სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ..." -  საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება
"ან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ..." -  საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება

სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვ­სი 1968 წლის დე­კემ­ბერს ჰო­ლან­დი­ის ქა­ლაქ ტერ­ნე­ზენ­ში და­ი­ბა­და. კა­თო­ლი­კურ ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და უცხო ენებს და ოც­ნე­ბობ­და რო­მე­ლი­მე აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო.

25 წლის ასაკ­ში სტრას­ბურ­გში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­ფე­ტე­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­იც­ნო და ამ დღის შემ­დეგ მათი გზე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­და­იკ­ვე­თა.

ცხოვ­რე­ბა შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი გეგ­მით, უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ. პირ­ვე­ლი, რაც ქარ­თვე­ლე­ბის რძალ­მა გა­ა­კე­თა, მე­უღ­ლის მშობ­ლი­უ­რი ენა ის­წავ­ლა.

თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე არ ჩა­მო­სუ­ლა.

ასევე დაგაინტერესებთ
15:22 / 04-10-2021

"ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო - ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს პირველი ლედის სახელი..." - რას წერს მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე?

11:05 / 06-10-2021

"არ დაგიმალავთ,  რომ  ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი,  ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო" - რას წერს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა  იასკოს შესახებ

14:29 / 10-10-2021

"ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია... ვთხოვ ხალხს, პატივი სცენ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც პატივისცემით ვეპყრობი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

20:49 / 13-10-2021

ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება"

პირ­ვე­ლად 1992 წელს იმოგ­ზა­უ­რა, მოს­კო­ვი­დან მა­ტა­რე­ბელს გა­მოჰ­ყვა და სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვი­და. იმ­ჟა­მად ფლა­მან­დი­ელ ძმებს თარ­ჯიმ­ნო­ბას უწევ­და, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლან­დი­უ­რი ბოსტნე­უ­ლის თეს­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს და სო­ხუ­მი­დან პირ­და­პირ ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. ათი დღე გა­ა­ტა­რეს ქუ­თა­ის­ში და ჰო­ლან­დი­ა­ში დაბ­რუნ­დნენ.

პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სი 2004 წლის 4 იან­ვარს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით“ მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ხალ­ხი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ჰო­ლან­დი­ე­ლი რძა­ლი, იმ­ჟა­მად წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი - ედუ­არ­დი უკვე ჰყავ­და.

წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად, იკ­ლებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გი, ვარ­დე­ბით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­დალ­ში. ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბო­და მი­ტინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც თვე­ე­ბიც კი გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ სან­დრა რუ­ლოვ­სი ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და იმ პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს უყ­ვარ­და, და­ნარ­ჩენს კი ნაკ­ლე­ბად აღი­ზი­ა­ნებ­და.

2004 წელი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

"არას­დროს მარ­ტო არ ხარ, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ცუდი პრე­სა, დის­კრე­დი­ტა­ცია. ხან თმა არ გაქვს და­ვარ­ცხნი­ლი, არ ხარ ფორ­მა­ში, ნამ­ტი­რა­ლე­ვი ხარ, მაგ­რამ მა­ინც უნდა გახ­ვი­დე ხალ­ხში, რად­გან შენ ხარ სიმ­ბო­ლო, რეპ­რე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რი ფუნ­ქცია გაქვს“, - იხ­სე­ნებ­და ის წლე­ბის შემ­დეგ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ახ­ლდა მე­უღ­ლეს ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბებ­ზე, რის შემ­დე­გაც მე­დია მისი ჩაც­მის სტი­ლის გამო კრი­ტი­კას არ იშუ­რებ­და ხოლ­მე.

2008 წელი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

თუმ­ცა მის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ჭორი იყო, რო­დე­საც ბო­რო­ტი ხმე­ბი ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ის ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბის ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი. მარ­თა­ლია, ამ შემ­ზა­რა­ვი ჭო­რის ხალ­ხის დიდ ნა­წილს არ სჯე­რო­და, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის წლებ­ში ამა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც ლა­პა­რა­კობ­დნენ, პე­რი­ო­დუ­ლად წერ­და ულტრა­რა­დი­კა­ლუ­რი და ყვი­თე­ლი მე­დია.

ამის თა­ო­ბა­ზე სან­დრა რუ­ლოვ­სი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და: "ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი... ხალ­ხი დღემ­დე მე­კი­თხე­ბა, რა­ტომ არ შე­გაქვს სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­შიო, რაში დავ­კარ­გო დრო, ხუთი ექ­ვსი თვე, რომ ქარ­თუ­ლი მე­დი­ით და­ვამ­ტკი­ცო სი­მარ­თლე? - ვი­ღა­ცებს დღემ­დე სჯე­რათ და ეს მა­წუ­ხებს ძა­ლი­ან, სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად ჭო­რა­ობ­დნენ ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვა­ში ხში­რად ჩან­დნენ. დრო და დრო ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და სან­დრა და­შორ­დნენ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ქალ­ზე მე­დი­აც კი ღიად წერ­და, თუმ­ცა სან­დრა რუ­ლოვ­სი ყო­ველ­თვის ჩუ­მად იყო... 2016 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში კი გა­ნა­ცხა­და:

"მი­შას ასე­თი მტე­რი ჰყავ­და რუ­სე­თის სა­ხით. მისი პო­ლი­ტი­კის გამო, რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ყო­ველ­თვის ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ერთი ტყვია უნდა, უბე­დუ­რე­ბა მოხ­დეს ან ჩა­ი­ში წა­მა­ლი... ყო­ველ­თვის ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ და­ძა­ბუ­ლად ცხოვ­რობს და დიდ რის­კებ­ზე მი­დის ჩემი ქმა­რი და არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­წყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სა­ღა­მოს ჩემ­თან უნდა მოხ­ვი­დე, სად იძი­ნებ, სად და­დი­ხარ, ჩემ თავს ამის უფ­ლე­ბას ვერ ვაძ­ლევ­დი. პრე­ზი­დენ­ტო­ბა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე თა­მა­შია, ეპა­ტი­ე­ბა - ასე­თი გან­წყო­ბა მქონ­და ყო­ველ­თვის".

მუდ­მი­ვად ჩან­და, რომ ის არა მხო­ლოდ თა­ნა­მო­აზ­რე იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, არა­მედ ყველ­გან, ყვე­ლა ბრძო­ლი­სას და კრი­ზი­სი­სას მის გვერ­დით იდგა. ასე იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას, არა­მედ უკ­რა­ი­ნა­ში პო­რო­შენ­კოს პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას შექ­მნი­ლი ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბი­სას, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გა­უ­უქ­მეს და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს.

უკ­რა­ი­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე

  • სან­დრა რუ­ლოვ­სი და ონ­კო­ლო­გია

2009 წელს სან­დრა რუ­ლოვ­სის ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სკრი­ნინგცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქა­ლებს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის კი­ბო­ზე ანა­ლი­ზე­ბი უფა­სოდ ჩა­ი­ტა­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა იმ­ჟა­მინ­დელ პირ­ველ ლე­დის პი­რა­დად შე­ე­ხო.

"2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, დე­ზო­დო­რან­ტი ხომ არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია ამ დი­ლას, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში მა­ინც გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.

მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.

2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტუ­რი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­რი­ა­ში. წინა სა­ღა­მოს ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. იმ ღა­მეს არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ დი­ლას უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტურ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რა დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­დო­მაა დღეს, მაგ­რამ ამ ქა­ლებს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. მახ­სოვს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია მე და ნი­კო­ლოზს დაგ­ვდევ­და, კად­რე­ბი უნ­დო­დათ, რომ ამ დროს გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დით. 60 კი­ლო­მეტრზე მეტი ვერ გა­ვი­ა­რე და ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი", - გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში 2016 წელს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, სან­დრა რუ­ლოვსმა ის­წავ­ლა მეგ­რუ­ლიც. ყო­ველ­თვის აშ­კა­რად ჩან­და, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აქვს სა­მეგ­რე­ლოს მი­მართ. რო­დე­საც ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ 2016 წელს პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, ზუგ­დიდ­ში მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტად იყა­რა კენ­ჭი. მა­შინ სან­დრა რუ­ლოვ­სი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ გეგა შენ­გე­ლი­ას­თან ერ­თად მე­ო­რე ტურ­ში გა­ვი­და, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა.

სან­დრამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას ის­წავ­ლა სა­ექთ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში პრაქ­ტი­კას გა­დი­ო­და. ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ის­ტო­რი­ე­ბი, რო­გორ ოც­დე­ბოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­დე­საც მო­რი­გე ექთ­ნის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლი ლედი შე­დი­ო­და მათ­თან.

ის სწავ­ლას ყვე­ლა ასაკ­ში აგ­რძე­ლებს და ამ­ჯე­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ას სწავ­ლობს და მე­ო­რე კურ­სზეა.

რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა სან­დრა რუ­ლოვ­სის ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლი ოჯა­ხის შექ­მნა ისე და­ა­ა­ნონ­სა, რომ ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პირ­ველ

მა ლე­დიმ ბევ­რი არა­ფე­რი იცო­და...

2005 წელს სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვ­სის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი "იდე­ა­ლის­ტის ნა­ამ­ბო­ბი” გა­მო­ი­ცა, რომ­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“ახლა, რო­დე­საც გა­სუ­ლი ათი-თორ­მე­ტი მშფოთ­ვა­რე წლის აღ­წე­რა და­ვა­პი­რე, ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, თით­ქოს სა­დღაც შუ­ა­ლე­დურ სად­გურ­ზე ჩა­მო­ვე­დი და დრო­ე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა შევ­წყვი­ტე, რათა ყვე­ლა­ფერს თავი მო­ვუ­ყა­რო, და­ვა­ხა­რის­ხო, გეზი მივ­ცე...”

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრას
0

ჩემო მშვენიერო ლეიდი , ILY

ლუიზა
0

გაწონასწორებული,უნიჭიერესი,დაუზარელი,ოჯახის ერთგული,პატრიოტი............ყველაფერს ვერ ჩამოთვლი! ჯამრთელობა და ბედნიერება მას, მის ვაჟკაცებთან ერთაად!🇬🇪❤️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⚘️⚘️⚘️⚘️⚘️🙏

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ..." -  საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება

"ან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ..." -  საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება

სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წლის დეკემბერს ჰოლანდიის ქალაქ ტერნეზენში დაიბადა. კათოლიკურ ოჯახში გატარებული ბავშვობის პარალელურად სწავლობდა უცხო ენებს და ოცნებობდა რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში ჰუმანიტარული მისიით გამგზავრებულიყო.

25 წლის ასაკში სტრასბურგში, უნივერსიტეტის კაფეტერიაში ქართველი სტუდენტი მიხეილ სააკაშვილი გაიცნო და ამ დღის შემდეგ მათი გზები სამუდამოდ გადაიკვეთა.

ცხოვრება შტატებში გააგრძელეს და საქართველოში უამრავი გეგმით, უკვე დაოჯახებულები დაბრუნდნენ. პირველი, რაც ქართველების რძალმა გააკეთა, მეუღლის მშობლიური ენა ისწავლა.

თუმცა, საქართველოში პირველად როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე არ ჩამოსულა.

პირველად 1992 წელს იმოგზაურა, მოსკოვიდან მატარებელს გამოჰყვა და სოხუმში ჩამოვიდა. იმჟამად ფლამანდიელ ძმებს თარჯიმნობას უწევდა, რომლებმაც საქართველოში ჰოლანდიური ბოსტნეულის თესლი ჩამოიტანეს და სოხუმიდან პირდაპირ ქუთაისში ჩამოვიდნენ. ათი დღე გაატარეს ქუთაისში და ჰოლანდიაში დაბრუნდნენ.

პირველი ლედის სტატუსი 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. "ვარდების რევოლუციით“ მოსულ ხელისუფლებაზე ხალხი დიდ იმედებს ამყარებდა და საზოგადოებამ ძალიან თბილად მიიღო ქართულ ენაზე მოსაუბრე ჰოლანდიელი რძალი, იმჟამად წყვილს პირველი შვილი - ედუარდი უკვე ჰყავდა.

წლების გასვლასთან ერთად, იკლებდა მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი, ვარდებით მოსული ხელისუფლება ხშირად ეხვეოდა სკანდალში. ქვეყანაში იმართებოდა მიტინგები, რომლებიც თვეებიც კი გრძელდებოდა, მაგრამ სანდრა რულოვსი ყოველთვის რჩებოდა იმ პირველ ქალბატონად, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს უყვარდა, დანარჩენს კი ნაკლებად აღიზიანებდა.

2004 წელი, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე

"არასდროს მარტო არ ხარ, ყველა ნაბიჯი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ცუდი პრესა, დისკრედიტაცია. ხან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ მაინც უნდა გახვიდე ხალხში, რადგან შენ ხარ სიმბოლო, რეპრეზენტაბელური ფუნქცია გაქვს“, - იხსენებდა ის წლების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანთან გულახდილ ინტერვიუში.

სანდრა რულოვსი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა ყოველთვის ახლდა მეუღლეს ოფიციალურ მიღებებზე, რის შემდეგაც მედია მისი ჩაცმის სტილის გამო კრიტიკას არ იშურებდა ხოლმე.

2008 წელი, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე

თუმცა მისთვის ალბათ ყველაზე მტკივნეული ჭორი იყო, როდესაც ბოროტი ხმები ალაპარაკდნენ, რომ ის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესში იყო ჩართული. მართალია, ამ შემზარავი ჭორის ხალხის დიდ ნაწილს არ სჯეროდა, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის წლებში ამაზე ადამიანები ოპოზიციურ ტელევიზიებშიც ლაპარაკობდნენ, პერიოდულად წერდა ულტრარადიკალური და ყვითელი მედია.

ამის თაობაზე სანდრა რულოვსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: "ორგანოებით ვაჭრობაზე იყო საუბარი... ხალხი დღემდე მეკითხება, რატომ არ შეგაქვს საჩივარი სასამართლოშიო, რაში დავკარგო დრო, ხუთი ექვსი თვე, რომ ქართული მედიით დავამტკიცო სიმართლე? - ვიღაცებს დღემდე სჯერათ და ეს მაწუხებს ძალიან, სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია".

მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ აქტიურად ჭორაობდნენ ქალებზე, რომლებიც პრეზიდენტის გარემოცვაში ხშირად ჩანდნენ. დრო და დრო ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ მიხეილ სააკაშვილი და სანდრა დაშორდნენ. პრეზიდენტობის ბოლო წლებში რამდენიმე ცნობილ ქალზე მედიაც კი ღიად წერდა, თუმცა სანდრა რულოვსი ყოველთვის ჩუმად იყო... 2016 წლის ინტერვიუში კი განაცხადა:

"მიშას ასეთი მტერი ჰყავდა რუსეთის სახით. მისი პოლიტიკის გამო, რუსეთთან მიმართებაში, ყოველთვის ემუქრებოდნენ. ერთი ტყვია უნდა, უბედურება მოხდეს ან ჩაიში წამალი... ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, რომ დაძაბულად ცხოვრობს და დიდ რისკებზე მიდის ჩემი ქმარი და არ შეიძლება დავუწყო იმაზე საუბარი, რომ საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე, სად იძინებ, სად დადიხარ, ჩემ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდი. პრეზიდენტობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე თამაშია, ეპატიება - ასეთი განწყობა მქონდა ყოველთვის".

მუდმივად ჩანდა, რომ ის არა მხოლოდ თანამოაზრე იყო მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველგან, ყველა ბრძოლისას და კრიზისისას მის გვერდით იდგა. ასე იყო არა მხოლოდ საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობისას, არამედ უკრაინაში პოროშენკოს პრეზიდენტობისას შექმნილი ურთულესი ვითარებისას, როდესაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს და ქვეყნიდან გააძევეს.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე

  • სანდრა რულოვსი და ონკოლოგია

2009 წელს სანდრა რულოვსის ძალისხმევით საქართველოში კიბოს სკრინინგცენტრები გაიხსნა, რომელიც დღემდე საშუალებას აძლევს ქალებს, რამდენიმე სახის კიბოზე ანალიზები უფასოდ ჩაიტარონ. სამწუხაროდ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ეს პრობლემა იმჟამინდელ პირველ ლედის პირადად შეეხო.

"2011 წლის თებერვალში სკრინინგზე რომ მივედი, მამოგრაფია გადამიღეს, ასისტენტმა მითხრა, დეზოდორანტი ხომ არ გამოგიყენებია ამ დილას, რაღაც არ მომწონსო. მერე თქვა, რომ ონკოლოგთან ერთად შევხედოთო, პატარა წერტილები იყო ერთ ადგილზე მარჯვენა მხარეს. მითხრეს, ევროპაში მაინც გადაამოწმეო. უცხოურ კლინიკაში, სადაც შემდეგ მივედი ექიმი ქართველი იყო, ვთხოვე ყველაფერი კონფიდენციალური ყოფილიყო. გასინჯვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მქონდა ნულოვანი სტადია, მაგრამ ძუძუს მოკვეთა მირჩიეს, რადგან წინასწარ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა პროცესები.

მაშინ დედამ მითხრა, შენ რატომ დაგემართა და მე არაო. ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი. ამიხსნეს, რომ მკერდის მოკვეთის შემდეგ შესაძლებელი იყო პროთეზის გაკეთება. ეს ზუსტად ის ზაფხული იყო, სტინგი რომ ჩამოვიდა საქართველოში. კონცერტი საქველმოქმედო იყო და მაშინ ვთქვი, რომ ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს პრობლემების მქონე ქალებს დავხმარებოდით.

ოპერაცია ამერიკაში გავიკეთე, მამშვიდებდნენ, მპირდებოდნენ რეკონსტრუქცია ჩამიტარდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებდა ეს თავდაჯერებულობაზე. ძალიან ძნელი იყო თავიდან, ნელ-ნელა შევეჩვიე და გადავლახე. მე მგონია, რომ ამ ამბავმა უფრო გამაძლიერა. ძუძუ რომ უნდა მოიკვეთო, ეს არის ბომბი ქალის ცხოვრებაში, ვფიქრობდი, 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი.

2012 წლის 19 სექტემბერს კიბოთი დაავადებული ქალებისთვის საქველმოქმედო ველოტური უნდა გამართულიყო გურიაში. წინა საღამოს ციხის ცნობილი კადრები გავრცელდა. იმ ღამეს არ მეძინა, მაგრამ დილას უნდა ვყოფილიყავი საქველმოქმედო ველოტურზე. ვფიქრობდი, რა დროს ველოსიპედზე დაჯდომაა დღეს, მაგრამ ამ ქალებს ვერ დავტოვებდი. მახსოვს, ღონისძიებაზე ერთ-ერთი ტელევიზია მე და ნიკოლოზს დაგვდევდა, კადრები უნდოდათ, რომ ამ დროს გასართობად დავდიოდით. 60 კილომეტრზე მეტი ვერ გავიარე და ისევ ბათუმში დავბრუნდი. ეს იყო ურთულესი პერიოდი", - განაცხადა სანდრა რულოვსმა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში 2016 წელს.

საქართველოში ცხოვრებისას, სანდრა რულოვსმა ისწავლა მეგრულიც. ყოველთვის აშკარად ჩანდა, რომ განსაკუთრებული სიყვარული აქვს სამეგრელოს მიმართ. როდესაც ყოფილმა პირველმა ლედიმ 2016 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად იყარა კენჭი. მაშინ სანდრა რულოვსი ქართული ოცნების წარმომადგენელ გეგა შენგელიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა, მაგრამ მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

სანდრამ საქართველოში ცხოვრებისას ისწავლა საექთნო საქმიანობა და წლების განმავლობაში, სხვადასხვა კლინიკებში პრაქტიკას გადიოდა. ხშირად ვრცელდებოდა ისტორიები, როგორ ოცდებოდნენ პაციენტები, როდესაც მორიგე ექთნის ამპლუაში პირველი ლედი შედიოდა მათთან.

ის სწავლას ყველა ასაკში აგრძელებს და ამჯერად მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს და მეორე კურსზეა.

როგორ გაგრძელდება სანდრა რულოვსის ცხოვრება საქართველოში მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შექმნა ისე დააანონსა, რომ ამის შესახებ ყოფილმა პირველ

მა ლედიმ ბევრი არაფერი იცოდა...

2005 წელს სანდრა ელისაბედ რულოვსის ბიოგრაფიული წიგნი "იდეალისტის ნაამბობი” გამოიცა, რომლის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

“ახლა, როდესაც გასული ათი-თორმეტი მშფოთვარე წლის აღწერა დავაპირე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სადღაც შუალედურ სადგურზე ჩამოვედი და დროებით მოგზაურობა შევწყვიტე, რათა ყველაფერს თავი მოვუყარო, დავახარისხო, გეზი მივცე...”