სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საცობებში "გაჭედილი" თბილისი - რატომ ხდება მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაუსაძლისი?
საცობებში "გაჭედილი" თბილისი - რატომ ხდება მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაუსაძლისი?

თბი­ლის­ში წვი­მის დროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლია და სა­ცო­ბებ­ში დგო­მის ხან­გრძლი­ვო­ბა თით­ქოს, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს წვი­მის დროს, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს "ცხრა მთად და ცხრა ზღვად“ აქ­ცევს.

ექ­სპერ­ტი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე:

- რა­ტომ ნელ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა? არ შე­იძ­ლე­ბა, ეს მხო­ლოდ ერთ ფაქ­ტორს მი­ვა­წე­როთ, მაგ­რამ სა­ნამ ამ თე­მის ცო­ტა­თი გაშ­ლას და­ვი­წყებ, შე­მო­გიბ­რუ­ნებთ კი­თხვას. თა­ვად ხომ ატა­რებთ ავ­ტო­მო­ბილს, წვი­მა­ში ანე­ლებთ? თუ კი, ანუ, თქვენ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა, ვერ და­ი­მორ­ჩი­ლოთ ავ­ტო­მო­ბი­ლი. ამი­ტომ, და­ვი­წყოთ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი: პირ­ველ რიგ­ში, რა­საც მე ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ესაა მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის აღე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი ვა­კუ­უ­მი - არა პრო­ცე­დუ­რუ­ლად, არა­მედ იმ კუ­თხით, თუ რო­გორ ვსწავ­ლობთ მძღო­ლო­ბას. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან, უკვე ქუ­ჩებ­ში, რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში და­ი­წყე­ბა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და ადა­მი­ანს ეცო­დი­ნე­ბა, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს სა­ცობ­ში, ჩქა­როს­ნულ გზა­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წარ­მო­შო­ბი­ლი დაბ­რკო­ლე­ბის დროს და ა.შ. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის უქონ­ლო­ბა, - თა­ვა­დაც აღი­ა­რებთ, რომ ფრთხი­ლობთ, რათა ავ­ტო­მო­ბი­ლი არ მო­გის­რი­ალ­დეთ. შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, მა­გა­ლი­თად, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დამ­წყე­ბი, პა­ტა­რა ბავ­შვი ორი ხე­ლის ნაც­ვლად ჯერ ერთი ხე­ლით უკ­რავს, ვი­ნა­ი­დან კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვს და რო­გორც კი ტემპს აუჩ­ქა­რებს, მა­შინ­ვე ეშ­ლე­ბა. ასე­ვეა დამ­წყე­ბი მძღო­ლი, რო­მელ­მაც იცის ოდ­ნავ, ტა­ა­ტით დაძ­ვრა და გა­ჩე­რე­ბა, ასეთ დო­ნე­ზე მარ­თვის მცოდ­ნე რისკ-ჯგუ­ფია - არ ვამ­ბობ, რომ ისი­ნი ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ჯერ არ აქვთ უსაფრ­თხო მარ­თვის უნა­რე­ბი ბო­ლომ­დე შე­ძე­ნი­ლი. ეს ემარ­თე­ბა გა­მო­უც­დელ, ახალ­ბე­და მძღოლს და ესაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა - თა­ვის თავ­ში არაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ წვი­მის პი­რო­ბებ­ში მა­გა­ლი­თად, შეძ­ლებს დრო­უ­ლად და­მუხ­რუ­ჭე­ბას, სწრა­ფად მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბას. ანუ, სა­ერ­თო ჯამ­ში, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია თა­ვის თავ­ში და­ურ­წმუ­ნებ­ლო­ბა, რაც მო­დის ნაკ­ლე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­დან.

გარ­და ამი­სა, ოდ­ნავ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის დრო­საც კი, ასე ვთქვათ, გუ­ბე­ში "შეჭყლა­პუ­ნე­ბა“, ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნით რომ ვთქვათ, სა­ბუ­რა­ვის გზის სა­ფა­რი­დან მო­წყვე­ტას იწ­ვევს - ამ პრო­ცესს აკ­ვაპ­ლა­ნი­რე­ბა ჰქვია. ე.ი., სა­ბუ­რა­ვი კი არ მი­გო­რავს გზის სა­ფარ­ზე, არა­მედ მი­ცუ­რავს წყლის ზე­და­პირ­ზე. ამ დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უმარ­თა­ვი ხდე­ბა. ანუ, დიდი გუ­ბე­ე­ბი ძა­ლი­ან დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. იცით, რომ თბი­ლის­ში გზე­ბის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ბევ­რი გა­კეთ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გვაქვს ისე­თი გზე­ბი, სა­დაც გუ­ბე­ე­ბი დგე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ნი­აღ­ვრე დიდი წვი­მის გამო იჭე­დე­ბა. გუ­ბის ქვეშ ვერ ვხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამი­ტომ, ვე­რი­დე­ბით და ნელა შევ­დი­ვართ. ეს ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია ჩვენს უკან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­კა­დის და­მუხ­რუ­ჭე­ბა­სა და შე­გუ­ბე­ბას იწ­ვევს.

მე­სა­მე ფაქ­ტო­რია ის, რომ თა­ვის მხრი­ვაც, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­ბუ­სი თუ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, ისი­ნი ვერ გა­და­ახ­ტე­ბი­ან ამ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, დამ­წყე­ბი მძღო­ლე­ბის მიერ შე­გუ­ბე­ბულ ნა­კადს. ამი­ტომ, გინ­და, არ გინ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტიც ნელ­დე­ბა და ეს ჯაჭ­ვუ­რად, მთლი­ა­ნო­ბა­ში გვაძ­ლევს იმ სუ­რათს, რა­საც გვაძ­ლევს.

კი­დე­ვაა ერთი ფაქ­ტო­რი - შიგ­ნი­დან მინა ხომ იორ­თქლე­ბა? ბევ­რმა არ იცის შიდა ვენ­ტი­ლა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა. მძღო­ლის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, სა­ქა­რე მი­ნა­ზე რჩე­ბა ისე­თი ორ­თქლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბას ზღუ­დავს. ეს ჰგავს იმას, როცა ცხე­ნებს თვა­ლებ­ზე ორ­ჟებს უკე­თე­ბენ, მარ­ტო პირ­და­პირ რომ იყუ­რონ, შე­სა­ბა­მი­სად, მძღოლს გვი­რა­ბუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა უწევს, მხო­ლოდ პირ­და­პირ ხე­დავს. ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გვერ­დი­თი მხედ­ვე­ლო­ბი­დან უნდა მი­ი­ღოს, ამ შე­ორ­თქლი­ლი მი­ნე­ბის გამო უკვე ჭირს. მოკ­ლედ, ამ ბევ­რი ფაქ­ტო­რის შე­დე­გად ვი­ღებთ იმას, რა­საც ვი­ღებთ. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვი­სურ­ვოთ, რომ მეტი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მეტი ცოდ­ნა, მეტი უკე­თე­სი გზა და სა­ნი­აღ­ვრე იყოს, უნდა ვე­ცა­დოთ, ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე განვტვირ­თოთ წვი­მის დროს სა­ცო­ბე­ბი.

- პირ­ველ რიგ­ში, რით შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს პროგ­რე­სი ამ თვალ­საზ­რი­სით?

- ადრე აცხა­დებ­დნენ, თავი შე­ი­კა­ვეთ მგზავ­რო­ბის­გან, თუ ეს გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არი­სო. თუ ვი­ცით, რომ უნა­რე­ბი ბო­ლომ­დე არ გვყოფ­ნის წვი­მა­ში სა­სი­ა­რუ­ლოდ, თავი შე­ვი­კა­ვოთ, მა­ინ­ცდა­მა­ინც წვი­მა­ში ნუ ვივ­ლით. მე­ო­რეა მუ­შა­ო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, მე­სა­მე - მან­ქა­ნის კარ­გი ცოდ­ნა, მა­გა­ლი­თად, ვენ­ტი­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა; მე­ო­თხე, კარ­გი სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მოგ­ვცემს შე­დეგს.

მე თვი­თონ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ვარ და ქა­ლა­ქის მო­წყო­ბის კუ­თხით მზად ვარ, პა­სუ­ხი ვაგო ჩემს სი­ტყვებ­ზე და მუ­შა­ო­ბის ხა­რისხზე, მით უმე­ტეს, რომ საკ­რე­ბუ­ლო­ში სატ­რან­სპორ­ტო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვარ. მაგ­რამ რა უნდა გა­ვა­კე­თო მე, როცა წვი­მაა და სა­ცო­ბია, უნდა მი­თხრათ, მზად ვარ ჯან­სა­ღი აზ­რი­სა და კრი­ტი­კის მო­სას­მე­ნად - კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბევ­რს ვი­სა­უბ­რებთ ამ თე­მა­ზე, რაც სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გა­და­უ­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ნუს­ხა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დას, რის შეც­ვლას ვე­ლო­დე­ბით - ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში რომ გად­მო­ი­ნაც­ვლებს გა­მოც­დე­ბი, ეს პრობ­ლე­მა უკვე ამით მოგ­ვარ­დე­ბა თუ კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობთ?

- ძა­ლი­ან სწო­რი აქ­ცენ­ტია. ჩვენ ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ევ­რო­პის­კენ მივ­დი­ვართ, მაგ­რამ რა არის ევ­რო­პის­კენ სი­ა­რუ­ლი? ეს ხომ არ არის ვი­ზის ჩარ­ტყმა პას­პორ­ტში? ეს გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პულ ცხოვ­რე­ბის წეს­თან დაგ­ვა­ახ­ლო­ვებს. ევ­რო­პა­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა ლა­მის დიპ­ლო­მის აღე­ბას უტოლ­დე­ბა. ჩვენ­თან რომ გა­დავ­ხე­დოთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, წა­ვა­წყდე­ბით მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შე­თა­ვა­ზე­ბებს: "მარ­თვის მოწ­მო­ბა 4 დღე­ში“, "მარ­თვის მოწ­მო­ბა 1 კვი­რა­ში გა­რან­ტი­ით“ და ა.შ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც ბი­ძია უშან­გიმ 1 კვი­რა­ში გა­რან­ტი­ით აგა­ღე­ბი­ნოთ მარ­თვის მოწ­მო­ბა, ეს ხომ აბ­სურ­დია?! ჩვენ ხან­და­ხან თავს ვი­ტყუ­ებთ. ამი­ტომ, გა­ნათ­ლე­ბის ის სეგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ჰყოფს მა­ღა­ლი სამ­ძღო­ლო კულ­ტუ­რის ქო­ნას და უსაფრ­თხოდ მარ­თვის მა­ნე­რე­ბის მქო­ნე მძღო­ლე­ბის გა­მოშ­ვე­ბას, სას­წრა­ფოდ სა­რე­ფორ­მოა. ეს გა­და­უ­დებ­ლი და კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მე სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თვე­ბი ამ სფე­რო­ში, რო­მე­ლიც უკვე და­წყე­ბუ­ლია - ვიცი, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის გა­დავ­ლის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში ამის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა.

მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ზე კი არ არის სა­უ­ბა­რი, სა­უ­ბა­რია ავ­ტოს­კო­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც არა­ვი­თა­რი კომ­პე­ტენ­ცია არ აქვთ, გან­ცხა­დე­ბას გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ და გინ­და, არ გინ­და, იმ ადა­მი­ანს ტა­რე­ბის რო­გო­რი სტი­ლიც აქვს, ისე გას­წავ­ლი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვას. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა შე­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნის მოხ­ვედ­რა ამ სფე­რო­ში. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყოს გა­ნათ­ლე­ბის სეგ­მენ­ტი, სა­დაც მომ­ზად­დე­ბი­ან და გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გოგ-ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­ა­წე­სებს სტან­დარტს, რომ ასე­თი და ასე­თი უნდა იყოს პე­და­გო­გი. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან, პე­და­გო­გებ­თან და ასეთ ავ­ტოს­კო­ლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი დას­ხდე­ბი­ან სა­ჭეს­თან. ჩვე­ნი ავა­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ­ჟა­მად წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 500-ია, არ მიყ­ვარს სი­ტყვა "შემ­ცი­რე­ბა“, ჩვენს გზებ­ზე ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლი ნუ­ლამ­დე უნდა და­ვიყ­ვა­ნოთ, ეს კი პირ­და­პი­რი გზაა უმ­სხვერ­პლო გზე­ბის­კენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე, ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი:

- სა­ცო­ბე­ბი არ არის მხო­ლოდ თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, არის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც უფრო რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს შე­იძ­ლე­ბა, იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ჭარ­ბი ტრან­სპორ­ტით, გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, იყოს სხვა მი­ზე­ზე­ბიც. პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყო­დი, რომ წვი­მის დროს ყვე­ლა მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ია­როს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით და გა­მო­რი­ცხოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტრან­სპორ­ტი - თუ კარგ ამინ­დში ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლი შე­იძ­ლე­ბა, ფე­ხით გა­ევ­ლო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მო­ტო­ციკ­ლით, სკუ­ტე­რით, თუ ვე­ლო­სი­პე­დით ესარ­გებ­ლა, ავ­ტო­მო­ბი­ლის ყო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩე­ვანს ავ­ტო­მო­ბილ­ზე აკე­თებს, ამი­ტომ, წვი­მი­ან ამინ­დში გზებ­ზე უფრო ჭარ­ბი ტრან­სპორ­ტია.

ამას­თა­ნა­ვე, წვი­მის დროს ზედ­მეტ სიფრ­თხი­ლეს­თან გვაქვს საქ­მე - მძღო­ლებ­ში არის გან­ცდა იმი­სა, რომ წვი­მა­ში ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბის დროს რის­კი მა­ღა­ლია; წვი­მა­ში ხილ­ვა­დო­ბა უფრო სუს­ტია და ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ იმის გან­ცდაც, რომ მათი ტრან­სპორ­ტი ბო­ლომ­დე გა­მარ­თუ­ლი არ არის. გა­მარ­თუ­ლი ტრან­სპორ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც არის გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი მგზავ­რო­ბი­სას და სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­პარ­კია, რის გა­მოც სიფრ­თხი­ლის გან­ცდა შე­საძ­ლოა, ორ­მაგ­დე­ბო­დეს.

გზებ­ზე ახალ­ბე­და, გა­მო­უც­დე­ლი მძღო­ლე­ბიც ბევ­რი გვყავს, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხონ, თუმ­ცა, წვი­მი­ან ამინ­დში გა­დატ­ვირ­თუ­ლი გზე­ბის, სიფრ­თხი­ლის, ხილ­ვა­დო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის, მა­ღა­ლი სტრე­სის თუ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გამო სა­ცო­ბე­ბის შექ­მნა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვაა ბევ­რი ქა­ლა­ქის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც ჭარ­ბი კერ­ძო ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს.

- რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ გზებს, ქა­ლა­ქის მო­წყო­ბას და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ამა­ზე რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ - შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ მხრივ უკე­თე­სო­ბამ სი­ტუ­ა­ცია შეც­ვა­ლოს, თუ ამ, თქვე­ნი თქმით, ბუ­ნებ­რივ ვი­თა­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა გვი­წევს?

- სა­ცო­ბე­ბის­გან გზე­ბის გან­ტვირ­თვა დიდი გა­მოწ­ვე­ვაა და ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას წლე­ბი სჭირ­დე­ბა. კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გად­მოჯ­დო­მა მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ თუ ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის ქა­ლა­ქე­ბი გვინ­და, ამის­კენ უნდა მი­ვის­წრაფ­ვო­დეთ. ამის­თვის სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა ქვე­ი­თე­ბის­თვის, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს ლო­დი­ნის დრო­ის შემ­ცი­რე­ბას, ერ­თმა­ნეთ­თან ინ­ტერგრი­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს. თბი­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა, თუ რა თქმა უნდა, გა­მარ­თუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლი იქ­ნე­ბა. ახლა დე­და­ქა­ლაქ­ში გარ­და­მა­ვა­ლი პრო­ცე­სია და აქ­ცენ­ტე­ბი მარ­თლაც რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე კეთ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ არ ვართ იმ ეტაპ­ზე, რომ კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დავ­თმოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ნაც­ვლოდ. ამ გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ დრო ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმიტრი
0

შალვა შენ მანიც ავტომობილისტი ხარ. რა გაძულებს ამტკიცო რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯიბია საკუთარ ავტომობილს. ან რა ევროპასთან შედარება იქამდე მისვლა ოცნების სფერო იქნება ყოველტვის.

მარიამი
0

რატომ იშლით ნერვებს, სანამ ველა თავის კუთხეში არ წავა, თბილისში სულ ეს პრობლემა იქნება. მიწაზე მუშაობა არავის უნდა, აზერბაიჯანელები, რომ არა შიმშილით დავიხოცებით, მარტო ეგენი მუშაობენ, რადგან იციან მიწა გამოკვებავს, ტუ გაჭირვება იქნება მათ ოჯახებს. ქართველები კი ამაზე არ ფიქრობენ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ დაბლოკოთ, ვიცი სიმართლე მწარეა

ავტორი:

საცობებში "გაჭედილი" თბილისი - რატომ ხდება მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაუსაძლისი?

საცობებში "გაჭედილი" თბილისი - რატომ ხდება მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაუსაძლისი?

თბილისში წვიმის დროს საავტომობილო მოძრაობა შენელებულია და საცობებში დგომის ხანგრძლივობა თითქოს, გადაჭარბებულია. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა დამატებითი ფაქტორები მოქმედებს წვიმის დროს, რაც ავტომობილების მფლობელებისთვის დედაქალაქის ქუჩებს "ცხრა მთად და ცხრა ზღვად“ აქცევს.

ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, შალვა ოგბაიძე:

- რატომ ნელდება მოძრაობა? არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთ ფაქტორს მივაწეროთ, მაგრამ სანამ ამ თემის ცოტათი გაშლას დავიწყებ, შემოგიბრუნებთ კითხვას. თავად ხომ ატარებთ ავტომობილს, წვიმაში ანელებთ? თუ კი, ანუ, თქვენ არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება, ვერ დაიმორჩილოთ ავტომობილი. ამიტომ, დავიწყოთ ჩამონათვალი: პირველ რიგში, რასაც მე ხმამაღლა ვამბობ, ესაა მართვის მოწმობების აღების სფეროში არსებული ძალიან, ძალიან დიდი ვაკუუმი - არა პროცედურულად, არამედ იმ კუთხით, თუ როგორ ვსწავლობთ მძღოლობას. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლიდან, უკვე ქუჩებში, რეალურ პირობებში დაიწყება გამოცდის ჩაბარება და ადამიანს ეცოდინება, როგორ უნდა მოიქცეს საცობში, ჩქაროსნულ გზაზე, მოულოდნელად წარმოშობილი დაბრკოლების დროს და ა.შ. პირველი და მთავარია კვალიფიკაციის უქონლობა, - თავადაც აღიარებთ, რომ ფრთხილობთ, რათა ავტომობილი არ მოგისრიალდეთ. შედარება რომ გავაკეთოთ, მაგალითად, ფორტეპიანოზე დამწყები, პატარა ბავშვი ორი ხელის ნაცვლად ჯერ ერთი ხელით უკრავს, ვინაიდან კვალიფიკაცია არ აქვს და როგორც კი ტემპს აუჩქარებს, მაშინვე ეშლება. ასევეა დამწყები მძღოლი, რომელმაც იცის ოდნავ, ტაატით დაძვრა და გაჩერება, ასეთ დონეზე მართვის მცოდნე რისკ-ჯგუფია - არ ვამბობ, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან, უბრალოდ, ჯერ არ აქვთ უსაფრთხო მართვის უნარები ბოლომდე შეძენილი. ეს ემართება გამოუცდელ, ახალბედა მძღოლს და ესაა ჩვეულებრივი მოვლენა - თავის თავში არაა დარწმუნებული, რომ წვიმის პირობებში მაგალითად, შეძლებს დროულად დამუხრუჭებას, სწრაფად მანევრის შესრულებას. ანუ, საერთო ჯამში, პირველი ნაწილია თავის თავში დაურწმუნებლობა, რაც მოდის ნაკლები კვალიფიკაციიდან.

გარდა ამისა, ოდნავ მაღალი სიჩქარის დროსაც კი, ასე ვთქვათ, გუბეში "შეჭყლაპუნება“, ქართული ტერმინით რომ ვთქვათ, საბურავის გზის საფარიდან მოწყვეტას იწვევს - ამ პროცესს აკვაპლანირება ჰქვია. ე.ი., საბურავი კი არ მიგორავს გზის საფარზე, არამედ მიცურავს წყლის ზედაპირზე. ამ დროს ავტომობილი, აბსოლუტურად, უმართავი ხდება. ანუ, დიდი გუბეები ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს. იცით, რომ თბილისში გზების თვალსაზრისით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჯერჯერობით გვაქვს ისეთი გზები, სადაც გუბეები დგება, განსაკუთრებით, სანიაღვრე დიდი წვიმის გამო იჭედება. გუბის ქვეშ ვერ ვხედავთ, რა მდგომარეობაა, ამიტომ, ვერიდებით და ნელა შევდივართ. ეს ჯაჭვური რეაქცია ჩვენს უკან საავტომობილო ნაკადის დამუხრუჭებასა და შეგუბებას იწვევს.

მესამე ფაქტორია ის, რომ თავის მხრივაც, იქნება ეს ავტობუსი თუ მიკროავტობუსი, ისინი ვერ გადაახტებიან ამ მსუბუქ ავტომობილებს, დამწყები მძღოლების მიერ შეგუბებულ ნაკადს. ამიტომ, გინდა, არ გინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ნელდება და ეს ჯაჭვურად, მთლიანობაში გვაძლევს იმ სურათს, რასაც გვაძლევს.

კიდევაა ერთი ფაქტორი - შიგნიდან მინა ხომ იორთქლება? ბევრმა არ იცის შიდა ვენტილაციით სარგებლობა. მძღოლის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, საქარე მინაზე რჩება ისეთი ორთქლის ნაწილი, რომელიც მხედველობას ზღუდავს. ეს ჰგავს იმას, როცა ცხენებს თვალებზე ორჟებს უკეთებენ, მარტო პირდაპირ რომ იყურონ, შესაბამისად, მძღოლს გვირაბული მხედველობა უწევს, მხოლოდ პირდაპირ ხედავს. ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გვერდითი მხედველობიდან უნდა მიიღოს, ამ შეორთქლილი მინების გამო უკვე ჭირს. მოკლედ, ამ ბევრი ფაქტორის შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. შესაბამისად, უნდა ვისურვოთ, რომ მეტი კვალიფიკაცია, მეტი ცოდნა, მეტი უკეთესი გზა და სანიაღვრე იყოს, უნდა ვეცადოთ, ამ საშუალებებით რაც შეიძლება, მალე განვტვირთოთ წვიმის დროს საცობები.

- პირველ რიგში, რით შეიძლება დაიწყოს პროგრესი ამ თვალსაზრისით?

- ადრე აცხადებდნენ, თავი შეიკავეთ მგზავრობისგან, თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა არ არისო. თუ ვიცით, რომ უნარები ბოლომდე არ გვყოფნის წვიმაში სასიარულოდ, თავი შევიკავოთ, მაინცდამაინც წვიმაში ნუ ვივლით. მეორეა მუშაობა საკუთარ თავზე, მესამე - მანქანის კარგი ცოდნა, მაგალითად, ვენტილაციის გამოყენება; მეოთხე, კარგი სანიაღვრეები - ეს ყველაფერი ერთად მოგვცემს შედეგს.

მე თვითონ საკრებულოს წევრი ვარ და ქალაქის მოწყობის კუთხით მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემს სიტყვებზე და მუშაობის ხარისხზე, მით უმეტეს, რომ საკრებულოში სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე ვარ. მაგრამ რა უნდა გავაკეთო მე, როცა წვიმაა და საცობია, უნდა მითხრათ, მზად ვარ ჯანსაღი აზრისა და კრიტიკის მოსასმენად - კარგი იქნება, თუ ბევრს ვისაუბრებთ ამ თემაზე, რაც საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ აუცილებელი, გადაუდებელი ნაბიჯების ნუსხა გამოიკვეთება.

- რაც შეეხება მართვის მოწმობის გამოცდას, რის შეცვლას ველოდებით - ქალაქის ქუჩებში რომ გადმოინაცვლებს გამოცდები, ეს პრობლემა უკვე ამით მოგვარდება თუ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ძალიან სწორი აქცენტია. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ რა არის ევროპისკენ სიარული? ეს ხომ არ არის ვიზის ჩარტყმა პასპორტში? ეს გარკვეული ნაბიჯებია, რომლებიც ევროპულ ცხოვრების წესთან დაგვაახლოვებს. ევროპაში მართვის მოწმობის აღება ლამის დიპლომის აღებას უტოლდება. ჩვენთან რომ გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, წავაწყდებით მსგავსი შინაარსის შეთავაზებებს: "მართვის მოწმობა 4 დღეში“, "მართვის მოწმობა 1 კვირაში გარანტიით“ და ა.შ. როგორ შეიძლება, ვიღაც ბიძია უშანგიმ 1 კვირაში გარანტიით აგაღებინოთ მართვის მოწმობა, ეს ხომ აბსურდია?! ჩვენ ხანდახან თავს ვიტყუებთ. ამიტომ, განათლების ის სეგმენტი, რომელიც უზრუნველჰყოფს მაღალი სამძღოლო კულტურის ქონას და უსაფრთხოდ მართვის მანერების მქონე მძღოლების გამოშვებას, სასწრაფოდ სარეფორმოა. ეს გადაუდებლი და კრიტიკულად აუცილებელია და მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ სფეროში, რომელიც უკვე დაწყებულია - ვიცი, რომ ადგილობრივი არჩევნების გადავლის შემდეგ პარლამენტში ამის განხილვა გრძელდება.

მინდა, ხაზი გავუსვა, მართვის მოწმობის აღების პროცედურაზე კი არ არის საუბარი, საუბარია ავტოსკოლების არარსებობაზე. არიან ადამიანები, რომელთაც არავითარი კომპეტენცია არ აქვთ, განცხადებას გამოაქვეყნებენ და გინდა, არ გინდა, იმ ადამიანს ტარების როგორი სტილიც აქვს, ისე გასწავლიან ავტომობილის მართვას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეთხვევითი ადამიანის მოხვედრა ამ სფეროში. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა იყოს განათლების სეგმენტი, სადაც მომზადდებიან და გადამზადდებიან პედაგოგ-ინსტრუქტორები, სახელმწიფო დააწესებს სტანდარტს, რომ ასეთი და ასეთი უნდა იყოს პედაგოგი. შესაბამისად, ასეთ ინსტრუქტორებთან, პედაგოგებთან და ასეთ ავტოსკოლებში მომზადებული მძღოლები დასხდებიან საჭესთან. ჩვენი ავარიების რაოდენობა ამჟამად წელიწადში დაახლოებით 500-ია, არ მიყვარს სიტყვა "შემცირება“, ჩვენს გზებზე ადამიანის მსხვერპლი ნულამდე უნდა დავიყვანოთ, ეს კი პირდაპირი გზაა უმსხვერპლო გზებისკენ.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი:

- საცობები არ არის მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი, არის ქალაქები, სადაც უფრო რთული მდგომარეობაა. ეს შეიძლება, იყოს გამოწვეული ჭარბი ტრანსპორტით, გაუმართავი ინფრასტრუქტურით, ასევე შეიძლება, იყოს სხვა მიზეზებიც. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ წვიმის დროს ყველა მოწადინებულია, იაროს საკუთარი ავტომობილით და გამორიცხოს ალტერნატიული ტრანსპორტი - თუ კარგ ამინდში ადამიანს გარკვეული მანძილი შეიძლება, ფეხით გაევლო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოტოციკლით, სკუტერით, თუ ველოსიპედით ესარგებლა, ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, ბუნებრივია, არჩევანს ავტომობილზე აკეთებს, ამიტომ, წვიმიან ამინდში გზებზე უფრო ჭარბი ტრანსპორტია.

ამასთანავე, წვიმის დროს ზედმეტ სიფრთხილესთან გვაქვს საქმე - მძღოლებში არის განცდა იმისა, რომ წვიმაში ქუჩაში მოძრაობის დროს რისკი მაღალია; წვიმაში ხილვადობა უფრო სუსტია და ასევე შეიძლება, ჩვენს რეალობაში ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდაც, რომ მათი ტრანსპორტი ბოლომდე გამართული არ არის. გამართული ტრანსპორტის შემთხვევაშიც არის გარკვეული რისკები მგზავრობისას და სიფრთხილის გამოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მოძველებული და გაუმართავი ავტოპარკია, რის გამოც სიფრთხილის განცდა შესაძლოა, ორმაგდებოდეს.

გზებზე ახალბედა, გამოუცდელი მძღოლებიც ბევრი გვყავს, რომელთაც შესაძლოა მოძრაობა შეაფერხონ, თუმცა, წვიმიან ამინდში გადატვირთული გზების, სიფრთხილის, ხილვადობის ნაკლებობის, მაღალი სტრესის თუ ინფრასტრუქტურული ხარვეზების გამო საცობების შექმნა ბუნებრივი მოვლენაა და საერთო გამოწვევაა ბევრი ქალაქისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც ჭარბი კერძო ტრანსპორტი მოძრაობს.

- რაც შეეხება თვითონ გზებს, ქალაქის მოწყობას და ინფრასტრუქტურას, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ - შეიძლება თუ არა ამ მხრივ უკეთესობამ სიტუაცია შეცვალოს, თუ ამ, თქვენი თქმით, ბუნებრივ ვითარებასთან შეგუება გვიწევს?

- საცობებისგან გზების განტვირთვა დიდი გამოწვევაა და ამ საკითხის მოგვარებას წლები სჭირდება. კერძო ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადმოჯდომა მარტივი არ არის, მაგრამ თუ ევროპული სტილის ქალაქები გვინდა, ამისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ. ამისთვის საჭიროა შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეითებისთვის, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც გულისხმობს ლოდინის დროის შემცირებას, ერთმანეთთან ინტერგრირებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. თბილისის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება ავტომობილის გარეშე გადაადგილება, თუ რა თქმა უნდა, გამართული სატრანსპორტო ქსელი იქნება. ახლა დედაქალაქში გარდამავალი პროცესია და აქცენტები მართლაც რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე კეთდება, თუმცა ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ კერძო ავტომობილები დავთმოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანაცვლოდ. ამ გამოწვევის საპასუხოდ დრო ნამდვილად გვჭირდება.