პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბრძანება გამოსცა პრემიერმა სკოლის აუცრელ თანამშრომლებზე?
რა ბრძანება გამოსცა პრემიერმა სკოლის აუცრელ თანამშრომლებზე?

სკო­ლის აუც­რე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყო­ველ 7 დღე­ში ერთხელ, ხოლო სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ორ კვი­რა­ში ერთხელ გა­ი­ტეს­ტე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რილ ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კერ­ძოდ, ცვლი­ლე­ბა „კო­რო­ნა­ვირუ­სით (SARS-CoV-2) გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე (COVID-19) სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პრი­ო­რი­ტე­ტულ პირ­თა ნუს­ხი­სა და ჩა­ტა­რე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 15 ივ­ნი­სის №975 გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში შე­ვი­და.

„ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე: ა) სრუ­ლად (Covid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 2 დო­ზით) ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი – ყო­ველ 14 დღე­ში ერთხელ პჯრ მე­თო­დით;

ბ) არას­რუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი (Covid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მხო­ლოდ 1 დო­ზით) და/ან აუც­რე­ლი პი­რე­ბი – ყო­ველ 7 დღე­ში ერთხელ ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტით, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს სკო­ლის ექი­მის და/ან ამ მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა პერ­სო­ნა­ლის მიერ (იმ პი­რო­ბით, რომ პერ­სო­ნა­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სჯდ ცენ­ტრე­ბის მიერ, ტეს­ტე­ბი­თა და საკ­ვლე­ვი ნი­მუ­შის ასა­ღე­ბი მა­სა­ლე­ბით მო­მა­რაგ­დე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ხოლო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია და­რე­გის­ტრირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის მიერ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში).

გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს ის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ტეს­ტი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლი მო­დე­ლით.

ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი ტეს­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 31 დე­კემ­ბრის №828 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი „დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის“ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ან­ტე­ნა­ტა­ლუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რვა ან­ტე­ნა­ტა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას PCR მე­თო­დით“, - ნათ­ქვა­მია გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში უკვე შე­ვი­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ დრო­ის­თვის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის 68% და პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
5

როგოეც იქნა ადეკვატურები გახდნენ მთავრობაში, სხვა სფეროებსაც მიხედეთ. იქნებ გვეშველოს.

!!!
2

"ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით დაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ."

"კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ" მუხლი 5.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პიროვნებას არ სურს ან ვაქცინაცია, ან ტესტირების ჩატარება, ამიტომ ძალდატანება ან/და იძულება კანონსაწინააღმდეგოა !

იცოდე კანონი და იქნები დაცული !

არ დაბლოკოთ!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა ბრძანება გამოსცა პრემიერმა სკოლის აუცრელ თანამშრომლებზე?

რა ბრძანება გამოსცა პრემიერმა სკოლის აუცრელ თანამშრომლებზე?

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ცვლილება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შევიდა.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით;

ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში).

გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით.

ორსული ქალები ტესტირებას ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით გათვალისწინებული რვა ანტენატალური ვიზიტისას PCR მეთოდით“, - ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც ძალაში უკვე შევიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის პერსონალის 68% და პროცესი გრძელდება.