პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ყველაზე მოთხოვნადი მწვანე დასახლება თბილისში, სადაც საკუთარი სახლის აშენება შეგიძლიათ
3 ყველაზე მოთხოვნადი მწვანე დასახლება თბილისში, სადაც საკუთარი სახლის აშენება შეგიძლიათ

დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბის, ხმა­უ­რის, გამ­წვა­ნე­ბის სიმ­ცი­რი­სა და მჭიდ­რო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გამო მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნებს ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ხში­რად, ბი­ნის შე­ძე­ნის მსურ­ველს უწევს, არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს სუფ­თა ჰა­ერ­სა და ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ობი­ექ­ტებ­თან სი­ახ­ლო­ვეს შო­რის. ბოლო წლებ­ში, თბი­ლის­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. რა თქმა უნდა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი მა­ინც ფა­სია, თუმ­ცა შე­ძე­ნი­სას არა­ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ეკო­ლო­გი­ის სა­კი­თხსაც. ამას­თან, კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლე­ბიც, რო­მე­ლიც მყუდ­რო, მშვიდ, სა­სი­ა­მოვ­ნო და ჯან­სა­ღად ცხოვ­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზა­ფხულ­ში, როცა დე­და­ქა­ლაქ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ზოგ­ჯერ აი­ვან­ზე გან­ტვირ­თვაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს სამი ყვე­ლა­ზე მწვა­ნე და დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე უბა­ნი იწ­ვევს, სა­ი­და­ნაც ერთ-ერთი სულ ახა­ლია:

სო­ფე­ლი დი­ღო­მი

სო­ფე­ლი დი­ღო­მი უკვე წლე­ბია, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონს ეკუთ­ვნის და მისი და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აც წლი­დან წლამ­დე ფარ­თოვ­დე­ბა. ად­გი­ლი საკ­მა­ოდ ახ­ლო­საა რო­გორც სა­ბურ­თა­ლოს ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­თან, ისე დიღ­მის სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­თან, ამი­ტომ აქ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

ამას­თან, ის დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ნე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია, სა­დაც სა­კუ­თარ ეზო­ში მშვი­დად გან­ტვირ­თვას შეძ­ლებთ ისე, რომ არც სი­ცხე და არც მან­ქა­ნე­ბის ხმა­უ­რი შე­გა­წუ­ხებთ, თუმ­ცა პრობ­ლე­მას ქმნის ერთი რამ: სო­ფე­ლი დიღ­მის ნა­წი­ლი ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა­ზე და­ერ­თე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ არ არის, ამი­ტომ მო­ბი­ნად­რე­ებს თა­ვად უწევთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, რაც დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ქა­ლა­ქის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი და მწვა­ნე ტე­რი­ტო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა ჯერ კი­დევ ამ­გვარ დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის.

ივერ­თუ­ბა­ნი

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლის აშე­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ივერ­თუ­ბან­შიც, რო­მე­ლიც ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, თბი­ლი­სის წყალ­სა­ცა­ვის, ე.წ „თბი­ლი­სის ზღვის“ სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს. ივერ­თუ­ბა­ნი ასე­ვე ახ­ლო­საა 250 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­და­ჭი­მულ დენ­დრო­პარკთან, სა­დაც სა­მა­სამ­დე ჯი­შის იშ­ვი­ა­თი ხე და ბუჩ­ქი ხა­რობს. სწო­რედ გამ­წვა­ნე­ბის, რეკ­რე­ა­ცი­ი­სა და ნაკ­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გამო, ეს ად­გი­ლი სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შენ­დე­ბა მა­ღა­ლი, მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი და ძი­რი­თა­დად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლე­ბი გვხვდე­ბა. ივერ­თუ­ბა­ნიც სო­ფე­ლი დიღ­მის მსგავ­სად ფარ­თოვ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნე­ბიც იზ­რდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ტე­რი­ტო­რი­ის პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, და­სახ­ლე­ბა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს. სა­უ­ბა­რია მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლი­სა და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს მნიშ­ვნე­ლო­ვან დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ივერ­თუბ­ნის ნა­წილს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­და­უჭ­რა, თუმ­ცა სა­ნამ აქ მი­წის ნაკ­ვეთს ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს შე­ი­ძენთ, სა­სურ­ვე­ლია, დარ­წმუნ­დეთ, რომ შერ­ჩე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს.

ახა­ლი ლისი

ეს ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც თხინ­ვა­ლას სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს. ად­გი­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ ახლა იწყე­ბა, რად­გან გრგ (გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა) 2021 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დამ­ტკიც­და. სუფ­თა ჰა­ე­რის, ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან სი­ახ­ლო­ვი­სა და ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბის გარ­და, ამ ად­გილს გა­მო­არ­ჩევს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და წეს­რი­გი, რაც დე­და­ქა­ლა­ქის ბევ­რი უბ­ნის­თვის იშ­ვი­ა­თია.

ახა­ლი ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა, ყვე­ლა ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბით კომ­პო­ნენტს ზედ­მი­წევ­ნით გან­სა­ზღვრავს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა მშე­ნებ­ლო­ბა და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გრგ-ს შე­სა­ბა­მი­სად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლის გვერ­დით მრა­ვალ­ბი­ნი­ან კორ­პუსს ვე­რა­ვინ აა­შე­ნებს. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა დე­ვე­ლო­პე­რებს გა­ნუ­სა­ზღვრა გზე­ბის, სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი­სა და ტრო­ტუ­ა­რე­ბის, სა­ვე­ლო­სი­პე­დო ბი­ლი­კე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი, ხე-ნარ­გა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მცე­ნა­რე­ე­ბის ჯი­შე­ბი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა, შე­ნო­ბე­ბი­სა და ღო­ბე­ე­ბის სი­მაღ­ლე და ასე­ვე, კონ­კრე­ტულ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე სახ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა და პა­რა­მეტ­რე­ბი. ახა­ლი ლი­სის არე­ა­ლი, რო­მე­ლიც 20 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზეა გა­დაშ­ლი­ლი, და­ბა­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის მქო­ნე სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ის შე­ნო­ბა­სა და სა­რეკ­რე­ა­ციო არე­ალს აერ­თი­ა­ნებს. ად­გილ­ზე გრგ-ს არ­სე­ბო­ბა არე­გუ­ლი­რებს მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­კი­თხსაც, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ლი­სის მო­ბი­ნად­რე­ებს აღარ მო­უ­წევთ ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის მო­წყო­ბა­ზე თა­ვად ზრუნ­ვა, რაც სხვა­თა შო­რის, თხინ­ვა­ლას მცხოვ­რებ­ლებს წლე­ბია, დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

სა­ნამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მი­წის ნაკ­ვეთს შე­ი­ძენთ, გირ­ჩევთ, თბი­ლი­სის მე­რი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­და­ა­მოწ­მოთ, არ­სე­ბობს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის­თვის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გრგ, რაც მო­წეს­რი­გე­ბულ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ უბან­ში ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტია. ვებგ­ვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა კი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ყვე­ლა ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბით კომ­პო­ნენტს გა­ეც­ნოთ, ხოლო თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის სა­კა­დას­ტრო კო­დის შეყ­ვა­ნით ტე­რი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,მაღალმთიანი,,
3

 ქ. თბილისის თავზეა ,,მუხადწყარო,, საბურთალოდან 12-15 წუთის სავალ გზაზეა, ზღვის დონოდან 1250 მეტრზეა განლაგებული ,,მაღალმთიანი,,აბაა.

სამივე
3

სამივე რა კარგიააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

3 ყველაზე მოთხოვნადი მწვანე დასახლება თბილისში, სადაც საკუთარი სახლის აშენება შეგიძლიათ

3 ყველაზე მოთხოვნადი მწვანე დასახლება თბილისში, სადაც საკუთარი სახლის აშენება შეგიძლიათ

დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები გადატვირთული მოძრაობის, ხმაურის, გამწვანების სიმცირისა და მჭიდრო განაშენიანების გამო მოსახლეობის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.

ხშირად, ბინის შეძენის მსურველს უწევს, არჩევანი გააკეთოს სუფთა ჰაერსა და ქალაქის ცენტრალურ ობიექტებთან სიახლოვეს შორის. ბოლო წლებში, თბილისში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების ძირითადი ფაქტორი მაინც ფასია, თუმცა შეძენისას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიის საკითხსაც. ამასთან, კიდევ აქტუალური გახდა ინდივიდუალური სახლებიც, რომელიც მყუდრო, მშვიდ, სასიამოვნო და ჯანსაღად ცხოვრებასთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი ზაფხულში, როცა დედაქალაქში მაღალი ტემპერატურის გამო, ზოგჯერ აივანზე განტვირთვაც კი შეუძლებელია.

განსაკუთრებულ ინტერესს სამი ყველაზე მწვანე და დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვეს მდებარე უბანი იწვევს, საიდანაც ერთ-ერთი სულ ახალია:

სოფელი დიღომი

სოფელი დიღომი უკვე წლებია, საბურთალოს რაიონს ეკუთვნის და მისი დასახლებული ტერიტორიაც წლიდან წლამდე ფართოვდება. ადგილი საკმაოდ ახლოსაა როგორც საბურთალოს ცენტრალურ ნაწილთან, ისე დიღმის სხვა ტერიტორიებთან, ამიტომ აქ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

ამასთან, ის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დასახლებული პუნქტია, სადაც საკუთარ ეზოში მშვიდად განტვირთვას შეძლებთ ისე, რომ არც სიცხე და არც მანქანების ხმაური შეგაწუხებთ, თუმცა პრობლემას ქმნის ერთი რამ: სოფელი დიღმის ნაწილი ქალაქის საკანალიზაციო სისტემაზე დაერთებული ჯერ კიდევ არ არის, ამიტომ მობინადრეებს თავად უწევთ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

სამწუხაროა, რომ ქალაქის ერთ-ერთი პოპულარული და მწვანე ტერიტორიის მოსახლეობა ჯერ კიდევ ამგვარ დისკომფორტს განიცდის.

ივერთუბანი

ინდივიდუალური სახლის აშენება შეგიძლიათ ივერთუბანშიც, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, თბილისის წყალსაცავის, ე.წ „თბილისის ზღვის“ სიახლოვეს მდებარეობს. ივერთუბანი ასევე ახლოსაა 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმულ დენდროპარკთან, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. სწორედ გამწვანების, რეკრეაციისა და ნაკლები გამონაბოლქვის გამო, ეს ადგილი სულ უფრო პოპულარული ხდება.

ტერიტორიაზე არ შენდება მაღალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და ძირითადად, ინდივიდუალური სახლები გვხვდება. ივერთუბანიც სოფელი დიღმის მსგავსად ფართოვდება და მოსახლეობის მოთხოვნებიც იზრდება.

მიუხედავად ტერიტორიის პოპულარობისა, დასახლებასაც მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. საუბარია მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალარინების ქსელისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობის ნაწილს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის.

დედაქალაქის მერიამ ივერთუბნის ნაწილს ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაუჭრა, თუმცა სანამ აქ მიწის ნაკვეთს ან საცხოვრებელ სახლს შეიძენთ, სასურველია, დარწმუნდეთ, რომ შერჩეულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ნამდვილად არსებობს.

ახალი ლისი

ეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც თხინვალას სიახლოვეს მდებარეობს. ადგილის განაშენიანება მხოლოდ ახლა იწყება, რადგან გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) 2021 წლის გაზაფხულზე დამტკიცდა. სუფთა ჰაერის, ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა და ულამაზესი ხედების გარდა, ამ ადგილს გამოარჩევს ორგანიზებულობა და წესრიგი, რაც დედაქალაქის ბევრი უბნისთვის იშვიათია.

ახალი ლისის ტერიტორიაზე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, ყველა ქალაქგეგმარებით კომპონენტს ზედმიწევნით განსაზღვრავს. ტერიტორიაზე განხორციელებული ყველა მშენებლობა დაექვემდებარება გრგ-ს შესაბამისად, ინდივიდუალური სახლის გვერდით მრავალბინიან კორპუსს ვერავინ ააშენებს. თბილისის მუნიციპალიტეტმა დეველოპერებს განუსაზღვრა გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების, საველოსიპედო ბილიკების პარამეტრები, ხე-ნარგავების რაოდენობა, მცენარეების ჯიშები, რეკრეაციული ზონების მოცულობა და რაოდენობა, შენობებისა და ღობეების სიმაღლე და ასევე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე სახლების განლაგება და პარამეტრები. ახალი ლისის არეალი, რომელიც 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზეა გადაშლილი, დაბალი განაშენიანების მქონე სხვადასხვა ფუნქციის შენობასა და სარეკრეაციო არეალს აერთიანებს. ადგილზე გრგ-ს არსებობა არეგულირებს მიწისქვეშა კომუნიკაციების საკითხსაც, შესაბამისად, ახალი ლისის მობინადრეებს აღარ მოუწევთ ხარჯების გაწევა და აღნიშნული სისტემების მოწყობაზე თავად ზრუნვა, რაც სხვათა შორის, თხინვალას მცხოვრებლებს წლებია, დისკომფორტს უქმნის.

სანამ ინდივიდუალური სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთს შეიძენთ, გირჩევთ, თბილისის მერიის ვებგვერდზე გადაამოწმოთ, არსებობს თუ არა კონკრეტული ტერიტორიისთვის დამტკიცებული გრგ, რაც მოწესრიგებულ და ორგანიზებულ უბანში ცხოვრების გარანტია. ვებგვერდზე არსებული ინტერაქციული რუკა კი საშუალებას მოგცემთ, ყველა ქალაქგეგმარებით კომპონენტს გაეცნოთ, ხოლო თქვენ მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის შეყვანით ტერიტორიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ.