მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები - რა დგას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის უკან?
მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები - რა დგას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის უკან?

თამ­ბა­ქოს პან­დე­მია მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. დღეს მსოფ­ლი­ო­ში 1.3 მი­ლი­არ­დი მწე­ვე­ლია და მათი დიდი ნა­წი­ლი ვერ ან არ ანე­ბებს თავს მო­წე­ვას.

სწო­რედ ამი­ტომ, ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბენ გო­ნივ­რულ არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს მათ, შე­ამ­ცი­რონ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი. ამ პრო­ცეს­ში, ჯან­დაც­ვის ექ­სპერტთა ნა­წი­ლი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას ანი­ჭებს.

“ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­ში ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი არის არა ნი­კო­ტი­ნი, არა­მედ წვის დროს გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბის აე­რო­ზოლ­ში, ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­თან შე­და­რე­ბით, ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 95%-ით ნაკ­ლე­ბია და ამას ადას­ტუ­რე­ბენ ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის: Public Health England და ექიმ­თა სა­მე­ფო კო­ლე­ჯი”, - ამ­ბობს მეთ რა­იდ­ლი, House of Lords-ის წევ­რი და ავ­ტო­რი.

2021 წელს ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ თამ­ბა­ქო­სა და ნი­კო­ტი­ნის გლო­ბა­ლურ ფო­რუმ­ზე ექ­სპერ­ტე­ბი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ­სე­ბობს. მი­ზე­ზი კი სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა და თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბაა.

“ვფიქ­რობ, რომ მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას შო­რის არის ის, რომ ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ეს ზი­ა­ნი მოქ­მე­დებს და აძ­ლევს მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ვად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ თუ რა პრო­დუქტს მო­იხ­მა­რენ”, - აღ­ნიშ­ნავს უილ გო­დფ­რი, The Influence Foundation-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებგ­ვერ­დის, Filter-ის რე­დაქ­ტო­რი.

რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ნი­კო­ტი­ნი არ წარ­მო­ად­გენს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მთა­ვარ მი­ზეზს. წვი­სა და კვამ­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით კი თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და პრო­დუქ­ტე­ბი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას შე­საძ­ლე­ბელს ხდის და ეს მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

“ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხელი შე­ვუ­წყოთ მწე­ველ­თა მხრი­დან ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლას, რაც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას იწ­ვევს. ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მარ­თა­ლია, წარ­მო­ად­გენს მო­წე­ვის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუმ­ცა მას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი”, - ამ­ბობს ჯე­იმს გლას­მა­ნი, Glassman Advisory-ს თავ­მჯდო­მა­რე.

თამ­ბა­ქო­სა და ნი­კო­ტი­ნის ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი და თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებს ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­სა და თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს შო­რის არ­სე­ბულ გან­სხვა­ვე­ბებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბის­კენ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­დუქ­ტებს შო­რის არ­სე­ბობ­დეს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა - რაც რის­კის პრო­პორ­ცი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კის­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

“თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი ხელს უწყობს თამ­ბა­ქოს რე­გუ­ლა­ცი­ურ პო­ლი­ტი­კას. ახლა ჩვენ წი­ნა­შე ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დია, რად­გან ბა­ზარ­ზე ჩნდე­ბა თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და რის­კის შემ­ცი­რე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი”, - ამ­ბობს დოქ­ტო­რი ხუ ცი­ნი­უ­ა­ნი, ჩი­ნე­თის თამ­ბა­ქოს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის მხრი­დან გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

სა­უ­კე­თე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაა. იმი­სათ­ვის, რომ შევ­ძლოთ სწო­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველს მეც­ნი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს”, - ამ­ბობს დე­ლონ ჰუ­მა­ნი, Health Diplomats-ის პრე­ზი­დენ­ტი.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს კვამ­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­მავ­ლის მი­საღ­წე­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მეც­ნი­ე­რე­ბა დოგმებ­ზე წინ და­ვა­ყე­ნოთ.

“მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ გვაჩ­ვე­ნა, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ შევ­ქმე­ნით და გა­მო­ვი­ყე­ნეთ ვაქ­ცი­ნა იმი­სათ­ვის, რომ გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის მი­ზა­ნიც მსგავ­სია. მთა­ვა­რი კი­თხვა კი არის ის, თუ რამ­დე­ნად გან­ვი­ხი­ლავთ ამ სტრა­ტე­გი­ას რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას? “ - ამ­ბობს დე­ლონ ჰუ­მა­ნი, Health Diplomats-ის პრე­ზი­დენ­ტი.

R

Bago
0

es mowgobileba iafi unda ikon unralo mokvdavistvis xelmiswdomi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები - რა დგას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის უკან?

მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები - რა დგას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის უკან?

თამბაქოს პანდემია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას.

სწორედ ამიტომ, ისინი საჭიროებენ გონივრულ არჩევანს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, შეამცირონ თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი. ამ პროცესში, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი დიდ მნიშვნელობას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას ანიჭებს.

“ტრადიციულ სიგარეტში ზიანის მომტანი არის არა ნიკოტინი, არამედ წვის დროს გამოთავისუფლებული მავნე ნივთიერებები. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის აეროზოლში, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა 95%-ით ნაკლებია და ამას ადასტურებენ ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიც არის: Public Health England და ექიმთა სამეფო კოლეჯი”, - ამბობს მეთ რაიდლი, House of Lords-ის წევრი და ავტორი.

2021 წელს ლონდონში გამართულ თამბაქოსა და ნიკოტინის გლობალურ ფორუმზე ექსპერტები ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ტექნოლოგიურ ინოვაციებისა და სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არსებობს. მიზეზი კი სანდო ინფორმაციის ნაკლებობა და თამბაქოს ინდუსტრიისადმი უნდობლობაა.

“ვფიქრობ, რომ მთავარი განსხვავება თამბაქოს ზიანის შემცირებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის არის ის, რომ ზიანის შემცირების სტრატეგია კონცენტრირდება იმ ადამიანებზე, რომლებზეც ეს ზიანი მოქმედებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები იმის შესახებ თუ რა პროდუქტს მოიხმარენ”, - აღნიშნავს უილ გოდფრი, The Influence Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი და საინფორმაციო ვებგვერდის, Filter-ის რედაქტორი.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს. წვისა და კვამლის უგულებელყოფით კი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები და პროდუქტები ზიანის შემცირებას შესაძლებელს ხდის და ეს მეცნიერულად არის დადასტურებული.

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მწეველთა მხრიდან ნაკლები ზიანის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას, რაც რიგ შემთხვევებში, თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებებას იწვევს. ახალი ტექნოლოგიები, მართალია, წარმოადგენს მოწევის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუმცა მასთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: საგადასახადო სისტემები, განათლება და ფარმაცევტული ინსტრუმენტები”, - ამბობს ჯეიმს გლასმანი, Glassman Advisory-ს თავმჯდომარე.

თამბაქოსა და ნიკოტინის ფორუმის ფარგლებში, ჯანდაცვის ექსპერტები და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოებს ტრადიციულ სიგარეტსა და თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს შორის არსებულ განსხვავებებზე ყურადღების გამახვილებისკენ და გადაწყვეტილებების სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, ზიანის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია ამ პროდუქტებს შორის არსებობდეს დიფერენცირებული მიდგომა - რაც რისკის პროპორციული ვალდებულების დაკისრებას გულისხმობს.

“თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი ხელს უწყობს თამბაქოს რეგულაციურ პოლიტიკას. ახლა ჩვენ წინაშე ძალიან კრიტიკული პერიოდია, რადგან ბაზარზე ჩნდება თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები და რისკის შემცირების ახალი მეთოდები”, - ამბობს დოქტორი ხუ ცინიუანი, ჩინეთის თამბაქოს ხარისხის კონტროლის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი.

ექსპერტების მოსაზრების თანახმად, თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭიროა თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან გამჭირვალობა, საზოგადოებაში სანდო ინფორმაციის გავრცელება და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

საუკეთესო კანონმდებლობა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონმდებლობაა. იმისათვის, რომ შევძლოთ სწორი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება, აუცილებელია გადაწყვეტილების საფუძველს მეცნიერება წარმოადგენდეს”, - ამბობს დელონ ჰუმანი, Health Diplomats-ის პრეზიდენტი.

ექსპერტების განცხადებით, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის მისაღწევად მნიშვნელოვანია, მეცნიერება დოგმებზე წინ დავაყენოთ.

“მსოფლიო პანდემიამ გვაჩვენა, რომ მეცნიერებისა და საკანონმდებლო პროცესების დაჩქარება შესაძლებელია. ჩვენ შევქმენით და გამოვიყენეთ ვაქცინა იმისათვის, რომ გადაგვერჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მიზანიც მსგავსია. მთავარი კითხვა კი არის ის, თუ რამდენად განვიხილავთ ამ სტრატეგიას როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობას? “ - ამბობს დელონ ჰუმანი, Health Diplomats-ის პრეზიდენტი.

R