საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გამოქვეყნებას ეხმიანება და წერს, რომ ვიდეო, რომელიც სააკაშვილის საყვარელმა ქალმა, ლიზა იასკომ გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ, ექსპრეზიდენტმა გააზიარა, მისთვისაც მოულოდნელი იყო.
"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე.
არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ", - წერს სანდრა რულოვსი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინა საზოგადოებას, რომ ის და ლიზა იასკო "ახალ ცხოვრებას იწყებენ".
"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც.
ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. ამაზე ვფიქრობ ბევრს, მაგრამ მე და ლიზა ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას უსურვოთ ბედნიერება" - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.
ცნობისთვის, ლიზა იასკო უკრაინული პარტია "ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერია.
აი, მესმის ,,კეთილშობილება". ევროპაში გაზრდილი ქალი მაინც ერთგული რჩება მეუღლის. ევროპა იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენი გაევროპელებული ფემინისტები სულ ჩაგვჩიჩინებენ, რომ ქმარს ღალატი არ უნდა აპატიო. მითუმეტეს აი, ასე სიურპრიზივით ამის გასაჯაროება. აბა ვნახოთ, ჩვენი ფემინისტები გააკრავენ, თუ არა მიშას სამარცხვინო ბოძზე. ახლავე ვიტყვი, რომ არა. ვიცი, მათი ორმაგი მორალი და იმიტომ.
მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა სააკაშვილის მიმართ!!!! სანდრა ყოველთვის სიმპატიებს იმსახურებდა !!!! ეხლაც კი ძალიან ღირსეული ქალბატონია !!!!