სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გვთავაზობს ფარულ მოლაპარაკებას, სანაცვლოდ კი გვპირდებიან თანამდებობებს - გახარია
"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გვთავაზობს ფარულ მოლაპარაკებას, სანაცვლოდ კი გვპირდებიან თანამდებობებს - გახარია

პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” მის პარ­ტი­ას “ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში” სთა­ვა­ზო­ბენ შე­თან­ხმე­ბას, რათა საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბი მათი სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბით და­კომ­პლექტდეს.

ამას­თან, რო­გორც გა­ხა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ე­ბი მას სა­ნაც­ვლოდ “რა­ღაც სარ­გებ­ლებს” ჰპირ­დე­ბი­ან. კი­თხვა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად, რა სარ­გე­ბელს სთა­ვა­ზო­ბენ, გა­ხა­რია ამ­ბობს: “რა­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბებს, სხვა­თა შო­რის, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში”.

“დღეს პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და ბევ­რგან ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­დამ­წყვე­ტი ხმა გვქონ­დეს რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს და­კომ­პლექ­ტე­ბა­ში, ასე­ვე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა­ში. ამ მიზ­ნით, “ოც­ნე­ბა”, ისე­ვე რო­გორც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”, გვთა­ვა­ზობს და ცდი­ლობს, ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფარ­გლებ­ში მი­აღ­წი­ოს ჩვენ­თან შე­თან­ხმე­ბას იმის­თვის, რომ საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბი მათ­თვის მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტუ­რე­ბით და­კომ­პლექტდეს, რაც ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მე­ო­რე მხრივ “ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს საკ­რე­ბუ­ლოს ჩვენს წევ­რებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბით, სხვა­დას­ხვა ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით მათი გა­და­ბი­რე­ბის შე­დე­გი და­ა­ყე­ნოს. ეს ქმე­დე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ერ­თპარ­ტი­უ­ლი საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბი, რაც ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლასნი გახარია
12

სხვათა შორის გახარია ერთადერთი ქართველი ელეგანტური პოლიტიკოსია. აი მაგალითად კალაძე კი იცმებს სუ ცხელ-ცხელ გუჩებს და გვასალიებს მაგრამ ყოველთვის მაინც აკლია კლასი. 

tngh
36

საზოგადოების დაკვეთაა კოალიციის შექმნა "ოცნებასა" და "გახარია-საქართველოსთან" შორის. კეთილი ინებეთ, მოძებნეთ კომპრომისი. დასძლიეთ პირადი ამბიციები და ქვეყნის საკეთილდღეოდ ითანამშრომლეთ... თქვენს შორის კოალიციის სურვილი არჩევნებმა დაადასტურა. ჯამში ორივე პარტიას ერთათ თითქმის 60% აქვს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გვთავაზობს ფარულ მოლაპარაკებას, სანაცვლოდ კი გვპირდებიან თანამდებობებს - გახარია

"ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გვთავაზობს ფარულ მოლაპარაკებას, სანაცვლოდ კი გვპირდებიან თანამდებობებს - გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.

ამასთან, როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ “რაღაც სარგებლებს” ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: “რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.

“დღეს პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, “ოცნება”, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიოს ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ საკრებულოები მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორე მხრივ “ოცნება” ცდილობს საკრებულოს ჩვენს წევრებზე ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს მსხვილ ქალაქებში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული საკრებულოები, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა გახარიამ.