მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც "ოცნებას" და არც "ნაცმოძრაობას" არ დავუჭერთ - გიორგი გახარია
არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც "ოცნებას" და არც "ნაცმოძრაობას" არ დავუჭერთ - გიორგი გახარია

პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე მხარს არც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­უ­ჭე­რენ.

რო­გორც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მის პარ­ტი­ას მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­მო­უ­ცხა­დეს, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი­ვე „რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლის“ დას­რუ­ლე­ბა სურს.

„ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი არის გო­ნი­ე­რი ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­მაც იმ ნა­ბი­ჯით, რომ ჩვენ დაგ­ვი­ჭი­რა მხა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვა, რომ ის არის წი­ნა­აღ­მდე­გი რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის, ის არის წი­ნა­აღ­მდე­გი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და ის არის მომ­ხრე ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­ბა­ლან­სე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მათ ვერ და არ ვე­ტყვით, არ მი­ვა­ყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რომ მათ ვუ­თხრათ, რო­მე­ლი­მე მათ­განს და­უ­ჭი­როს მხა­რი. თვი­თონ ფაქ­ტმა, რომ მათ დაგ­ვი­ჭი­რეს მხა­რი, მი­ა­ნიშ­ნა, რომ უარი უთხრეს რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას, იმ ორ რა­დი­კა­ლურ ძა­ლას, რო­მე­ლიც ქმნის ილუ­ზი­ას ერ­თმა­ნეთ­თან ბრძო­ლის და ქვე­ყა­ნას აბ­რუ­ნებს წარ­სულ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

გა­ხა­რი­ას თქმით, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ცი­ას აწყობს, როცა მისი მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით.

„მე ვას­რუ­ლებ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­თი­თე­ბებს, მათი მი­თი­თე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. ჩვენ ყო­ველ­თვის და ღიად ვიქ­ნე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გი რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის, იმ უნა­მუ­სო გა­ყალ­ბე­ბის და ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­პარ­ვის და შეს­ყიდ­ვის, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ ამ ბოლო მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მოვ­ლინ­და.

ჩვენ ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რომ უსუ­სურ „ოც­ნე­ბას“ აქამ­დე მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ეყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მი­ტინგს გვი­წყობს და იმის მა­გივ­რად, რომ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი გვერ­დზე ეჯ­დეს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს - ამა­ზე ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი არის გო­ნი­ე­რი ამომ­რჩე­ვე­ლი და მათ არ ვე­ტყვი, ვის მის­ცენ ხმა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - ამომ­რჩე­ველ­მა ჩვენ მოგ­ვცა ხმა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ რო­გორც „ოც­ნე­ბის“ ლტოლ­ვას, ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­დო­ბით ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე „ნა­ცე­ბის“ სურ­ვილს, ძა­ლა­დო­ბით მო­ა­წყოს რე­ვან­ში. თვი­თონ აპ­რი­ო­რი, რომ ხალ­ხმა ჩვენ მოგ­ცა ხმა, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია რო­გორც „ოც­ნე­ბის“ და­უ­ო­კე­ბე­ლი ჟინი, ძა­ლა­დო­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ისე „ნა­ცე­ბის“ ცირ­კი და ერ­თობ­ლი­ვი მას­კა­რა­დი, რო­მე­ლიც მო­ა­წყვეს იმის­თვის, რომ რე­ვან­შის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ“, - გა­ნა­ცხადს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
14

ცამდე მართალია ეს კაცი, ცამდეე! თქვენც ადექით და პირდაპირ პუტინს მიეცით ხმა, ან პეტროსიანს....

tttt
4

რაც გახარიამ გააკეთა იმას სახელი არა აქვს (როგორ არა აქვს, მაგრამ ნაწარმოების გმირის არ იყოს ასე უფრო მხატვრულად გამოითქმის)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც "ოცნებას" და არც "ნაცმოძრაობას" არ დავუჭერთ - გიორგი გახარია

არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც "ოცნებას" და არც "ნაცმოძრაობას" არ დავუჭერთ - გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ.

როგორც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას მხარდაჭერა სწორედ იმ მოქალაქეებმა გამოუცხადეს, რომლებსაც ქვეყანაში აღნიშნული ორივე „რადიკალური ძალის“ დასრულება სურს.

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი. თვითონ ფაქტმა, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, მიანიშნა, რომ უარი უთხრეს რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, პარტია "საქართველოსთვის" იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქციას აწყობს, როცა მისი მერობის კანდიდატი ციხეში უნდა იჯდეს, ყოფილი პრეზიდენტის გვერდით.

„მე ვასრულებ ჩვენი მოქალაქეების მითითებებს, მათი მითითებების შესაბამისად, განსაკუთრებით ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ჩვენ ყოველთვის და ღიად ვიქნებით წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის, იმ უნამუსო გაყალბების და ჩვენი საქართველოს მოქალაქეების მოპარვის და შესყიდვის, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უსუსურ „ოცნებას“ აქამდე მივეცით შესაძლებლობა ქვეყანაში მდგომარეობა მიეყვანა იქამდე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიტინგს გვიწყობს და იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი გვერდზე ეჯდეს ყოფილ პრეზიდენტს - ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი და მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც „ოცნების“ ლტოლვას, ძალაუფლება შეინარჩუნოს ძალადობით ქვეყანაში, ასევე „ნაცების“ სურვილს, ძალადობით მოაწყოს რევანში. თვითონ აპრიორი, რომ ხალხმა ჩვენ მოგცა ხმა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის მიუღებელია როგორც „ოცნების“ დაუოკებელი ჟინი, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ისე „ნაცების“ ცირკი და ერთობლივი მასკარადი, რომელიც მოაწყვეს იმისთვის, რომ რევანშის უფლება ჰქონდეთ“, - განაცხადს გიორგი გახარიამ.