ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ის დაიცავს ადამიანის უფლებებს. კადიროვმა აღნიშნულის შესახებ ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართა.
როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო წერს, კადიროვმა ფიცი რუსულ და ჩეჩნურ ენებზე წარმოთქვა და პირობა დადო, რომ პატივს სცემს და დაიცავს მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას.
აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი ის უკვე მეოთხე ვადით გახდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინაუგურაციის ცერემონია მის დაბადების დღეს გაიმართა - 5 ოქტომბერს კადიროვი 45 წლის გახდა.
არჩევნებში მან ხმების რეკორდული რაოდენობა - 99.97% მიიღო.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერი 2007 წლიდანაა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ხშირად ადანაშაულებენ მმართველობის სასტიკ მეთოდებში, ადამიანების გატაცებაში, წამებაში, უფლებების დარღვევაში, მათ შორის, ლგბტ თემის მიმართ.
19 წლის სალმან ტეფსურკაევი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი პირში ყუმბარა ჩაუდეს და ააფეთქეს - კადიროვის ახალგაზრდა კრიტიკოსის უმძიმესი ისტორია - კადიროვი და მისნაირები სიკვდილით უნდა დასაჯოოოოოოოოოოოოოოოო
უცებ ფილმი ქვევრი გამახსენდა.მაჯგალაძე რომ იძახის. ხუმრობს?