საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან თვალნათელია, რომ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა "ქოცების" ნდობა, შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში" - იაგო ხვიჩია
"ძალიან თვალნათელია, რომ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა "ქოცების" ნდობა, შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში" - იაგო ხვიჩია

თუ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ვერ­სი­ას სე­რი­ო­ზუ­ლად „აწ­ვე­ბი", ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს „ნა­ცე­ბის“ მთე­ლი „ლი­დერ­ში­ფი" თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის - არას­დროს და­ი­ჯე­როთ, რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მზად­დე­ბო­და, თუ და­ი­ნა­ხავთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავთ ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი და მისი შვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და­უ­ჯე­რე­ბელ ვერ­სი­ებს სთა­ვა­ზობს იმის­თვის, რომ მათი და სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­თან­ხმე­ბა შე­ნიღ­ბოს.

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ თვი­თონ ეს ვერ­სია - გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა უნ­დო­და სა­ა­კაშ­ვილს და და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავთ ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი და მისი შვი­ლი. თუ ამ ვერ­სი­ას სე­რი­ო­ზუ­ლად აწ­ვე­ბი მთე­ლი "ნა­ცე­ბის" "ლი­დერ­ში­ფი" ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს, გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. მარ­ტო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მძღო­ლი და მისი შვი­ლი ხომ არ მო­ა­წყობ­დნენ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას?! აბ­სურ­დია და შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ნიღ­ბად კიდე მეტ და­უ­ჯე­რე­ბელ რა­ღა­ცებს გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ და­ვი­ჯე­როთ. არას­დროს და­ი­ჯე­როთ, რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მზად­დე­ბო­და, თუ და­ი­ნა­ხავთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავთ ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი და მისი შვი­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ორი რამ, ან გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ან შე­თან­ხმე­ბა, ან გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის შე­მო­ვი­და, ან შე­თან­ხმე­ბით, სა­ზღვარს გა­დავკვეთ და "ქო­ცებს" "გა­ვა­ბან­ძე­ბო" ხომ არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზა­ნი? მი­ზა­ნი არის ან შე­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ვა­წყობ ან შე­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ვი­ღებ სუ­ლე­ლურ ფან­დში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ხმებს გა­და­ვი­ნა­წი­ლებთ მე და ჩემი მე­გო­ბა­რი. რო­მე­ლია უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი შე­გიძ­ლი­ათ თქვენ იფიქ­როთ, მაგ­რამ მე­სა­მე ფი­ზი­კუ­რად ვერ იარ­სე­ბებს," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხი­დან მალე სურს გა­მოს­ვლა, თუმ­ცა, შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლოა, ცი­ხე­ში რამ­დე­ნი­მე თვით ჩა­ტო­ვონ.

"ნარ­კო­მა­ნო­ბის ძა­ხი­ლი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ტრენ­დია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­საც ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მთე­ლი ეს ნა­რა­ტი­ვი, რაც მი­შას გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე მო­ა­წყო, არის ის, რომ და­მა­ლოს სა­კუ­თა­რი შე­თან­ხმე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან თვალ­ნა­თე­ლია ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში შე­თან­ხმე­ბით ზის და ახლა მალე უნდა გა­მოს­ვლა, ჩემი აზ­რით, არ შე­იძ­ლე­ბო­და „ქო­ცე­ბის" ნდო­ბა, შე­იძ­ლე­ბა დიდი ხანი ჩა­ტო­ვონ ცი­ხე­ში, რამ­დე­ნი­მე თვე," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
8

რაღაც ახალს ეწევი იაგო და დაანებე თავი. შენი ყოფილი მხარდამჭერი ვარ.

ლევანი
41

ამ ხალხზე ყველა აგდებულად საუბრობს, მაგრამ ყველაზე ლოგიკურად მსჯელობენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ძალიან თვალნათელია, რომ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა "ქოცების" ნდობა, შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში" - იაგო ხვიჩია

"ძალიან თვალნათელია, რომ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა "ქოცების" ნდობა, შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში" - იაგო ხვიჩია

თუ გადატრიალების ვერსიას სერიოზულად „აწვები", ციხეში უნდა იჯდეს „ნაცების“ მთელი „ლიდერშიფი" თანამონაწილეობისთვის - არასდროს დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

მისივე თქმით, ქართული ოცნება დაუჯერებელ ვერსიებს სთავაზობს იმისთვის, რომ მათი და სააკაშვილის შეთანხმება შენიღბოს.

"წარმოიდგინეთ თვითონ ეს ვერსია - გადატრიალების მოწყობა უნდოდა სააკაშვილს და დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. თუ ამ ვერსიას სერიოზულად აწვები მთელი "ნაცების" "ლიდერშიფი" ციხეში უნდა იჯდეს, გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მარტო მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას?! აბსურდია და შეთანხმების შესანიღბად კიდე მეტ დაუჯერებელ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ დავიჯეროთ. არასდროს დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ორი რამ, ან გადატრიალება ან შეთანხმება, ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით, საზღვარს გადავკვეთ და "ქოცებს" "გავაბანძებო" ხომ არ შეიძლება იყოს მიზანი? მიზანი არის ან შევალ საქართველოში და გადატრიალებას მოვაწყობ ან შევალ საქართველოში, მივიღებ სულელურ ფანდში მონაწილეობას და ხმებს გადავინაწილებთ მე და ჩემი მეგობარი. რომელია უფრო დამაჯერებელი შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ, მაგრამ მესამე ფიზიკურად ვერ იარსებებს," - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილს ციხიდან მალე სურს გამოსვლა, თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, შესაძლოა, ციხეში რამდენიმე თვით ჩატოვონ.

"ნარკომანობის ძახილი მოგეხსენებათ, "ქართული ოცნების" ტრენდია ქართულ პოლიტიკაში, ყოფილ თანაპარტიელებსაც ასე მოიხსენიებენ. მთელი ეს ნარატივი, რაც მიშას გადატრიალების მცდელობაზე მოაწყო, არის ის, რომ დამალოს საკუთარი შეთანხმება მიხეილ სააკაშვილთან. ზოგადად, ძალიან თვალნათელია ახლა ეს ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის და ახლა მალე უნდა გამოსვლა, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა „ქოცების" ნდობა, შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში, რამდენიმე თვე," - განაცხადა ხვიჩიამ.