პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს დამავიწყდება საიდან მოვდივარ... მე სიღატაკეში ვიზრდებოდი" - სენატორი მოკრივე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ემზადება
"არასდროს დამავიწყდება საიდან მოვდივარ... მე სიღატაკეში ვიზრდებოდი" - სენატორი მოკრივე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ემზადება

მენი პა­კი­აო - არამ­ხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის, არა­მედ ყვე­ლა დრო­ის ერთ - ერთი სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვეა. ის ასე­ვე, სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ - ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მებ­რძო­ლია. 42 წლის ასაკ­ში, თით­ქოს ხე­ლახ­ლა გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და და ისევ ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. თუმ­ცა დიდი შეს­ვე­ნე­ბა მა­ინც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა: აგ­ვის­ტო­ში მენი იორ­დე­ნის უგას­თან უშან­სოდ და­მარ­ცხდა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, რო­მე­ლიც 26 წე­ლი­წა­დი გრძელ­დე­ბო­და.

ბევ­რმა არ იცის, რომ მენი გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სიც არის. უკვე 13 წე­ლი­წა­დია, რაც დე­პუ­ტა­ტია. 2022 წლის 9 მა­ისს კი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თვე­ბა და ფი­ლი­პი­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძლის­თვის იბ­რძო­ლებს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე­ნიმ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის "ლა­ბა­ნის“ თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ი­კა­ვა. ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი როდ­რი­გო როა დუ­ტერ­ტე კი მას თა­ვის მემ­კვიდ­რედ ასა­ხე­ლებს.

ზო­გა­დად, პა­კი­ა­ოს სი­ტუ­ა­ცია უნი­კა­ლუ­რია. მას შე­ეძ­ლო გამ­ხდა­რი­ყო მოქ­მე­დი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლიც იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა კრი­ვი­დან ლა­მა­ზად წას­ვლა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა. მე­ნის ყვე­ლა­ფე­რი გა­აჩ­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დეს - გა­მოც­დი­ლე­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტი და ქა­რიზ­მა. 2007 წელს ის ქვე­და პა­ლა­ტის დე­პუ­ტა­ტად აირ­ჩი­ეს, 2016-ში კი სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი სე­ნა­ტო­რი გახ­და.

მოკ­რი­ვეს რამ­დე­ნი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი გა­აჩ­ნია და ხში­რად ეხ­მა­რე­ბა გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ფლო­იდ მე­ი­ვე­ზერ­თან ბრძო­ლის შემ­დეგ, "პაკ­მა“ რე­კორ­დუ­ლი 280 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ კი­ბა­ვა­ში 1000-ზე მეტი სახ­ლი აა­შე­ნა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­დას­ცა.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს. ფლო­იდ­თან გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს სახ­ლებს ვუ­შე­ნებ. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, სა­ი­დან მოვ­დი­ვარ და მად­ლო­ბას ვუხ­დი ღმერ­თს, რომ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს.“ - ამ­ბობს მენი.

პან­დე­მი­ის დროს, პა­კი­აო არამ­ხო­ლოდ ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნა­ზე ხარ­ჯავ­და ფულს, არა­მედ აგ­რძე­ლებ­და ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას მათ­თვის, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი იყო მისი ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც აღი­ა­რა, რომ არ ეში­ნო­და კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი­ყო.

"თუ უსახ­ლკა­რო­ებს არ და­ვეხ­მა­რე­ბით, შე­საძ­ლოა მო­რო­დი­ო­რო­ბას ჩა­ვუ­ყა­როთ სა­ფუძ­ვე­ლი. არ მე­ში­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის. თუ შენ ლი­დე­რი ხარ, ყო­ველ­თვის წინა ფრონტზე უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დე. ხალ­ხს წინ უნდა გა­უ­ძღვე და აგ­რძნო­ბი­ნო, რომ მათ­თან ერ­თად ხარ. მე სი­ღა­ტა­კე­ში ვიზ­რდე­ბო­დი და ვიცი, რას გრძნობს ხალ­ხი“.

მი­ლი­ო­ნო­ბით ფი­ლი­პი­ნე­ლის­თვის მისი გან­ცხა­დე­ბა მი­ნიშ­ნე­ბა იყო, რომ მოკ­რი­ვეს საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნია, თუმ­ცა ღიად - არა მან, არა­მედ მის­მა პრო­მო­უ­ტერ­მა, ბობ არუმ­მა გა­ნა­ცხა­და:

"და­ვუ­კავ­შირ­დი პა­კი­ა­ოს და მი­თხრა: "ბობ, ვა­პი­რებ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა 2022 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე და­ვა­ყე­ნო. როცა გა­ვი­მარ­ჯვებ, მინ­და, რომ ჩემ ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბო­დე". ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი-პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა“.

არუ­მი მოკ­რი­ვის პრო­მო­უ­ტე­რი 2005 წლი­და­ნაა, სწო­რედ მას­თან ერ­თად მი­აღ­წია მე­ნიმ გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბებს და გახ­და მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი, თუმ­ცა მათი კავ­ში­რი ლა­მა­ზად არ დაშ­ლი­ლა.

2017 წლის ზა­ფხულ­ში პა­კი­აო ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა და ად­გი­ლობ­რივ ჯეფ ჰორნს შეხ­ვდა. ფი­ლი­პი­ნე­ლი ბრძო­ლა­ში უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და აშ­კა­რად დო­მი­ნი­რებ­და, თუმ­ცა მსა­ჯებ­მა "გა­ძარ­ცვეს" და გა­მარ­ჯვე­ბა ჰორნს მის­ცეს. მოკ­რი­ვემ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არუ­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და და მას­თან კონ­ტრაქ­ტი გა­წყვი­ტა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პაკ­მა“ არუ­მის გან­ცხა­დე­ბა უარ­ყო: "ბო­ლოს მე და არუმ­მა მხო­ლოდ კრივ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, პო­ლი­ტი­კა არც გვიხ­სე­ნე­ბია. ახლა პო­ლი­ტი­კის დრო არ არის: ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, რის გა­მოც უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ.“

თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ბობი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა. უგას­თან მარ­ცხის შემ­დეგ ერთი თვის თავ­ზე, პა­კი­ა­ომ თა­ვის კან­დი­და­ტუ­რა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე და­ა­სა­ხე­ლა, თა­ნაც აღი­ა­რა, რომ მოკ­რი­ვის კა­რი­ე­რას ას­რუ­ლებს. "ჩემი კა­რი­ე­რა? ის უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რა თქმა უნდა. დიდი ხა­ნია კრი­ვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩემი ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ საკ­მა­რი­სია. იმი­ტომ ვიბ­რძო­დი, რომ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით გულ­წრფე­ლად სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. ჩემი ქვეყ­ნის სხვა მოკ­რი­ვე­ებს კი ყო­ველ­თვის და­ვეხ­მა­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პა­კი­ა­ომ.

მე­ნიმ თა­ვის კა­რი­ე­რა 1995 წელს და­ი­წყო. და­მარ­ცხე­ბუ­ლი ჰყავს თა­ვის თა­ო­ბის თით­ქმის ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვე: მარ­კო ან­ტო­ნიო ბარ­ე­რა, ერიკ მო­რა­ლე­სი, ხუან მა­ნუ­ელ მარ­კე­სი, ოს­კარ დე ლა ჰოია, რიკი ჰა­ტო­ნი, მი­გელ კოტ­ტო, ანო­ნიო მარ­გა­რი­ტო, შეინ მოზ­ლი და ასე შემ­დეგ.

ასე­ვე, პა­კი­აო ერ­თა­დერ­თი მოკ­რი­ვეა კრი­ვის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც 8 სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გახ­და ჩემ­პი­ო­ნი.

რა თქმა უნდა, ცალ­კე უნდა აღი­ნიშ­ნოს ბრძო­ლა ფლო­იდ მე­ი­ვე­ზერ­თან, რო­მე­ლიც 2015 წელს შედ­გა. მა­შინ "პაკ­მა“ მსა­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წა­ა­გო, თუმ­ცა ეს ბრძო­ლა კრი­ვის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ფი­ლი­პი­ნელ­მა 120 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა და ამას ემა­ტე­ბა ფა­სი­ა­ნი ტრანსლა­ცი­ე­ბი­დან გა­ყი­დუ­ლი პრო­ცენ­ტი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰო­ნო­რარ­ზე მე­ტია.

მენი პა­კი­აო პრე­ზი­დენტ დუ­ტერ­ტე­სა და ოჯახ­თან ერ­თად

2 - წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, აგ­ვის­ტო­ში მენი კუ­ბელ იორ­დე­ნის უგას­თან და­მარ­ცხდა, სა­დაც სა­კუ­თარ ჩრდილ­საც კი აღარ ჰგავ­და. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში პა­კი­აო ფი­ლი­პი­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის, "ლა­ბა­ნის“ თავ­მდჯო­მა­რე გახ­და.

მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ პარ­ტი­ის წევ­რია, იხ­სე­ნებს: "ერთხელ მე და მენი მარ­ტო დავ­რჩით. მას ვუ­თხა­რი, რომ მსურს, ფი­ლი­პი­ნე­ბის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დეს. მან კრი­ვით ქვე­ყა­ნას სი­ა­მა­ყე და ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­უ­ტა­ნა".

პა­კი­აო არ მა­ლავს, რომ მოქ­მედ პრე­ზი­დენ­ტთან მე­გობ­რობს და მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს იზი­ა­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით შიდა პო­ლი­ტი­კა­ში: ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის დახ­ვრე­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი და ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

მან ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბის გამო, მო­მენ­ტა­ლუ­რად და­კარ­გა რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი Nike-თან. ზო­გა­დად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ლი­პი­ნებ­ზე ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბია, ხოლო პრე­ზი­დენ­ტი დუ­ტერ­ტე არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ამარ­თლებს. 2016 წლი­დან ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 4000 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. სე­ნა­ტო­რი ან­ტო­ნიო ტრილ­ლა­ნე­სი აცხა­დებს, რომ ამ მო­მენ­ტის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20 000-ს აჭარ­ბებს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბიც მო­უკ­ლავთ.

რა თქმა უნდა, გა­ე­რომ, აშშ-მა და ევ­რო­კავ­შირ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. 2016 წლის ეკო­ნო­მი­კურ ფორმ­ზე, დუ­ტერ­ტემ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნა­ცხა­და, რომ ტრა­დი­ცი­ულ მო­კავ­ში­რეს­თან, აშშ-სთან კავ­შირს წყვეტს და ჩი­ნე­თი­სა და რუ­სე­თის ალი­ანსს უერ­თდე­ბა

თუ პა­კი­აო გა­ი­მარ­ჯვებს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ის ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე სპორ­ტსმე­ნი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო პოსტს და­ი­კა­ვებს. "მი­ლა­ნის“ ყო­ფი­ლი ფორ­ვარ­დი ჯორჯ ვეა - 2018 წლი­დან ლი­ბე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
5

კარგი მოკრივე იყო და კაცადაც ვარგებულა. ნეტავი, ჩვენც გვყავდეს ასეთი პრეზიდენტი 

roland shanidze
0

ავირჩევდი უყოყმანოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არასდროს დამავიწყდება საიდან მოვდივარ... მე სიღატაკეში ვიზრდებოდი" - სენატორი მოკრივე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ემზადება

"არასდროს დამავიწყდება საიდან მოვდივარ... მე სიღატაკეში ვიზრდებოდი" - სენატორი მოკრივე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ემზადება

მენი პაკიაო - არამხოლოდ თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის ერთ - ერთი საუკეთესო მოკრივეა. ის ასევე, სპორტის ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლია. 42 წლის ასაკში, თითქოს ხელახლა გაახალგაზრდავდა და ისევ ჩემპიონი გახდა. თუმცა დიდი შესვენება მაინც უარყოფითად აისახა: აგვისტოში მენი იორდენის უგასთან უშანსოდ დამარცხდა. რამდენიმე კვირის წინ კი კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რომელიც 26 წელიწადი გრძელდებოდა.

ბევრმა არ იცის, რომ მენი გამოცდილი პოლიტიკოსიც არის. უკვე 13 წელიწადია, რაც დეპუტატია. 2022 წლის 9 მაისს კი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბრძოლაში ჩაერთვება და ფილიპინების პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებს. რამდენიმე კვირის წინ მენიმ მმართველი პარტიის "ლაბანის“ თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ამჟამინდელი პრეზიდენტი როდრიგო როა დუტერტე კი მას თავის მემკვიდრედ ასახელებს.

ზოგადად, პაკიაოს სიტუაცია უნიკალურია. მას შეეძლო გამხდარიყო მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც ასევე, დამოუკიდებელი ქვეყნის მმართველიც იქნებოდა. თუმცა კრივიდან ლამაზად წასვლა ვეღარ მოახერხა. მენის ყველაფერი გააჩნია, რომ წარმატებული პრეზიდენტი გახდეს - გამოცდილება, ავტორიტეტი და ქარიზმა. 2007 წელს ის ქვედა პალატის დეპუტატად აირჩიეს, 2016-ში კი სრულუფლებიანი სენატორი გახდა.

მოკრივეს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი გააჩნია და ხშირად ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ, "პაკმა“ რეკორდული 280 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მშობლიურ ქალაქ კიბავაში 1000-ზე მეტი სახლი ააშენა და გაჭირვებულებს სრულიად უფასოდ გადასცა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს. ფლოიდთან გამომუშავებული ფულით, თანამემამულეებს სახლებს ვუშენებ. არასდროს დამავიწყდება, საიდან მოვდივარ და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ სხვების დახმარების შესაძლებლობას მაძლევს.“ - ამბობს მენი.

პანდემიის დროს, პაკიაო არამხოლოდ ვაქცინის შეძენაზე ხარჯავდა ფულს, არამედ აგრძელებდა ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ინტერვიუ, სადაც აღიარა, რომ არ ეშინოდა კოვიდით გარდაცვლილიყო.

"თუ უსახლკაროებს არ დავეხმარებით, შესაძლოა მოროდიორობას ჩავუყაროთ საფუძველი. არ მეშინია კორონავირუსით გარდაცვალების. თუ შენ ლიდერი ხარ, ყოველთვის წინა ფრონტზე უნდა იმყოფებოდე. ხალხს წინ უნდა გაუძღვე და აგრძნობინო, რომ მათთან ერთად ხარ. მე სიღატაკეში ვიზრდებოდი და ვიცი, რას გრძნობს ხალხი“.

მილიონობით ფილიპინელისთვის მისი განცხადება მინიშნება იყო, რომ მოკრივეს საპრეზიდენტო ამბიციები გააჩნია, თუმცა ღიად - არა მან, არამედ მისმა პრომოუტერმა, ბობ არუმმა განაცხადა:

"დავუკავშირდი პაკიაოს და მითხრა: "ბობ, ვაპირებ ჩემი კანდიდატურა 2022 წლის არჩევნებზე დავაყენო. როცა გავიმარჯვებ, მინდა, რომ ჩემ ინაუგურაციას ესწრებოდე". ის ისტორიაში პირველი მებრძოლი-პრეზიდენტი გახდება“.

არუმი მოკრივის პრომოუტერი 2005 წლიდანაა, სწორედ მასთან ერთად მიაღწია მენიმ განსაკუთრებულ წარმატებებს და გახდა მულტიმილიონერი, თუმცა მათი კავშირი ლამაზად არ დაშლილა.

2017 წლის ზაფხულში პაკიაო ავსტრალიაში გაემგზავრა და ადგილობრივ ჯეფ ჰორნს შეხვდა. ფილიპინელი ბრძოლაში უკეთ გამოიყურებოდა და აშკარად დომინირებდა, თუმცა მსაჯებმა "გაძარცვეს" და გამარჯვება ჰორნს მისცეს. მოკრივემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არუმის მონაწილეობით მოხდა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ "პაკმა“ არუმის განცხადება უარყო: "ბოლოს მე და არუმმა მხოლოდ კრივზე ვისაუბრეთ, პოლიტიკა არც გვიხსენებია. ახლა პოლიტიკის დრო არ არის: ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რის გამოც უნდა გავერთიანდეთ.“

თუმცა, მთლიანობაში ბობი მართალი აღმოჩნდა. უგასთან მარცხის შემდეგ ერთი თვის თავზე, პაკიაომ თავის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე დაასახელა, თანაც აღიარა, რომ მოკრივის კარიერას ასრულებს. "ჩემი კარიერა? ის უკვე დასრულებულია, რა თქმა უნდა. დიდი ხანია კრივით ვარ დაკავებული, ჩემი ოჯახი ამბობს, რომ საკმარისია. იმიტომ ვიბრძოდი, რომ სპორტის ამ სახეობით გულწრფელად სიამოვნებას ვიღებ. ჩემი ქვეყნის სხვა მოკრივეებს კი ყოველთვის დავეხმარები", - განაცხადა პაკიაომ.

მენიმ თავის კარიერა 1995 წელს დაიწყო. დამარცხებული ჰყავს თავის თაობის თითქმის ყველა საუკეთესო მოკრივე: მარკო ანტონიო ბარერა, ერიკ მორალესი, ხუან მანუელ მარკესი, ოსკარ დე ლა ჰოია, რიკი ჰატონი, მიგელ კოტტო, ანონიო მარგარიტო, შეინ მოზლი და ასე შემდეგ.

ასევე, პაკიაო ერთადერთი მოკრივეა კრივის ისტორიაში, რომელიც 8 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს ბრძოლა ფლოიდ მეივეზერთან, რომელიც 2015 წელს შედგა. მაშინ "პაკმა“ მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო, თუმცა ეს ბრძოლა კრივის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა. ფილიპინელმა 120 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამას ემატება ფასიანი ტრანსლაციებიდან გაყიდული პროცენტი, რომელიც, სავარაუდოდ, ჰონორარზე მეტია.

მენი პაკიაო პრეზიდენტ დუტერტესა და ოჯახთან ერთად

2 - წლიანი პაუზის შემდეგ, აგვისტოში მენი კუბელ იორდენის უგასთან დამარცხდა, სადაც საკუთარ ჩრდილსაც კი აღარ ჰგავდა. გასული წლის დეკემბერში პაკიაო ფილიპინების დემოკრატიული პარტიის, "ლაბანის“ თავმდჯომარე გახდა.

მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ამ პარტიის წევრია, იხსენებს: "ერთხელ მე და მენი მარტო დავრჩით. მას ვუთხარი, რომ მსურს, ფილიპინების მომავალი პრეზიდენტი გახდეს. მან კრივით ქვეყანას სიამაყე და ბედნიერება მოუტანა".

პაკიაო არ მალავს, რომ მოქმედ პრეზიდენტთან მეგობრობს და მის შეხედულებებს იზიარებს, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკაში: ნარკომოვაჭრეების დახვრეტიდან დაწყებული და ლგბტ საზოგადოებით დამთავრებული.

მან ჰომოფობიური განცხადების გამო, მომენტალურად დაკარგა რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი Nike-თან. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ფილიპინებზე ნარკოტიკებთან ბრძოლის რადიკალური მეთოდებია, ხოლო პრეზიდენტი დუტერტე არსებულ სიტუაციას ამართლებს. 2016 წლიდან ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 4000 ადამიანი მოკლეს. სენატორი ანტონიო ტრილლანესი აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს. იყო შემთხვევები, როცა სრულიად უდანაშაულოებიც მოუკლავთ.

რა თქმა უნდა, გაერომ, აშშ-მა და ევროკავშირმა ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულეს. 2016 წლის ეკონომიკურ ფორმზე, დუტერტემ, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ტრადიციულ მოკავშირესთან, აშშ-სთან კავშირს წყვეტს და ჩინეთისა და რუსეთის ალიანსს უერთდება

თუ პაკიაო გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ის ისტორიაში მეორე სპორტსმენი გახდება, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო პოსტს დაიკავებს. "მილანის“ ყოფილი ფორვარდი ჯორჯ ვეა - 2018 წლიდან ლიბერიის პრეზიდენტია.