მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი პუტინის ხელშია, პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს" - გიორგი ბარამიძე
"მიხეილ სააკაშვილი პუტინის ხელშია, პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს" - გიორგი ბარამიძე

სა­ა­კაშ­ვი­ლი პუ­ტი­ნის პა­ტი­მა­რია და ნე­ბის­მი­ერ წამს შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვდეს - პუ­ტინს რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა და სიკ­ვდი­ლი უნდა, ამას ინ­ფორ­მა­ცია სჭირ­დე­ბა?! ამა­ზე წა­ვი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის თქმით, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა იცო­და თუ რაზე მი­დი­ო­და და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა.

რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პა­ტი­მა­რია.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბის ფორ­მუ­ლა ცი­ხე­ში მჯდო­მი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის არის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა. ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რომ იფიქ­როს, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და იმ რისკს, რო­დე­საც ამ­დე­ნი წი­ნა­ღო­ბის გა­და­ლახ­ვით, შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ერის წი­ნა­შე და არ ფიქ­რობ­და, რომ ეს ღირს იმად, ის და­ა­პა­ტიმ­რონ ან შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ლიკ­ვი­და­ცი­აც კი გა­უ­კე­თონ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თავი გა­წი­რა სწო­რედ ამ ამო­ცა­ნის­თვის.

რომ სდო­მო­და, 4 დღე აქ იყო და არა­ნა­ი­რი ბუა სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის. კაცი ზის ვაჟ­კა­ცუ­რად. გა­ღი­მე­ბუ­ლი და გა­ცი­ნე­ბუ­ლი შე­ვი­და ცი­ხე­ში და შიმ­ში­ლობს. ახლა გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ არის ნამ­დვი­ლად ოპო­ზი­ცია. პირ­ველ რიგ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბა. ამას­თან, პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ეს. თუ არ ხარ აშ­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის მომ­ხრე, ე.ი. შენ არ ხარ ოპო­ზი­ცია, ხარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­მა­ტი, როლს თა­მა­შობს, ცხვრის ტყავ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მგე­ლი ხარ.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხის შიგ­ნით გვეხ­მა­რე­ბა უკვე და ცი­ხის გა­რეთ მი­თუ­მე­ტეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი აქეთ გვამ­ხნე­ვებს, ჩვე­ნი გამ­ხნე­ვე­ბა მას არ სჭირ­დე­ბა. გვაჩ­ვე­ნა ვაჟ­კა­ცო­ბის, კა­ცო­ბის, სი­ტყვის შეს­რუ­ლე­ბის, სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბის და თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თი. იმ­დე­ნად თავ­გან­წი­რუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, ძა­ლი­ან ბევ­რი მისი მხარ­დამ­ჭე­რიც კი არ ელო­და. ახლა, ამ წუ­თას ის არის პუ­ტი­ნის ხელ­ში, პუ­ტი­ნის პა­ტი­მა­რია და ნე­ბის­მი­ერ წამს შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვდეს. პუ­ტინს რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი უნდა, ამას რა ინ­ფორ­მა­ცია უნდა?! თან ახლა შიმ­ში­ლობს. პუ­ტინს რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა და სიკ­ვდი­ლი უნდა, დე­და­მი­წის ზურ­გი­დან აორ­თქლე­ბა, ამას ინ­ფორ­მა­ცია სჭირ­დე­ბა?! ამა­ზე წა­ვი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაზო
0

ამან იცის, რომ იმან იცის, რომ ამან იცის! ჟვანიას ძალადობრივად მოკვდინებაზეა საუბარი! ჰოდა ეშინია იმ შიზოფრენიკმა არ თქვას რაც იცის და უძვრება, რაც შეუძლია ისეთი მონდომებით!

სერგო მხარგრძელი
0

კარგი თემა შემოაგდეთ ახალი თემა, არაფერი გამოგდით სხვა მიმართულებით და ეხლა პუტინის თემა. ბინლადენი დაგფავიწყდათ, ბინლადენი და მოაბით იმასაც სააკაშვილის ვითომ შიმშილობა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი პუტინის ხელშია, პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს" - გიორგი ბარამიძე

"მიხეილ სააკაშვილი პუტინის ხელშია, პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს" - გიორგი ბარამიძე

სააკაშვილი პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს - პუტინს რომ სააკაშვილის მკვლელობა და სიკვდილი უნდა, ამას ინფორმაცია სჭირდება?! ამაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდა თუ რაზე მიდიოდა და მიხეილ სააკაშვილმა თავისი დაპირება შეასრულა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატიმარია.

„ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა ციხეში მჯდომი მიხეილ სააკაშვილისთვის არის უპირველესი ამოცანა. ძალიან მიამიტი უნდა იყოს ადამიანი, რომ იფიქროს, ვერ აცნობიერებდა იმ რისკს, როდესაც ამდენი წინაღობის გადალახვით, შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. დაპირება შეასრულა თავისი ერის წინაშე და არ ფიქრობდა, რომ ეს ღირს იმად, ის დააპატიმრონ ან შეიძლება საერთოდ ლიკვიდაციაც კი გაუკეთონ, მიხეილ სააკაშვილმა თავი გაწირა სწორედ ამ ამოცანისთვის.

რომ სდომოდა, 4 დღე აქ იყო და არანაირი ბუა სააკაშვილი არ არის. კაცი ზის ვაჟკაცურად. გაღიმებული და გაცინებული შევიდა ციხეში და შიმშილობს. ახლა გამოჩნდება ვინ არის ნამდვილად ოპოზიცია. პირველ რიგში გამოჩნდება მოქალაქეებში, ეს მოქალაქეები არიან უმრავლესობა. ამასთან, პოლიტიკურ ლიდერებში ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება ეს. თუ არ ხარ აშვებული რეჟიმის დამარცხების მომხრე, ე.ი. შენ არ ხარ ოპოზიცია, ხარ ჩვეულებრივი დანამატი, როლს თამაშობს, ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგელი ხარ.

სააკაშვილი ციხის შიგნით გვეხმარება უკვე და ციხის გარეთ მითუმეტეს დაგვეხმარება. სააკაშვილი აქეთ გვამხნევებს, ჩვენი გამხნევება მას არ სჭირდება. გვაჩვენა ვაჟკაცობის, კაცობის, სიტყვის შესრულების, სამშობლოსთვის თავდადების და თავგანწირვის მაგალითი. იმდენად თავგანწირული ნაბიჯი გადადგა, ძალიან ბევრი მისი მხარდამჭერიც კი არ ელოდა. ახლა, ამ წუთას ის არის პუტინის ხელში, პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს. პუტინს რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი უნდა, ამას რა ინფორმაცია უნდა?! თან ახლა შიმშილობს. პუტინს რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა და სიკვდილი უნდა, დედამიწის ზურგიდან აორთქლება, ამას ინფორმაცია სჭირდება?! ამაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ბარამიძემ.