მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკვირს, კახა კალაძემ თავი როგორ ჩაქინდრა და ასპარეზი ცინიკოს კობახიძეს დაუთმო, კალაძეს არაფერი აქვს საბოდიშო - პაატა ზაქარეიშვილი
მიკვირს, კახა კალაძემ თავი როგორ ჩაქინდრა და ასპარეზი ცინიკოს კობახიძეს დაუთმო, კალაძეს არაფერი აქვს საბოდიშო - პაატა ზაქარეიშვილი

ექ­სპერტ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტია არჩვე­ნე­ბის შე­დე­გად საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში მე­სა­მე ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სა­კი­თხი უნდა და­ა­ყე­ნოს, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი მისი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ამას­თან, რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, თუ მო­თხოვ­ნა­ზე გა­ხა­რი­ას უარს ეტყვი­ან და ის საკ­რე­ბუ­ლო­ში არ­ცერთ პარ­ტი­ას არ შე­ეკ­ვრე­ბა, „შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად ჩა­ვარ­დეს საქ­მე, რომ სა­ჭი­რო გახ­დეს, მა­გა­ლი­თად, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“.

გარ­და ამი­სა, ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ამ არ­ჩევ­ნებ­ზე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, რად­გან რამ­დე­ნი­მე თვის წინ რე­ი­ტინ­გი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და, ახლა კი მისი რე­ი­ტინ­გი 8%-ია.

„გა­ხა­რი­ამ სა­კი­თხი უნდა და­ა­ყე­ნოს, მა­გა­ლი­თად საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ზე. ყვე­ლა საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ამ აიღო მე­სა­მე პო­ზი­ცია. თუ მას უნდა, რომ თა­ვის ამომ­რჩევ­ლის და იმ ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი გა­ა­მარ­თლოს, ვი­საც მე­სა­მე ძალა უნდა, ყველ­გან უნდა მო­ი­თხო­ვოს მკაც­რი პი­რო­ბე­ბი - მა­გა­ლი­თად საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე - ხომ ვარ მე­სა­მე, მო­მე­ცი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და გეკ­ვრე­ბი შენ. ვი­საც შე­ეკ­ვრე­ბა გა­ხა­რი­ას პარ­ტია, ის პარ­ტია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს ად­გი­ლობ­რივ მმარ­თვე­ლო­ბას. მას ეს უფ­ლე­ბა აქვს და ამით თა­ვის იმიჯს შე­ი­ნა­ხავს. თუ უარს ეტყვი­ან, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად ჩა­ვარ­დეს საქ­მე, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს, მა­გა­ლი­თად, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კითხს, ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ერ­თა­დერ­თი ნორ­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცეს“.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და, რად­გან 24 წლამ­დე ვერ მო­იც­დი­და. ძა­ლი­ან და­ბერ­დე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბო­და. ეს იყო, მისი აზ­რით, ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი 24 წლამ­დე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო - შე­იძ­ლე­ბა 24 წლამ­დე არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს და ვი­ღას ვე­მახ­სოვ­რე­ბი. სი­ბე­რის მო­მენ­ტი შე­ე­მა­ტა, ეს ოჯა­ხის კონ­ტექ­სტშიც ჩანს. აშ­კა­რად ჩანს, მას უნდა რებ­რენ­დინ­გი. რა­ღაც სი­ახ­ლე უნ­დო­და და იძუ­ლე­ბუ­ლი და ვალ­დე­ბუ­ლიც იყო, ჩამ­ჯდა­რი­ყო რა­ღაც მან­ქა­ნა­ში, უხერ­ხულ ვი­თა­რე­ბა­ში, რათა აქ ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ახა­ლი ის­ტო­რია და­ე­წყო. მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს. თუმ­ცა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა შე­დე­გებ­ზე. შე­დე­გებ­ში 3-4% გას­ხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა. ჭრე­ლი საკ­რე­ბუ­ლო, რაც 10-მდეა, 2-3 იქ­ნე­ბო­და. ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ „კახა კა­ლა­ძემ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ა­კე­თა და მას არა­ფე­რი სა­ბო­დი­შო არ აქვს“.

„მიკ­ვირს კა­ლა­ძის, თავი რო­გორ ჩა­ქინ­დრა და ამ ცი­ნი­კოს კო­ბა­ხი­ძეს რო­გორ და­უთ­მო ას­პა­რე­ზი. რომ თქვა, გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­და­სა­წყვე­ტია მე­ო­რე ტური თბი­ლის­შიო. მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კა­ლა­ძეა და მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“. ახლა ჩა­არ­ტყეს თავ­ში. მა­ნაც ეს მი­ი­ღო იმის ნაც­ვლად, რომ ეთ­ქვა - ბედ­ნი­ე­რი ვარ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქა­ლა­ქის მერი რომ ვარ და ჩვენ­თან მე­ო­რე ტუ­რია. ამის გა­ფორ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა ისა­უბ­რა არ­ჩევ­ნებ­ზე გი­ორ­გი ვა­შა­ძის შე­დე­გებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ „მან თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბი კარ­გად ვერ შე­ფუ­თა".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
15

ვაიმე ეს რა მაგრად აოცნებებულა .... კიდევ რა გინდა, მოხარშული წაბლი არ გინდა ?! 🧐

ვიცი დაბლოკავთ
21

რამდენიგადაგიხადეს ოცნებამ ან კალაძემ ხომ არ ჩაგსვა იმ უკანონო მშენებლობების წილში, მთელი თბილისი ქვის ჯუნგლებს რომ დაამსგავსა! კიდევ დემოკრატიაზე ლაპარაკობ ამ კორუპციაში ჩამხრჩვალ კალაძესთან კონტექსტში? გაწყვეტილი გაქვს შუბლის ძარღვი, თუმცა არც არასოდეს გქონია, პარაზიტივით არსებობდი ნაცების ხარჯზე, ახლა ქოცების პარაზიტი ხარ! ხვალ ვისი იქნები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მიკვირს, კახა კალაძემ თავი როგორ ჩაქინდრა და ასპარეზი ცინიკოს კობახიძეს დაუთმო, კალაძეს არაფერი აქვს საბოდიშო - პაატა ზაქარეიშვილი

მიკვირს, კახა კალაძემ თავი როგორ ჩაქინდრა და ასპარეზი ცინიკოს კობახიძეს დაუთმო, კალაძეს არაფერი აქვს საბოდიშო - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია არჩვენების შედეგად საკრებულოებში მესამე ძალად ჩამოყალიბდა და საკითხი უნდა დააყენოს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები მისი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

ამასთან, როგორც ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, თუ მოთხოვნაზე გახარიას უარს ეტყვიან და ის საკრებულოში არცერთ პარტიას არ შეეკვრება, „შეიძლება იმდენად ჩავარდეს საქმე, რომ საჭირო გახდეს, მაგალითად, ხელახალი არჩევნები“.

გარდა ამისა, ზაქარეიშვილის შეფასებით, გახარიას პარტიამ არჩევნებზე წარმატებას მიაღწია, რადგან რამდენიმე თვის წინ რეიტინგი საერთოდ არ ჰქონდა, ახლა კი მისი რეიტინგი 8%-ია.

„გახარიამ საკითხი უნდა დააყენოს, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეზე. ყველა საკრებულოში გახარიას პარტიამ აიღო მესამე პოზიცია. თუ მას უნდა, რომ თავის ამომრჩევლის და იმ ხალხის მოლოდინი გაამართლოს, ვისაც მესამე ძალა უნდა, ყველგან უნდა მოითხოვოს მკაცრი პირობები - მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარე - ხომ ვარ მესამე, მომეცი საკრებულოს თავმჯდომარე და გეკვრები შენ. ვისაც შეეკვრება გახარიას პარტია, ის პარტია ჩამოაყალიბებს ადგილობრივ მმართველობას. მას ეს უფლება აქვს და ამით თავის იმიჯს შეინახავს. თუ უარს ეტყვიან, მაშინ შეიძლება იმდენად ჩავარდეს საქმე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს, მაგალითად, ხელახალი არჩევნები“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ზაქარეიშვილის განცხადებით, „ერთადერთი ნორმალური გამოსავალი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს“.

„სააკაშვილი ჩამოვიდა, რადგან 24 წლამდე ვერ მოიცდიდა. ძალიან დაბერდებოდა და საქართველოში ყველას დაავიწყდებოდა. ეს იყო, მისი აზრით, ბოლო არჩევნები 24 წლამდე. დარწმუნებული იყო - შეიძლება 24 წლამდე არაფერი შეიცვალოს და ვიღას ვემახსოვრები. სიბერის მომენტი შეემატა, ეს ოჯახის კონტექსტშიც ჩანს. აშკარად ჩანს, მას უნდა რებრენდინგი. რაღაც სიახლე უნდოდა და იძულებული და ვალდებულიც იყო, ჩამჯდარიყო რაღაც მანქანაში, უხერხულ ვითარებაში, რათა აქ ჩამოსულიყო და ახალი ისტორია დაეწყო. მაგრამ ვერ ახერხებს. თუმცა გავლენა მოახდინა შედეგებზე. შედეგებში 3-4% გასხვავებული იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის ჩამოსვლა. ჭრელი საკრებულო, რაც 10-მდეა, 2-3 იქნებოდა. ეს მისი დამსახურებაა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა ასევე ისაუბრა დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგებზე და განაცხადა, რომ „კახა კალაძემ ყველაფერი კარგად გააკეთა და მას არაფერი საბოდიშო არ აქვს“.

„მიკვირს კალაძის, თავი როგორ ჩაქინდრა და ამ ცინიკოს კობახიძეს როგორ დაუთმო ასპარეზი. რომ თქვა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია მეორე ტური თბილისშიო. მხოლოდ იმიტომ, რომ კალაძეა და მას განსაკუთრებული როლი აქვს „ქართულ ოცნებაში“. ახლა ჩაარტყეს თავში. მანაც ეს მიიღო იმის ნაცვლად, რომ ეთქვა - ბედნიერი ვარ, დემოკრატიული ქალაქის მერი რომ ვარ და ჩვენთან მეორე ტურია. ამის გაფორმება შეიძლებოდა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ზაქარეიშვილმა ისაუბრა არჩევნებზე გიორგი ვაშაძის შედეგებზე და აღნიშნა, რომ „მან თავისი ღირსებები კარგად ვერ შეფუთა".