მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ მამა-შვილს ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც ფო­თის ტერ­მი­ნა­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღი­ნი­სი­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და და სა­სა­მარ­თლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით გი­რა­ოს 5000-5000 ლარს სთა­ვა­ზობ­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, თუკი, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა, ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და საფრ­თხე­ებს, თა­ვად ად­ვო­კა­ტი იყო მზად, სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბით უზუნ­ვე­ლე­ყო გი­რა­ოს თან­ხა, ქო­ნე­ბა კი 100 000 ლარ­ზე ნაკ­ლებს არ შე­ად­გენს.

პრო­კუ­რორ გი­ორ­გი ხა­ჩი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა - შალ­ვა და ზუ­რაბ წო­წო­რი­ებ­მა იცოდ­ნენ, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის იძებ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, შალ­ვა წო­წო­რი­ას კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით მათ უზ­რუნ­ველ­ყვეს მსჯავ­რდე­ბულ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

პრო­კუ­რო­რი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან რო­გორც მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობ­და, რის გა­მოც, მათ მი­მართ მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი გო­გი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, წო­წო­რი­ე­ბის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ ადას­ტუ­რებს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან სა­მარ­თლებ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მართ ხე­ლის­შეშ­ლა რაში გა­მო­ი­ხა­ტა.

გო­გი­ნა­ვას გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ დევ­ნის და­წყე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა და მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე ითხოვს პრო­კუ­რა­ტუ­რა წი­წო­რი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბას. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი არც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, თუმ­ცა, მათ მი­მართ უკა­ნო­ნო დევ­ნა ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით.

სხდო­მას ეს­წრე­ბოდ­ნენ თა­ვად ბრალ­დე­ბი­ლე­ბიც, ისი­ნი ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მუხ­ლით ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ებს ბრალ­დე­ბა გუ­შინ წა­რუდ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის შემ­დგომ, მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას - სა­მეგ­რე­ლოს ერთ-ერთ სო­ფელ­ში მიყ­ვა­ნა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით უზ­რუნ­ველ­ყვეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოპაა
0

მგონი ეს ადვოკატი დებილია. ე.ი ამას მნიშვნელობა არ აქვს,მიშა იქნება თი გრიშა. უკანონოდ გადმოყვანაში,საზღვრის დარღვევაში შეუწყეს ხელი, ატარეს აქა იქა, ტიპი დააბინავეს,თან იცოდნენ, რომ უკანონო საძღვრის კვეთა ისჯება კანონით, თან მიშაზე რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,ეგაც. ამის შემდეგ ამტკიცებს, რომ მერე რააო, რა ჩაიდინესო. ამას შ....ხომ არ აქვს?:))) ვინმე წესიერი ადვოკატი ვერ აიყვანეს? ნაკლებ წლებზე მაინც რომ გამოკიდებულიყო?

ჯონსონ კვარაცხელია
3

დაანებეთ თავი ამ ხალხს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღინისიძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა.

ადვოკატის თქმით, თუკი, სასამართლო გადაწყვეტდა, რომ აღნიშნული თანხა, ვერ უზრუნველყოფდა საფრთხეებს, თავად ადვოკატი იყო მზად, საკუთარი ქონებით უზუნველეყო გირაოს თანხა, ქონება კი 100 000 ლარზე ნაკლებს არ შეადგენს.

პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულებმა - შალვა და ზურაბ წოწორიებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში.

პროკურორი დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა, რის გამოც, მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

დაკავებულების ადვოკატის გიორგი გოგინავას განცხადებით, წოწორიების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურა ვერ ადასტურებს, დაკავებულების მხრიდან სამართლებრივი ორგანოების მიმართ ხელისშეშლა რაში გამოიხატა.

გოგინავას განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის დაწყების დადგენილება და მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა წიწორიების პატიმრობას. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებიან, თუმცა, მათ მიმართ უკანონო დევნა ხდება პოლიტიკური მოტივით.

სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებილებიც, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.