საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე! 11 ოქტომბრიდან - “ბიბლიის ენციკლოპედია“ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ერთად!
სიახლე! 11 ოქტომბრიდან - “ბიბლიის ენციკლოპედია“ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ერთად!

კვი­რის პა­ლიტ­რის” მკი­თხველს კი­დევ ერთ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” . 11 ოქ­ტომ­ბრი­დან თვე­ში ერთხელ “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის” პირ­ვე­ლი ტო­მის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად.

ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

_ სულ ახ­ლა­ხანს დას­რულ­და სე­რია “ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით”, რო­მე­ლიც მიყ­ვე­ბო­და გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ რომ­ლის ავ­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რი ასე­ვე თქვენ იყა­ვით და რო­მე­ლიც ასე­ვე პა­ლიტ­რა L -ისა და “კა­რიბ­ჭის” სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფის მიერ მომ­ზად­და. დიდი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სე­რია „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ ამ­ჯე­რად ჟურ­ნალ „კა­ბიბ­ჭეს გაყ­ვე­ბა“ . რით გან­სხვავ­დე­ბა ”ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია” მის­გან ?

_ “ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით” გახ­ლდათ 26 ტო­მე­უ­ლი, მას­ში ბიბ­ლი­ის ყო­ვე­ლი წიგ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მუხ­ლის საღვთის­მე­ტყვე­ლო ში­ნა­არ­სის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას წა­ი­კი­თხავ­დით. ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი მოხმო­ბი­ლი და თარ­გმნი­ლი გახ­ლდათ წმინ­და მა­მა­თა ეკ­ზე­გე­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მე­ბი­დან და ამ 26 ტომ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბიბ­ლი­ის მთლი­ა­ნი ტექ­სტის გა­გე­ბი­სათ­ვის და მისი ში­ნა­არ­სის სწო­რად აღ­ქმი­სათ­ვის ძი­რი­თად და მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­მენ­ტა­რებს მო­ვუ­ყა­რეთ თავი.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრო­ექტს, მისი სა­ხელ­წო­დე­ბაა “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია” და მას­ზე იგი­ვე სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, რო­მელ­მაც “ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით” მო­ამ­ზა­და. ბიბ­ლია კა­ცობ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი წიგ­ნი გახ­ლავთ და მას­ში დევს დიდი ინ­ფორ­მა­ცია კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნეა, ბიბ­ლი­ის ტექ­სტის მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს პრო­ცე­სი ამო­უ­წუ­რა­ვია _ და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე, რო­გორც უსას­რუ­ლო და უკი­დე­გა­ნოა ის მად­ლი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბი­თაც ეს წიგნ­თა წიგ­ნი იწე­რე­ბო­და.

“ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია“ – ეს არის ვრცე­ლი ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უამ­რავ კი­თხვას სცემს პა­სუხს. ეს კი­თხვე­ბი ეხე­ბა ბიბ­ლი­ურ არ­ქე­ო­ლო­გი­ას, არ­ქი­ტექ­ტუ­რას, ას­ტრო­ნო­მი­ას, გე­ოგ­რა­ფი­ას, ბიბ­ლი­ურ მოღ­ვა­წე­თა ბი­ოგ­რა­ფი­ებს, ბო­ტა­ნი­კას, სამ­ხედ­რო ხე­ლოვ­ნე­ბას, ზო­ო­ლო­გი­ას, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას, ხე­ლოვ­ნე­ბას, მი­ნე­რა­ლო­გი­ას, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ას, მე­დი­ცი­ნას, მა­თე­მა­ტი­კას, ნუ­მიზ­მა­ტი­კას, პე­და­გო­გი­კას, ფი­ზი­კას, ეთ­ნოგ­რა­ფი­ას და სხვა.

ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის წყო­ბა და ში­ნა­არ­სი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გან­მარ­ტე­ბი­თი ბიბ­ლი­ის ტო­მე­უ­ლი­სა­გან. ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე ბიბ­ლი­ის ტექ­სტის გაც­ნო­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი დაგ­ვრჩეს.

_ სულ რამ­დე­ნი ტო­მია და რო­გო­რი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი წიგ­ნის ში­ნა­არ­სი?

_ “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია” ოთხტო­მე­უ­ლია. ამ ტო­მებ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია 7 500-მდე ტერ­მი­ნი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის წიგ­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს. შე­ვე­ცა­დეთ, რომ გან­მარ­ტე­ბა­ნი ყო­ფი­ლი­ყო სრუ­ლი, მარ­ტი­ვი, ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი. პირ­ველ ტომ­ში ა-დან ზ-მდე ან­ბა­ნუ­რად და­ლა­გე­ბულ ტერ­მინ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბია.

გან­სა­მარ­ტი ბიბ­ლი­უ­რი ტერ­მი­ნე­ბი მოგ­ვყავს ბიბ­ლი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი­დან. თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ის, რომ ყო­ვე­ლი ტერ­მი­ნის გან­მარ­ტე­ბის და­სა­წყის­ში ნა­ხავთ მათ ძველ­ქარ­თულ შე­სა­ტყვი­სებს, რომ­ლე­ბიც მოხმო­ბი­ლია ედი­შერ ჭე­ლი­ძის მიერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ტექ­სტი­დან და ასე­ვე _ ბერ­ძნულ შე­სა­ტყვი­სებს _ სეპ­ტუ­ა­გინ­ტა­დან.

_ აც­ნო­ბეთ თუ არა პატ­რი­არ­ქს ამ მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ?

_ ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ოთხტო­მე­უ­ლი გა­მო­ი­ცე­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით. პრო­ექ­ტი მომ­ზად­და თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­სა და სე­მი­ნა­რი­ის ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რის დოქ­ტო­რანტს, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პე­და­გოგს, გი­ორ­გი თო­დუ­ას, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ამ ორი პრო­ექ­ტის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში და სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბის არა­ერ­თი სირ­თუ­ლე სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით გა­დავ­ლა­ხეთ.

_ “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია“ მხო­ლოდ ბიბ­ლი­ის მკვლე­ვარ­თათ­ვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო თუ მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვი­საც?

_ “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია“ გან­კუთ­ვნი­ლია ბიბ­ლი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველ­თა ფარ­თო წრი­სათ­ვის, ყვე­ლას­თვის, ვინც წმინ­და წე­რი­ლის ში­ნა­არ­სის გაც­ნო­ბას გა­და­წყვეტს.

მაშ ასე, “კვი­რის პა­ლიტ­რის“ მკი­თხველს ვურ­ჩევთ, არ გა­მო­ტო­ვონ ეს სე­რია.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად 15.50 ლარი. იკი­თხეთ ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში ან გა­მო­ი­წე­რეთ სა­ი­ტი­დან www.palitral.ge და ისარ­გებ­ლეთ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

სიახლე! 11 ოქტომბრიდან - “ბიბლიის ენციკლოპედია“ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ერთად!

სიახლე! 11 ოქტომბრიდან - “ბიბლიის ენციკლოპედია“ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ერთად!

კვირის პალიტრის” მკითხველს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს გამომცემლობა “პალიტრა L” . 11 ოქტომბრიდან თვეში ერთხელ “ბიბლიის ენციკლოპედიის” პირველი ტომის შეძენას შეძლებთ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.

ამ სიახლის შესახებ გვესაუბრება პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.

_ სულ ახლახანს დასრულდა სერია “ბიბლია განმარტებებით”, რომელიც მიყვებოდა გაზეთ „კვირის პალიტრას“ რომლის ავტორი და რედაქტორი ასევე თქვენ იყავით და რომელიც ასევე პალიტრა L -ისა და “კარიბჭის” სარედაქციო ჯგუფის მიერ მომზადდა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სერია „ბიბლია განმარტებებით“ ამჯერად ჟურნალ „კაბიბჭეს გაყვება“ . რით განსხვავდება ”ბიბლიის ენციკლოპედია” მისგან ?

_ “ბიბლია განმარტებებით” გახლდათ 26 ტომეული, მასში ბიბლიის ყოველი წიგნის თითოეული მუხლის საღვთისმეტყველო შინაარსის ახსნა-განმარტებას წაიკითხავდით. ეს განმარტებები მოხმობილი და თარგმნილი გახლდათ წმინდა მამათა ეკზეგეტიკური ნაშრომებიდან და ამ 26 ტომში, ფაქტობრივად, ბიბლიის მთლიანი ტექსტის გაგებისათვის და მისი შინაარსის სწორად აღქმისათვის ძირითად და მნიშვნელოვან კომენტარებს მოვუყარეთ თავი.

რაც შეეხება ახალ პროექტს, მისი სახელწოდებაა “ბიბლიის ენციკლოპედია” და მასზე იგივე სარედაქციო ჯგუფი მუშაობს, რომელმაც “ბიბლია განმარტებებით” მოამზადა. ბიბლია კაცობრიობის მთავარი წიგნი გახლავთ და მასში დევს დიდი ინფორმაცია კაცობრიობის ისტორიის, მეცნიერების, კულტურის განვითარების შესახებ. მრავალი საუკუნეა, ბიბლიის ტექსტის მეცნიერული კვლევა მიმდინარეობს და ეს პროცესი ამოუწურავია _ დაუსრულებელია, ისევე, როგორც უსასრულო და უკიდეგანოა ის მადლი, რომლის მოქმედებითაც ეს წიგნთა წიგნი იწერებოდა.

“ბიბლიის ენციკლოპედია“ – ეს არის ვრცელი ნაშრომი, რომელიც ბიბლიასთან დაკავშირებულ უამრავ კითხვას სცემს პასუხს. ეს კითხვები ეხება ბიბლიურ არქეოლოგიას, არქიტექტურას, ასტრონომიას, გეოგრაფიას, ბიბლიურ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს, ბოტანიკას, სამხედრო ხელოვნებას, ზოოლოგიას, მიწათმოქმედებას, ხელოვნებას, მინერალოგიას, მეტეოროლოგიას, მედიცინას, მათემატიკას, ნუმიზმატიკას, პედაგოგიკას, ფიზიკას, ეთნოგრაფიას და სხვა.

ენციკლოპედიის წყობა და შინაარსი სრულიად განსხვავებულია განმარტებითი ბიბლიის ტომეულისაგან. ენციკლოპედიური ინფორმაციის გარეშე ბიბლიის ტექსტის გაცნობისას, შეიძლება ბევრი საინტერესო საკითხი პასუხგაუცემელი დაგვრჩეს.

_ სულ რამდენი ტომია და როგორი იქნება პირველი წიგნის შინაარსი?

_ “ბიბლიის ენციკლოპედია” ოთხტომეულია. ამ ტომებში განმარტებულია 7 500-მდე ტერმინი, რომლებიც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში შეიძლება შეგვხვდეს. შევეცადეთ, რომ განმარტებანი ყოფილიყო სრული, მარტივი, ადვილად გასაგები. პირველ ტომში ა-დან ზ-მდე ანბანურად დალაგებულ ტერმინთა განმარტებებია.

განსამარტი ბიბლიური ტერმინები მოგვყავს ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანიდან. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ყოველი ტერმინის განმარტების დასაწყისში ნახავთ მათ ძველქართულ შესატყვისებს, რომლებიც მოხმობილია ედიშერ ჭელიძის მიერ დაზუსტებული ტექსტიდან და ასევე _ ბერძნულ შესატყვისებს _ სეპტუაგინტადან.

_ აცნობეთ თუ არა პატრიარქს ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ?

_ ბიბლიის ენციკლოპედიის ოთხტომეული გამოიცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. პროექტი მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრასთან თანამშრომლობით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტს, სასულიერო აკადემიის პედაგოგს, გიორგი თოდუას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ ორი პროექტის მზადების პროცესში და სარედაქციო ჯგუფის მუშაობის არაერთი სირთულე სწორედ მისი დახმარებით გადავლახეთ.

_ “ბიბლიის ენციკლოპედია“ მხოლოდ ბიბლიის მკვლევართათვის იქნება საინტერესო თუ მკითხველთა ფართო წრისთვისაც?

_ “ბიბლიის ენციკლოპედია“ განკუთვნილია ბიბლიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის, ყველასთვის, ვინც წმინდა წერილის შინაარსის გაცნობას გადაწყვეტს.

მაშ ასე, “კვირის პალიტრის“ მკითხველს ვურჩევთ, არ გამოტოვონ ეს სერია.

წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 15.50 ლარი. იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების ჯიხურებში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ სახლში მიტანის სერვისით.