"ჩემზე ემოციურად ძალიან იმოქმედა თქვენმა სიტყვებმა, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომლითაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მიმართავს.
“სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ძალიან მიყვარს უკრაინაც, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების ბევრი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში.
ვინაიდან ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მოკეტე,რა-შენ პუტინზე უკეთესი მეგობარი არ გყავს,ვიცით!
პუტინის პატიმარი კი არა, საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ დამნაშავე და ამავდროულად პატიმარი, რაც კანონიერია!
შენ ხარ რუსეთის კაგებეს თანამშრომელი ბიძაშენთან ერთად, უბრალოდ პუტინთან ვერ მორიგდი რაღაც რაღაცეებში და ეს თქვენი ასე ვთქვათ „მტრობა“, პირადულია შენსა და პუტინს შორის...
რეალურად თქვენ, შენ და ბიძაშენი ხარ რუსეთის სპეც-სამსახურების აგენტები, რომლებიც იგივე მნიშვნელობით ხართ და უტრიალებთ გარშემო საქართველოს რა იდეებითაც და საქმეებით იყო დაკავებული სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და დანარჩენი თქვენი „პეშკები“ ნიკა მელია, გია ბარამიძე... აგრეთვე ტაშის დამკვრელები ბოკუჩავა, ხერხეულიძე, ჩარკვიანი, სამადაშვილი, დეკანოიძე, ხოშტარია და ასე შემდ... „მიშას ქალები“...
ისე რომ გაიშიფრეთ და ჩაგივარდათ კაგებეშნიკური ოპერაციები!