­ი­ა­ნი მო­დე­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და წაქ­ცე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­თიშ­ვის ფუნ­ქცია.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რად წყლის გა­ზის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი?

რჩე­ვა #5

- გა­ზის წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­მარ­ტი­ვი­თა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბით. თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია დაც­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი სის­ტე­მით და თუ გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჩაქ­რე­ბა, გა­ზის მი­წო­დე­ბა წყდე­ბა. ამას გა­ნა­პი­რო­ბებს ავ­ტო­მა­ტუ­რი ჩარ­თვის სის­ტე­მა. გა­ზის გა­მა­ცხე­ლებ­ლის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის მისი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა, გა­ზის წვის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი ნამ­წვის გა­რეთ გა­სა­ტა­ნად. შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი მო­დე­ლი, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა გამ­წო­ვი. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წყლის მყი­სი­ერ გა­მათ­ბო­ბელს არ აქვს შე­სა­ნა­ხი ავზი. ის სწრა­ფად ათ­ბობს წყლის გამ­ტარ ნა­კადს სა­ჭი­რო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ბო­ი­ლე­რის­გან (შე­სა­ნა­ხი ავ­ზის ტი­პის წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი) გან­სხვა­ვე­ბით, წყლის მყი­სი­ერ გა­მა­ცხე­ლე­ბელს აქვს და­ბა­ლი წონა, კომ­პაქ­ტუ­რი ზო­მე­ბი, რაც გა­ცი­ლე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ეკო­ნო­მი­უ­რია.

სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი გათ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თგუ­ლად მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ უკვე გა­და­წყვი­ტეთ, რო­გო­რი სა­ხის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი გჭირ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ, შე­უდ­გეთ არ­ჩე­ვას „გორ­გი­ას“ ონ­ლა­ინ ჰი­პერ­მარ­კეტ­ში, რო­მე­ლიც მუ­დამ ზრუ­ნავს თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად წარ­მოგ­ვიდ­გენს სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ას.

პასარელა
0

ხელოსანთან მაქვს შეკითხვა, გაზის რა წნევის პარამეტრები ჭირდება ცენტრალური გათბობის ქვაბს, თუნდაც იმავე თურქული წარმოების ქვაბს?

და კიდევ, გაზის რა წნევები მიეწოდება თბილისის რეგიონს და რა წნევა სხვა, ვთქვათ თელავს ან ზუგდიდს?

თითოეულ ფირმის ქვაბს სხვა და სხვა წნევის პარამეტრი აქვს, ამიტომ ჯერ მიაკითხეთ გაზების სამსახურს, გამოიკითხეთ მათი გაზის წნევის მიწოდების პარამეტრები და ისე გადაწყვიტეთ ქვაბის ყიდვა. ხელოსანს, განსაკუთრებით არასერთიფიცირებულს და გაყიდვების ქსელში დასაქმებულს ნუ ენდობით, მისი მიზანია გაყიდოს მხოლოდ და პრობლემები კი თქვენ შეგექმნებათ. მარტივად მიდით გაზების ოფისში და იკითხეთ, უფასოა რჩევები ყველგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ხელოსნის 5 რჩევა, რომლებიც გათბობის პროდუქციის შერჩევაში დაგეხმარება

ხელოსნის 5 რჩევა, რომლებიც გათბობის პროდუქციის შერჩევაში დაგეხმარება

უკვე საგრძნობლად აცივდა და გათბობის თემაც კვლავ აქტუალური გახდა. ყველას, ვინც აპირებს სახლში ცენტრალური გათბობის დაყენებას, ელექტროგამათბობლის, ან წყლის გამაცხელებლის შეძენას, აუცილებლად გაუჩნდება შემდეგი კითხვები: გათბობის რომელი საშუალება იყიდოს, როგორი გამათბობელია უკეთესი და სად ნახავს ხარისხიან გამათბობელს საუკეთესო ფასად. საჭირო რჩევების მისაღებად სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტების ქსელის - „გორგიას“ ხელოსანს დავუკავშირდით.

გიზიარებთ რამდენიმე ძალიან საჭირო და გამოსადეგ რეკომენდაციას, რომლებიც გათბობის საშუალებების სწორად არჩევაში დაგეხმარებათ.

როგორ შევარჩიოთ სწორად გათბობის ქვაბი

რჩევა #1

თუ გაზის ქსელთან დაკავშირების საშუალება გაქვთ, გირჩევთ, თამამად აირჩიოთ გაზის ქვაბი. გაზის ქვაბის მთავარი უპირატესობა არის სიმარტივე და პრაქტიკულობა. თუ ქვაბს აქვს თერმოსტატი, საკმარისია აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა და არ მიუახლოვდეთ მას მთელი სეზონის განმავლობაში.

რჩევა #2

გათბობის ქვაბის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ საცხოვრებელი ბინის ფართობი და ქვაბის სიმძლავრე. 100-140 კვ.მ. ფართობისთვის კარგია 24 კვტ. სიმძლავრის ქვაბი. საკმაოდ ხარისხიანი და გამძლეა თურქული ბრენდის, ECA-ს მოდელი - GELIOS PLUS 24kw, რომელიც „გორგიაში“ ამჟამად აქციითაა წარმოდგენილი და 2,038 ლარის ნაცვლად, 1,549 ლარადაა ხელმისაწვდომი. ამასთან, არ გირჩევთ ქვაბის შეძენას 20 კილოვატზე დაბალი სიმძლავრით, რადგან კომფორტული გამოყენებისთვის ნაკადი არ უნდა იყოს 9-11ლ/წთ-ზე ნაკლები. 24 კვტ სიმძლავრის ქვაბები უზრუნველყოფს წყლის კომფორტულ მიწოდებას ერთდროულად 2-3 წერტილზე. იტალიური სექციური რადიატორების ფასი „გორგიაში“ 14,90 ლარიდან იწყება.

რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო გამათბობლის შეძენისას?

რჩევა #3

თანამედროვე ელექტროგამათბობლები სრულიად უსაფრთხო, გამძლე და მობილურია. ელექტროგამათბობლის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრეს. 15 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახს ათბობს 1 კვტ სიმძლავრის გამათბობელი, მაგრამ უფრო დიდი ფართობისთვის გაცილებით მეტი სიმძლავრეა საჭირო. ბიუჯეტურ ელექტროგამათბობლებში გირჩევთ KUMTEL-ის 1200 ვატიან მოდელს, 2 კვარცის მილით. გამათბობელი მუშაობს ორ სხვადასხვა დონეზე და აქვს უსაფრთხოების გადამრთველი. აქციის ფარგლებში, საუკეთესო ფასად, ელექტროგამათბობლის შეძენას „გორგიაში“ სულ რაღაც 27 ლარად შეძლებთ, ნაცვლად 32.50 ლარისა.

როგორ შევარჩიოთ ზეთის გამათბობელი?

რჩევა #4

ზეთის გამათბობლის კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია: ლითონის კორპუსი დაყოფილია სეგმენტებად, გავსებულია ზეთით და აქვს გამაცხელებელი ელემენტები. რადიატორი კვებას იღებს დენის წყაროდან, ელექტრობისგან გამთბარი ზეთი გამოსცემს სითბოს და თბება ოთახი. გამთბარი ჰაერი ზემოთ მიიწევს, მის ადგილს ცივი ჰაერი იკავებს და გათბობის ციკლი თავიდან იწყება. რაც უფრო მეტი სექცია აქვს რადიატორს, მით უკეთესია სითბოს გაცემა. ცხრა სექციის მქონე რადიატორი ოთახს უფრო სწრაფად გათბობს ვიდრე ხუთიანი. შეარჩიეთ ცხრასექციიანი მოდელი, რომელსაც ექნება ტემპერატურული რეჟიმი და წაქცევის შემთხვევაში ავტომატური გათიშვის ფუნქცია.

როგორ შევარჩიოთ სწორად წყლის გაზის გამაცხელებელი?

რჩევა #5

- გაზის წყლის გამაცხელებელი გამოირჩევა სიმარტივითა და ეფექტიანობით. თანამედროვე მოდელები აღჭურვილია დაცვის ხარისხიანი სისტემით და თუ გამაცხელებელი ჩაქრება, გაზის მიწოდება წყდება. ამას განაპირობებს ავტომატური ჩართვის სისტემა. გაზის გამაცხელებლის მთავარი უპირატესობა არის მისი ეკონომიურობა, თუმცა აუცილებლად დაგჭირდებათ სავენტილაციო სისტემა, გაზის წვის შედეგად გამოყოფილი ნამწვის გარეთ გასატანად. შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც აუცილებლად ექნება გამწოვი. უნდა აღინიშნოს, რომ წყლის მყისიერ გამათბობელს არ აქვს შესანახი ავზი. ის სწრაფად ათბობს წყლის გამტარ ნაკადს საჭირო ტემპერატურაზე. ბოილერისგან (შესანახი ავზის ტიპის წყლის გამაცხელებელი) განსხვავებით, წყლის მყისიერ გამაცხელებელს აქვს დაბალი წონა, კომპაქტური ზომები, რაც გაცილებით მოსახერხებელი და ეკონომიურია.

სწორად შერჩეული გათბობის საშუალება ერთგულად მოგემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში. თუ უკვე გადაწყვიტეთ, როგორი სახის გამაცხელებელი გჭირდებათ, შეგიძლიათ, შეუდგეთ არჩევას „გორგიას“ ონლაინ ჰიპერმარკეტში, რომელიც მუდამ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად წარმოგვიდგენს სხვადასხვა პროდუქციას.