საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სააკაშვილის ექსტრადირება სხვა ქვეყანაში?  - დავით ზალკალიანის განმარტება
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სააკაშვილის ექსტრადირება სხვა ქვეყანაში?  - დავით ზალკალიანის განმარტება

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უცხო ქვე­ყა­ნა­ში პი­რის ექ­სტრა­დი­რე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, თუკი მას აქვს იმ ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი.

რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობს და მისი "მძევ­ლად აყ­ვა­ნის“ სა­კი­თხი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა“.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე ვარ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და არა შს მი­ნის­ტრი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის არ არის ცნო­ბი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სა­კი­თხი. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მუ­შა­ო­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მათ შო­რის, თქვენც გექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ი­გოთ ზუს­ტად იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, რა კი­თხვებ­საც ახლა სვამთ თუ რო­გორ შე­მო­ვი­და.

ფაქ­ტი ერ­თია - მე მო­ვის­მი­ნე, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ გარ­და იმი­სა, რომ ის არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი იმ 4 საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც მას მის­ჯი­ლი აქვს 6 წელი და ამი­ტომ იმ­ყო­ფე­ბა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მას კი­დევ და­უმ­ძიმ­და საქ­მე, რად­გან მან უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და კი­დევ ერთხელ და­ირ­ღვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ბრა­ლი, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში იყო, მას წა­რედ­გი­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კითხს, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ექ­სტრა­დი­რე­ბა, თუკი მას აქვს იმ ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, ძა­ლი­ან კარ­გი, ნა­ყო­ფი­ე­რი კონ­ტაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს. ეს კონ­ტაქ­ტე­ბი კარ­გა ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ელ­ჩოს და­უ­კავ­შირ­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. მან ჩვენს უკ­რა­ი­ნელ პარტნი­ო­რებს მი­ა­წო­და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ამომ­წუ­რა­ვი. მათ შო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლე­ბი, ბრა­ლი, სას­ჯელს რა­ზეც იხ­დის და ასე­ვე ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რა გა­რე­მო­ე­ბებ­შიც მისი და­კა­ვე­ბა მოხ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი ელჩი გვყავს. ის დღეს რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის ას­ლებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცემს და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუკი აინ­ტე­რე­სებთ უკ­რა­ი­ნელ პარტნი­ო­რებს, მი­აწ­ვდის. არც კი უნდა იყოს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ე­ბე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნის სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლი, რისი მცდე­ლო­ბაც აქვთ ოპო­ნენ­ტებ­სა და თა­ვად მსჯავ­რდე­ბულს.

გა­სა­გე­ბია, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ მის მო­ქა­ლა­ქე­ზე იზ­რუ­ნოს. მაგ­რამ, სა­ნამ მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და მო­ქა­ლა­ქე და მას ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რის გა­მოც ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი, აქვს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი იყო კი­დეც. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მას უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც ჰქონ­დეს დარ­ღვე­უ­ლი და უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რიც უკა­ნო­ნოდ ჰქონ­დეს გა­დაკ­ვე­თი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა .
82

თქვენ რომ ხელისუფლებაში ხართ - საქოცეთი და მიშა ც ი ხ ე შ ი ...ის ,,სახელმწიფო,, კიდევ კ ა რ გ ა ხანს დარჩება სიღატაკე, უიმედობა, უპერსპექტივობა, დეპრესიულ ყოფაში ...უ ღ ი რ ს ს ა დ... კ ი დ ე ვ კარგა ხანს ...

გლახუნჩიკას
31

გლახუნჩიკ შენ, შენს ბოტურ ანტისახელმწიფოებრივ ხელფასს მიხედე. დანარჩენი შენი საქმე არ არის! სხვათა შორის, ტექსტი ძალზე უვარგისად ააწყე და ამისთვის საბოტეთი პასუხს მოგთხოვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სააკაშვილის ექსტრადირება სხვა ქვეყანაში?  - დავით ზალკალიანის განმარტება

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სააკაშვილის ექსტრადირება სხვა ქვეყანაში?  - დავით ზალკალიანის განმარტება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, უკრაინა - საქართველოს შორის ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები არსებობს და მისი "მძევლად აყვანის“ საკითხი არ განიხილება“.

"მოგეხსენებათ, მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი და არა შს მინისტრი, შესაბამისად, ჩემთვის არ არის ცნობილი სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საკითხი. შესაბამისი უწყებები, ამ მიმართულებით, მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის, თქვენც გექნებათ საშუალება გაიგოთ ზუსტად იმ კითხვებზე პასუხი, რა კითხვებსაც ახლა სვამთ თუ როგორ შემოვიდა.

ფაქტი ერთია - მე მოვისმინე, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქემ საქართველოს პროკურატურის განცხადება, რომ გარდა იმისა, რომ ის არის მსჯავრდებული და ბრალდებული იმ 4 საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მას მისჯილი აქვს 6 წელი და ამიტომ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, მას კიდევ დაუმძიმდა საქმე, რადგან მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შესაბამისი ბრალი, როგორც პროკურატურის განცხადებაში იყო, მას წარედგინება.

რაც შეეხება უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით საკითხს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ექსტრადირება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. ეს კონტაქტები კარგა ხანია დაწყებულია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოს თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, ამომწურავი. მათ შორის პროკურატურის მასალები, ბრალი, სასჯელს რაზეც იხდის და ასევე ის გარემოებები, რა გარემოებებშიც მისი დაკავება მოხდა. მოგეხსენებათ, უკრაინაში ახალი ელჩი გვყავს. ის დღეს რწმუნებათა სიგელების ასლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს და დამატებით ინფორმაციას, თუკი აინტერესებთ უკრაინელ პარტნიორებს, მიაწვდის. არც კი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთოებების მძევლად აყვანის საკითხი განხილული, რისი მცდელობაც აქვთ ოპონენტებსა და თავად მსჯავრდებულს.

გასაგებია, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ, სანამ მსჯავრდებული სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე და მას ის დანაშაულები, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ყველაფერი ცნობილი იყო კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ არ არის გამორიცხული მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.