სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათთვის მნიშვნელოვანია არა ადამიანების უსაფრთხოება,  არამედ შემოსავალი" - Facebook-ის ყოფილი თანამშრომლის სკანდალური ბრალდებები მარკ ცუკერბერგს
"მათთვის მნიშვნელოვანია არა ადამიანების უსაფრთხოება,  არამედ შემოსავალი" - Facebook-ის ყოფილი თანამშრომლის სკანდალური ბრალდებები მარკ ცუკერბერგს

ბოლო დღე­ე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქი­სა" და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მარკ ცუ­კერ­ბერ­გის მი­მართ კრი­ტი­კა არ წყდე­ბა. 4 ოქ­ტომ­ბერს Facebook-ი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ის ფლობს, Messenger-ი, Instagram -ი და WhatsApp-ი 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­თი­შუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მწვა­ვე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მარკ ცუ­კერ­ბერგს კი ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია.

თუმ­ცა მხო­ლოდ ეს არ არის - "ფე­ის­ბუ­ქის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ღიად და­უ­პი­რის­პირ­და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფრენ­სის ჰა­უ­გე­ნი, რო­მელ­მაც CBS News-თან გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და მათ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მხო­ლოდ შე­მო­სა­ვა­ლია.

ჰა­უ­გენ­მა თქვა, რომ კომ­პა­ნი­ის სა­ი­ტე­ბი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი "ვნებს ბავ­შვებს, იწ­ვევს გან­ხეთ­ქი­ლე­ბას, და­პი­რის­პი­რე­ბას და ზი­ანს აყე­ნებს დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რისხს.“

37 წლის ფრენ­სი­სი, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და, ამ­ბობს, რომ კომ­პა­ნი­ის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე უპი­რა­ტე­სი მო­გე­ბაა.

ჰა­უ­გენ­მა გან­ცხა­დე­ბით, მან "ფე­ის­ბუ­ქის" შიდა დო­კუ­მენ­ტე­ბი Wall Street Journal -ს გა­დას­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კი გა­მო­ცე­მამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "ინ­სტაგ­რა­მის" აპ­ლი­კა­ცია მავ­ნე­ბე­ლია გო­გო­ნე­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

  • "კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ იცის, რო­გორ აქ­ცი­ოს "ფე­ის­ბუ­ქი" და "ინ­სტაგ­რა­მი" უსაფრ­თხო სის­ტე­მად, მაგ­რამ არ სურთ სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რად­გა­ნაც მათ­თვის თა­ვი­ან­თი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - აცხა­დებს ჰა­უ­გე­ნი.

ის აკ­რი­ტი­კებს "ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, მარკ ცუ­კერ­ბერგს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი კონ­ტრო­ლის­თვის. მისი თქმით, გო­გო­ნე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი დამ­ღუპ­ვე­ლია, რად­გა­ნაც გა­რეგ­ნო­ბის გამო, ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებს უჩენთ.

ცნო­ბის­თვის, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ამას­თან, მან­ვე ყო­ვე­ლი­ვეს შე­დე­გად 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ზა­რა­ლი ნახა და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­ექ­ვსე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
11

აი ყოფილი თანამ\შრომელი , რომ არ იყო და მოქმედი რომ იყავი მაშინ გეთქვა დავიჯერებდით და უფრო დიდი ფასი ექნებოდა

ბაბო
1

ფბ მხოლოდ გოგონებს არ აყენებს ზიანს. მთელი სამოქალაქო ომია გაჩაღებული მის კედლებზე, უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება მისი მეშვეობით. მაგრამ კონტროლის დამყარება ადამიანის უფლებათა შეზღუდვად აღიქმება დღეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მათთვის მნიშვნელოვანია არა ადამიანების უსაფრთხოება,  არამედ შემოსავალი" - Facebook-ის ყოფილი თანამშრომლის სკანდალური ბრალდებები მარკ ცუკერბერგს

"მათთვის მნიშვნელოვანია არა ადამიანების უსაფრთხოება,  არამედ შემოსავალი" - Facebook-ის ყოფილი თანამშრომლის სკანდალური ბრალდებები მარკ ცუკერბერგს

ბოლო დღეებია სოციალურ ქსელ "ფეისბუქისა" და მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის მიმართ კრიტიკა არ წყდება. 4 ოქტომბერს Facebook-ი და აპლიკაციები, რომლებსაც ის ფლობს, Messenger-ი, Instagram -ი და WhatsApp-ი 6 საათის განმავლობაში იყო გათიშული და აღნიშნულის გამო, კომპანიის ხელმძღვანელობა მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მარკ ცუკერბერგს კი ბოდიშის მოხდა მოუწია.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის - "ფეისბუქის" ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა ყოფილი თანამშრომელი, ფრენსის ჰაუგენი, რომელმაც CBS News-თან განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის არ არის მნიშვნელოვანი ადამიანების უსაფრთხოება და მათთვის პრიორიტეტული მხოლოდ შემოსავალია.

ჰაუგენმა თქვა, რომ კომპანიის საიტები და აპლიკაციები "ვნებს ბავშვებს, იწვევს განხეთქილებას, დაპირისპირებას და ზიანს აყენებს დემოკრატიის ხარისხს.“

37 წლის ფრენსისი, რომელიც პროდუქტების მენეჯერად მუშაობდა, ამბობს, რომ კომპანიისთვის უსაფრთხოებაზე უპირატესი მოგებაა.

ჰაუგენმა განცხადებით, მან "ფეისბუქის" შიდა დოკუმენტები Wall Street Journal -ს გადასცა. აღნიშნული დოკუმენტების გამოყენებით კი გამოცემამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, "ინსტაგრამის" აპლიკაცია მავნებელია გოგონების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

  • "კომპანიის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ აქციოს "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" უსაფრთხო სისტემად, მაგრამ არ სურთ საჭირო ცვლილებების განხორციელება, რადგანაც მათთვის თავიანთი ასტრონომიული შემოსავალი ადამიანებზე გაცილებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ჰაუგენი.

ის აკრიტიკებს "ფეისბუქის" დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს განუსაზღვრელი კონტროლისთვის. მისი თქმით, გოგონებისთვის აღნიშნული სოციალური ქსელები დამღუპველია, რადგანაც გარეგნობის გამო, ფსიქიკურ პრობლემებს უჩენთ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა. ამასთან, მანვე ყოველივეს შედეგად 6 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.