მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

26 წლის ლუკა ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დურ ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუქ-გვერ­დი ავ­რცე­ლებს.

"26 წლის ასაკ­ში მძი­მე სე­ნის­გან გარ­და­იც­ვა­ლა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ლუკა ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დურ ლე­ი­კე­მი­ას და მის­გან გა­მოწ­ვე­ულ პრო­ცე­სებს.

ლუკა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და ამ ხვედრმა კი­დევ უფრო მე­ტად გა­მო­არ­ჩია. მან არა მხო­ლოდ ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, არა­მედ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და უზარ­მა­ზა­რი სი­კე­თის სამ­ყა­რო შექ­მნა. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი იზი­ა­რებს ამ დიდ ტკი­ვილს და ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში თა­ნად­გო­მას უცხა­დებს მის ოჯახს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და ყვე­ლა მის გულ­შე­მატ­კი­ვარს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლუ­კას გა­და­სარ­ჩე­ნად მარ­თლაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და. რო­გორც AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­გაზ­რდას დედა ნა­თია სო­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, მის შვილს მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი 2019 წელს და­უს­ვეს.

ლუ­კას ორი წლის წინ თურ­ქეთ­ში ჩა­უ­ტარ­და ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცია. შემ­დეგ ასე­ვე თურ­ქეთ­ში გა­ი­ა­რა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი და მკურ­ნა­ლო­ბას მე­დი­კა­მენ­ტე­ბით აგ­რძე­ლებ­და.

"ჩემს შვილს ლე­ი­კე­მი­ის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი ფორ­მა, მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ბო­ლომ­დე გა­აზ­რე­ბაც ვერ მო­ვას­წა­რით რომ მხო­ლოდ ბი­ლე­თე­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბის სას­წრა­ფო წე­სით აგ­რო­ვი­ლი თან­ხით სას­წრა­ფოდ გა­დაგ­ვაფ­რი­ნეს თურ­ქეთ­ში. იმედს ვი­ტო­ვებ­დით, რომ ცდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ იმე­დი ოც­ნე­ბე­ბი­ვით და­მენგრა.

არ ვიცი რა ძა­ლამ გა­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ჩემი შვი­ლის ტან­ჯვის­თვის მე­ყუ­რე­ბი­ნა. ლუ­კას სიმ­წრით დაჭ­მუ­ლი ტუ­ჩე­ბი და მუ­და­რით სავ­სე მზე­რა, რო­მელ­თა­ნაც დედა უძ­ლუ­რია. და­ა­ვა­დე­ბის სირ­თუ­ლეს და პრო­ცე­სებს რომ ჩა­უღ­რმავ­დე შე­იძ­ლე­ბა გა­გიჟ­დე... დედა უძ­ლუ­რი ხარ, ეს ჯო­ჯო­ხე­თია...

და მა­ინც გა­ვუ­ძე­ლით, მა­ინც მო­ვე­რი­ეთ და არ დავ­ნებ­დით. ახ­ლი­დან და­ვი­ბა­დეთ, ძა­ლი­ან ნელ-ნელა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც გა­დავ­დგით და ორ თვე­ში სი­ა­რუ­ლიც შევ­ძე­ლით... უკვე შვი­დი თვე სრულ­დე­ბა, რაც სტამ­ბულ­ში ვართ, და­ა­ვა­დე­ბა რე­მი­სი­ა­ში გა­და­ვი­და და მოხ­და ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვაც, ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გავ­დი­ვართ და ორ­გა­ნიზ­მი იბ­რძვის, ეგუ­ე­ბა, უჭირს, მაგ­რამ თავს აი­ძუ­ლებს. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ #ერ­თადყ­ვე­ლა­ფერსშევ­ძლებთ", - აცხა­დებ­და AMBEBI.GE-სთან შარ­შან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­თია სო­ხაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

...უფალმა განუსვენოს მონა ღვთისა ლუკა და დაამკვიდროს იქ , სადაცა მართალნი განუსვენებენ!!! სტამბულში გავიცანი კლინიკაში, დედასთან ერთად იმყოფებოდა და იმის მერე სულ იმედი მქონდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა!!! ძალიან დამწყდა გული!!! როგორც ლუკას დედამ მომიყვა, ლუკას დამ და საზოგადოებამ მაქსიმუმზე მეტი გააკეთა , რომ ლუკა გადაერჩინათ, საფრანგეთშიც მოახერხეს წასვლა, მაგრამ...!!!

Mia
0

😭😭😭😭vaimeee gaskda gulii isedac gulgaxetqili var da tirilis meti arafeli damrchenia chemi cxovreba chemi shvilis gardacvalebis mere.usamzimreb ojaxs gamzleobas usurveb rac zneli misagcevia magram erti celia me mivstiri 22clis shvils.dedas gamzleoba da uflis imedi.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელიც სამი წლის განმავლობაში მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.

"26 წლის ასაკში მძიმე სენისგან გარდაიცვალა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლუკა ალიბეგაშვილი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ებრძოდა მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას და მისგან გამოწვეულ პროცესებს.

ლუკა განსაკუთრებული ადამიანი იყო თავისი ცხოვრებით და ამ ხვედრმა კიდევ უფრო მეტად გამოარჩია. მან არა მხოლოდ ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, არამედ სრულიად უცხო ადამიანები გააერთიანა და უზარმაზარი სიკეთის სამყარო შექმნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს ამ დიდ ტკივილს და ამ უმძიმეს დღეებში თანადგომას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველა მის გულშემატკივარს", - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ლუკას გადასარჩენად მართლაც უამრავი ადამიანი გაერთიანდა. როგორც AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ახალგაზრდას დედა ნათია სოხაშვილი ამბობდა, მის შვილს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს.

ლუკას ორი წლის წინ თურქეთში ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. შემდეგ ასევე თურქეთში გაიარა სარეაბილიტაციო კურსი და მკურნალობას მედიკამენტებით აგრძელებდა.

"ჩემს შვილს ლეიკემიის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლომდე გააზრებაც ვერ მოვასწარით რომ მხოლოდ ბილეთებით და ადამიანების სასწრაფო წესით აგროვილი თანხით სასწრაფოდ გადაგვაფრინეს თურქეთში. იმედს ვიტოვებდით, რომ ცდებოდნენ, მაგრამ იმედი ოცნებებივით დამენგრა.

არ ვიცი რა ძალამ გამაძლებინა, რომ ამ პერიოდში ჩემი შვილის ტანჯვისთვის მეყურებინა. ლუკას სიმწრით დაჭმული ტუჩები და მუდარით სავსე მზერა, რომელთანაც დედა უძლურია. დაავადების სირთულეს და პროცესებს რომ ჩაუღრმავდე შეიძლება გაგიჟდე... დედა უძლური ხარ, ეს ჯოჯოხეთია...

და მაინც გავუძელით, მაინც მოვერიეთ და არ დავნებდით. ახლიდან დავიბადეთ, ძალიან ნელ-ნელა პირველი ნაბიჯებიც გადავდგით და ორ თვეში სიარულიც შევძელით... უკვე შვიდი თვე სრულდება, რაც სტამბულში ვართ, დაავადება რემისიაში გადავიდა და მოხდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც, ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივართ და ორგანიზმი იბრძვის, ეგუება, უჭირს, მაგრამ თავს აიძულებს. მინდა მჯეროდეს, რომ #ერთადყველაფერსშევძლებთ", - აცხადებდა AMBEBI.GE-სთან შარშანდელ ინტერვიუში ნათია სოხაშვილი.