პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან შევამცირებთ პაციენტების რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას" - საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ ახალ პრეპარატს მიიღებს
"ძალიან შევამცირებთ პაციენტების რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას" - საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ ახალ პრეპარატს მიიღებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო­ორ უახ­ლეს პრე­პა­რატს მი­ი­ღებს. რო­გორც ცერ­ცვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ე.წ. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შე­ძე­ნა­ში მსოფ­ლიო ბან­კი და­ეხ­მა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ძვი­რა­დღი­რე­ბულ პრე­პა­რატს, „ბა­რი­ცი­ტი­ნიბს“, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­პა­რა­ტი ქვე­ყა­ნა­ში ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­მო­ვა და მას ან­ტი­ვირუ­სუ­ლი და ან­ტი­ან­თე­ბი­თი ეფექ­ტი გა­აჩ­ნია, რაც პა­ცი­ენ­ტის დამ­ძი­მე­ბის რის­კებს მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რებს.

"ქვე­ყა­ნა­ში 2 ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი შე­მო­ვა. ერთი ეს არის ე.წ. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებთ. გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის გზით შექ­მნი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მოქ­მე­დებს კო­რო­ნა­ვირუს­ზე და ანე­იტ­რა­ლებს ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რილ ვირუსს. წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბით, "მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი" სე­რი­ო­ზუ­ლად ამ­ცი­რებს ინ­ფექ­ცი­ის დამ­ძი­მე­ბას, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას და გარ­დაც­ვა­ლე­ბას. რამ­დე­ნი­მე "მო­ნოკ­ლო­ნუ­რი სხე­უ­ლია" ხმა­რე­ბა­ში, 3 სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის, მათ­გან უკე­თე­სია „რე­გე­ნე­რო­ნის“ და „რო­შის“ წარ­მო­ე­ბუ­ლი "მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი", რო­მელ­საც ორი სა­ხე­ლი ჰქვია RONAPREVE ან, „რე­გენ­კო­ვი“ ეს "მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი" ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია. ერთი ავად­მყო­ფის­თვის სა­ჭი­რო დოზა, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში, სახ­ლში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის 1200 დო­ლა­რია, ხოლო კლი­ნი­კა­ში, უფრო მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში 5000 დო­ლა­რი. ეს მე­დი­კა­მენ­ტი RONAPREVE "მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის" ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტია. მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს. სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის, ჩარ­თუ­ლია მსოფ­ლიო ბან­კი, რო­მე­ლიც შე­პირ­და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ და­ეხ­მა­რე­ბა ამ ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნა­ში. ეს მე­დი­კა­მენ­ტი დიდი ალ­ბა­თო­ბით, ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­მო­ვა.

ბოლო მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც ერ­თე­უ­ლი ქვე­ყა­ნა იყე­ნებს, არის „ბა­რი­ცი­ტი­ნი­ბი“. ტაბ­ლე­ტია, რო­მე­ლიც ან­ტი­ვირუ­სუ­ლია და ან­ტი­ან­თე­ბი­თი, იდე­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტია. „რემ­დე­სი­ვირს“ აქვს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი, „ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს“ კი ან­ტი­ან­თე­ბი­თი ეფექ­ტი. „ „ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის“ სამ­კურ­ნა­ლოდ „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი“ იდე­ა­ლუ­რია.

ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა ვუმ­კურ­ნა­ლოთ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რამ­დე. სპე­ცი­ფი­კუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით ვუმ­კურ­ნა­ლოთ ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე, კერ­ძოდ, „რემ­დე­სი­ვი­რით“ და „მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლით“, თუ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვი­და პა­ცი­ენ­ტი მას „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით“ და „ბა­რი­ცი­ტი­ნი­ბით“. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან შე­ვამ­ცი­რებთ პა­ცი­ენ­ტე­ბის დამ­ძი­მე­ბას, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას და გარ­დაც­ვა­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
23

კალლამ გითხრა ასე თქვიო?

მ.
2

ჰოდა ზუსტად მანდ არის ის მსოფლიოს ნაწილი , რომელიც აპროტესტებს კოვიდთან დაკავშირებულ რაღაც - რაღაცეებს. ვისთვისაც უნდათ და თუ უნდათ ყველაფერიც არის, არის მსოფლიოს ფაშიზმი ემუქრება....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ძალიან შევამცირებთ პაციენტების რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას" - საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ ახალ პრეპარატს მიიღებს

"ძალიან შევამცირებთ პაციენტების რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას" - საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ ახალ პრეპარატს მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალოორ უახლეს პრეპარატს მიიღებს. როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს ძვირადღირებული ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების შეძენაში მსოფლიო ბანკი დაეხმარება.

რაც შეეხება მეორე ძვირადღირებულ პრეპარატს, „ბარიციტინიბს“, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატი ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა და მას ანტივირუსული და ანტიანთებითი ეფექტი გააჩნია, რაც პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად შეამცირებს.

"ქვეყანაში 2 ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთი ეს არის ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. გენეტიკური ინჟინერიის გზით შექმნილი ანტისხეულებია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კორონავირუსზე და ანეიტრალებს ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს. წინასწარი კვლევებით, "მონოკლონური ანტისხეულები" სერიოზულად ამცირებს ინფექციის დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას. რამდენიმე "მონოკლონური სხეულია" ხმარებაში, 3 სხვადასხვა კომპანიის, მათგან უკეთესია „რეგენერონის“ და „როშის“ წარმოებული "მონოკლონური ანტისხეულები", რომელსაც ორი სახელი ჰქვია RONAPREVE ან, „რეგენკოვი“ ეს "მონოკლონური ანტისხეულები" ძალიან ძვირადღირებულია. ერთი ავადმყოფისთვის საჭირო დოზა, ამბულატორიულ პირობებში, სახლში მყოფი პაციენტებისთვის 1200 დოლარია, ხოლო კლინიკაში, უფრო მძიმე პაციენტებში 5000 დოლარი. ეს მედიკამენტი RONAPREVE "მონოკლონური ანტისხეულების" ყველაზე კარგი ვარიანტია. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაიწყეს მისი გამოყენება. საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამას გამოიყენებს. სერიოზული მოლაპარაკება მიმდინარეობს, მათ შორის, ჩართულია მსოფლიო ბანკი, რომელიც შეპირდა საქართველოს, რომ დაეხმარება ამ ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენაში. ეს მედიკამენტი დიდი ალბათობით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა.

ბოლო მედიკამენტი, რომელსაც ერთეული ქვეყანა იყენებს, არის „ბარიციტინიბი“. ტაბლეტია, რომელიც ანტივირუსულია და ანტიანთებითი, იდეალური პრეპარატია. „რემდესივირს“ აქვს ანტივირუსული, „ტოცილიზუმაბს“ კი ანტიანთებითი ეფექტი. „ „ციტოკინური შტორმის“ სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბი“ იდეალურია.

ოქტომბრის ბოლოდან შესაძლებლობა გვექნება ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რეანიმაციაში მოხვედრამდე. სპეციფიკური პრეპარატებით ვუმკურნალოთ ადრეულ სტადიაზე, კერძოდ, „რემდესივირით“ და „მონოკლონური ანტისხეულით“, თუ დაგვიანებით მოვიდა პაციენტი მას „ტოცილიზუმაბით“ და „ბარიციტინიბით“. ვფიქრობ, ძალიან შევამცირებთ პაციენტების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას“, - აღნიშნავს ცერცვაძე.