პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა საქართველოში მწვანილის გადასაზიდი ავტომანქანით შეაღწია" - რას წერს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილზე?
"სააკაშვილმა საქართველოში მწვანილის გადასაზიდი ავტომანქანით შეაღწია" - რას წერს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილზე?

რუ­სუ­ლი მე­დია კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბი­სა და და­კა­ვე­ბის ამ­ბებს.

რუ­სულ გა­ზეთ"იზ­ვეს­ტი­ა­ში“ (Известия) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ცირ­კი ჩა­მო­ვი­და! რო­გორ იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­მავ­ლო ბედი“ (ავ­ტო­რი - მაქ­სიმ ხო­დი­კი­ნი).

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გად­მო­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბის ქრო­ნი­კა: ექს-პრე­ზი­დენ­ტის არა­ლე­გა­ლუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს, მისი და­კა­ვე­ბა, ქარ­თველ და უცხო­ელ პო­ლი­ტი­კოს­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი, კო­მენ­ტა­რე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ა.შ.

"სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, იქ ყო­ველ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ცირ­კია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ცირ­კი საფრ­თხის მომ­ტა­ნი არ იყოს იმ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სა­დაც ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი იმ­ყო­ფე­ბა. კი­დევ კარ­გი, რომ ეს სა­კი­თხი ჩვენ არ გვე­ხე­ბა. ჩვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბით ვე­რა­ნა­ირ რისკს ვერ ვხე­დავთ“, - იმე­ო­რებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის ნათ­ქვამს გა­ზე­თი.

ასევე დაგაინტერესებთ
11:27 / 05-10-2021

"დაბადების დღე რომ დამთხვეოდა, ალბათ ღარიბაშვილი ბაფთას გაუკეთებდა სააკაშვილს და ისე მიართმევდა ივანიშვილს" - რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები სააკაშვილთან დაკავშირებით?

13:11 / 05-10-2021

"წყალი შეიძლება დავლიო?" - სოციალურ ქსელში ვრცელდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანზონაში მდებარე ბინაში დაკავების კადრები (ვიდეო)

14:33 / 05-10-2021

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მეუღლე მივიდა - კადრები ადგილიდან

19:56 / 05-10-2021

"სააკაშვილი უკიდეგანო პრივილეგიებს ებრძოდა... ამიტომაც ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს?

"თა­ვის მხრივ, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იმე­დე­ბი გა­უც­რუვ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი არ მომ­ხდა­რა. მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ 43%-ზე მეტი ხმა მო­აგ­რო­ვა, ოპო­ზი­ცია კი პი­რი­ქით ვა­რა­უ­დობ­და. ესე იგი, არა­ვი­თა­რი ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა... მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კი სა­პყრო­ბი­ლე­ში ხან­გრძლი­ვი ვა­დით ჯდო­მა მო­უ­წევს“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

რუ­სე­თის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ გა­ზეთ "მოს­კოვ­სკიი კო­მსო­მო­ლეც­ში“ (Московский комсомолец) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მწვა­ნი­ლის გა­და­სა­ზი­დი ავ­ტო­მან­ქა­ნით შე­აღ­წია: რა ელო­დე­ბა ექ­სპრე­ზი­დენტს“ (ავ­ტო­რი - მა­რი­ნა პე­რე­ვო­ზკი­ნა), რო­მელ­შიც გად­მო­ცე­მუ­ლია ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი, მი­მო­ხი­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უკ­რა­ი­ნას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ გა­დას­ცემს. მას მო­უ­წევს რამ­დე­ნი­მე წელი ქარ­თულ სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­ა­ტა­როს. რო­გორც ჩანს, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რად დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მას მსგავ­სი შე­დე­გი გათ­ვლი­ლი არ ჰქონ­და. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ალ­ბათ, გეგ­მავ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უეც­რად გა­მოჩ­ნდე­ბო­და თა­ვის მხარ­დამ­ჭერ­თა მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან მი­ტინგზე, მას ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი გა­ა­ტა­რებ­დნენ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, წა­იყ­ვან­დნენ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­სა­კენ... მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა უფრო პრო­ზა­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა“, - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი სტა­ტი­ა­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნია RTVI-ის მიერ 4 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს "ახა­ლი ამ­ბე­ბის დიდ გა­მოშ­ვე­ბა­ში“ გა­და­ი­ცა ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟი სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, სა­თა­უ­რით: "სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი მი­ტინგს აწყო­ბენ: რა გათ­ვლე­ბი აქვს ოპო­ზი­ცი­ას?“. თბი­ლი­სი­დან პირ­და­პი­რი ეთე­რით ისა­უბ­რეს ექ­სპერ­ტმა გელა ვა­სა­ძემ (იგი მხარს უჭერს ოპო­ზი­ცი­ურ "ერ­თი­ან ნაც­მოძ­რა­ო­ბას“), პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა ("ერ­თი­ა­ნი ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან“), ექს-დე­პუ­ტატ­მა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა ("ერ­თი­ა­ნი ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან“) და პო­ლი­ტი­კოს­მა კახა კუ­კა­ვამ.

რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ფე­დე­რა­ლუ­რი ტე­ლე­არ­ხის "პერ­ვიი კა­ნა­ლის“ (Первый канал)პროგ­რა­მა "ვრე­მი­ის“ ეთერ­ში კი გა­და­ი­ცა ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, სა­თა­უ­რით: "ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სამ­შობ­ლო­ში სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით დაბ­რუნ­და“, რო­მელ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­ა­შუ­ქეს.

"ღიად რჩე­ბა სა­კი­თხი - რისი იმე­დი ჰქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, როცა მან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და რა გათ­ვლე­ბით სარ­გებ­ლობ­და - ვინ და­უ­ჭერ­და მხარს?

ტე­ლე­ე­თერ­ში სა­უბ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი დი­მიტ­რი აბ­ზა­ლო­ვი:

"ამე­რი­კე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი დღის წეს­რი­გით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და სხვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ხში­რად მათ არ აინ­ტე­რე­სებთ. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბა ჯო ბა­ი­დე­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს მო­უ­წია, სწო­რედ ჯო ბა­ი­დე­ნი კუ­რი­რებ­და მის მი­მარ­თუ­ლე­ბას. ისი­ნი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კარ­გი ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, ნაც­ნო­ბო­ბა ნაც­ნო­ბო­ბით, მაგ­რამ დღეს მხო­ლოდ გა­რე­შე დამ­ხმა­რის და გა­რე­დან შე­ძა­ხი­ლის იმედ­ზე ყოფ­ნა უაზ­რო­ბაა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე სა­პყრო­ბი­ლე­ში ზის, მას თავ­დე­ბად არა­ვინ უდ­გე­ბა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­აქ­ცი­აც საკ­მა­ოდ უხა­ლი­სოდ და მო­დუ­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა“.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
7

უნდა ეწეროს "მოსკოვსკი კომსომოლეც" და "პერვი კანალ" . . .

!
12

ქინძია და მწვანილ მზიდით შემოვიდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"სააკაშვილმა საქართველოში მწვანილის გადასაზიდი ავტომანქანით შეაღწია" - რას წერს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილზე?

"სააკაშვილმა საქართველოში მწვანილის გადასაზიდი ავტომანქანით შეაღწია" - რას წერს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილზე?

რუსული მედია კვლავაც აქტიურად აშუქებს საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების ამბებს.

რუსულ გაზეთ "იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ცირკი ჩამოვიდა! როგორ იქნება მიხეილ სააკაშვილის სამომავლო ბედი“ (ავტორი - მაქსიმ ხოდიკინი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების ქრონიკა: ექს-პრეზიდენტის არალეგალური დაბრუნება არჩევნების წინა დღეს, მისი დაკავება, ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსთა განცხადებები, კომენტარები, ხელისუფლების ნაბიჯები, საერთაშორისო გამოხმაურება და ა.შ.

"სადაც მიხეილ სააკაშვილია, იქ ყოველთვის პოლიტიკური ცირკია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცირკი საფრთხის მომტანი არ იყოს იმ ქვეყნის მოსახლეობისათვის, სადაც ეს ვაჟბატონი იმყოფება. კიდევ კარგი, რომ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებით ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ“, - იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ნათქვამს გაზეთი.

"თავის მხრივ, პოლიტოლოგებიც აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს იმედები გაუცრუვდა, მოულოდნელობები არ მომხდარა. მმართველმა პარტიამ 43%-ზე მეტი ხმა მოაგროვა, ოპოზიცია კი პირიქით ვარაუდობდა. ესე იგი, არავითარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება... მიხეილ სააკაშვილს კი საპყრობილეში ხანგრძლივი ვადით ჯდომა მოუწევს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთ "მოსკოვსკიი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "სააკაშვილმა საქართველოში მწვანილის გადასაზიდი ავტომანქანით შეაღწია: რა ელოდება ექსპრეზიდენტს“ (ავტორი - მარინა პერევოზკინა), რომელშიც გადმოცემულია ექსპრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებული დეტალები, მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები.

"საქართველოს მთავრობა უკრაინას მიხეილ სააკაშვილს არ გადასცემს. მას მოუწევს რამდენიმე წელი ქართულ საპყრობილეში გაატაროს. როგორც ჩანს, როცა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, მას მსგავსი შედეგი გათვლილი არ ჰქონდა. ექსპრეზიდენტი, ალბათ, გეგმავდა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უეცრად გამოჩნდებოდა თავის მხარდამჭერთა მრავალათასიან მიტინგზე, მას ხელში აყვანილი გაატარებდნენ თბილისის ქუჩებში, წაიყვანდნენ პრეზიდენტის სასახლისაკენ... მაგრამ რეალობა უფრო პროზაული აღმოჩნდა“, - აღნიშნავს ავტორი სტატიაში.

ტელეკომპანია RTVI-ის მიერ 4 ოქტომბრის საღამოს "ახალი ამბების დიდ გამოშვებაში“ გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ, სათაურით: "საქართველოში არჩევნები ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მიტინგს აწყობენ: რა გათვლები აქვს ოპოზიციას?“. თბილისიდან პირდაპირი ეთერით ისაუბრეს ექსპერტმა გელა ვასაძემ (იგი მხარს უჭერს ოპოზიციურ "ერთიან ნაცმოძრაობას“), პარლამენტის წევრმა ნონა მამულაშვილმა ("ერთიანი ნაცმოძრაობიდან“), ექს-დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა ("ერთიანი ნაცმოძრაობიდან“) და პოლიტიკოსმა კახა კუკავამ.

რუსეთის ცენტრალური ფედერალური ტელეარხის "პერვიი კანალის“ (Первый канал) პროგრამა "ვრემიის“ ეთერში კი გადაიცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, სათაურით: "ექსპრეზიდენტი სამშობლოში სატვირთო ავტომანქანით დაბრუნდა“, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გარემოებები გააშუქეს.

"ღიად რჩება საკითხი - რისი იმედი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როცა მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და რა გათვლებით სარგებლობდა - ვინ დაუჭერდა მხარს?

ტელეეთერში საუბრობს პოლიტოლოგი დიმიტრი აბზალოვი:

"ამერიკელები თავიანთი დღის წესრიგით ხელმძღვანელობენ და სხვების ინტერესები ხშირად მათ არ აინტერესებთ. გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მოუწია, სწორედ ჯო ბაიდენი კურირებდა მის მიმართულებას. ისინი, შეიძლება ითქვას, რომ კარგი ნაცნობები იყვნენ. თუმცა პოლიტიკაში როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ნაცნობობა ნაცნობობით, მაგრამ დღეს მხოლოდ გარეშე დამხმარის და გარედან შეძახილის იმედზე ყოფნა უაზრობაა. მიხეილ სააკაშვილი უკვე საპყრობილეში ზის, მას თავდებად არავინ უდგება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციაც საკმაოდ უხალისოდ და მოდუნებულად გამოიყურება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"