სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი
"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი

სა­ქარ­თვე­ლოს მრავ­ლისმნახ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 1-ლ ოქ­ტომ­ბერს იმგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შოუს მომსწრე გახ­და, რომ­ლის მსგავ­სი არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­დღეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უთე­ნია ახა­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შია. ამას მოჰ­ყვა მისი 2 ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბა­თუმ­ში იყო. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ტიც, გვიმ­ტკი­ცებ­დნენ, უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთ კუ­რორტზე ის­ვე­ნებ­სო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და მე­დია არ­კვევ­დნენ ავ­თენ­ტუ­რი იყო თუ არა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი და იყო თუ არა ნამ­დვი­ლად ბა­თუმ­ში ჩა­წე­რი­ლი. მოკ­ლედ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე დღეს გა­სა­მარ­თი არ­ჩევ­ნე­ბი არა­ვის ახ­სოვ­და და რო­გორც მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან სე­რი­ალს, ისე ვა­დევ­ნებ­დით თვალს ქი­მე­რად ქცე­უ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თავ­გა­და­სა­ვალს. დღის ბო­ლოს სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შს მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და სუს-ის ხელ­მძღვა­ნელ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თან­ხლე­ბით გა­მოგ­ვი­ცხა­და, ძებ­ნი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი­აო. მა­ლე­ვე ვი­ხი­ლეთ ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტიც, თუმ­ცა დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია კი­თხვე­ბი, რო­გორ შე­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში, რა­ტომ ამ­ბობ­და მთე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ელი­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო, რა არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი? ჩვენ გვახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მი­სი­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ლა­ივ­ჩარ­თვე­ბით, მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბი­თა და დიდი აჟი­ო­ტა­ჟით, რაც ორ­მა­გი შე­მარ­თე­ბით უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ასე არ მოხ­და.

თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ზა­ნი ის იყო, რომ მე­ო­რე დღეს და­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შუა ისე გა­ეკ­რი­ფა, მხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ეხე­ი­რათ, ეს ნამ­დვი­ლად მო­ა­ხერ­ხა. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­ულ ნა­წილ­ში, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 46,68%-იანი მხარ­და­ჭე­რით ლი­დე­რობს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმა ამომ­რჩევ­ლის 30,7%-მა მის­ცა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას 7,8%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს, და­ნარ­ჩენ პარ­ტი­ებს კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პულ­სი არ ესინ­ჯე­ბათ. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ვფიქ­რობ­დი, რომ მისი ჩა­მოს­ვლის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რე იყო, მაგ­რამ ჩა­მო­ვი­და, თან სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი რამ მოხ­და - კაცი, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წე­ლია ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლია, ჩა­მო­ვი­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩაჰ­ბარ­და. უნდა ვა­ღი­ა­რო, ვერ გა­ვი­გე, რე­ა­ლუ­რად რა მი­ზა­ნი ჰქონ­და მის ჩა­მოს­ვლას.ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შოკ­ში იყო, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, გა­მოჩ­ნდა იმათ გან­ცხა­დე­ბებ­ში, ვი­საც ეკ­რან­ზე ვხე­დავ­დით. ათა­სი სი­სუ­ლე­ლე მო­ვის­მი­ნეთ მათ­გან, რაც თა­ვის­თა­ვად ცალ­კე აუხ­სნე­ლი რა­მაა. და­ვუშ­ვათ ვი­ღა­ცამ იცო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მოს­ვლის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს რა­ტომ არ ჰქონ­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია?! თუ ასეა, ეს არის უნ­დობ­ლო­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დონე.რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ფრაქ­ცი­ის ლი­დერს არა­ფე­რი სცოდ­ნო­დათ და ამ­დე­ნი სი­სუ­ლე­ლე ელა­პა­რა­კათ.

თუ უშიშ­რო­ე­ბა ოპე­რა­ცი­ას ატა­რებ­და, ის მა­ინც ერ­ჩი­ათ მათ­თვის, რომ ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.მე­ო­რე მხა­რეა თვი­თონ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ახლა ამ­ტკი­ცებს, ლე­გა­ლუ­რად შე­მო­ვე­დიო, თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, ბრალს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის წა­უ­ყე­ნე­ბენ. უნდა გა­ირ­კვეს, რო­გორ, რა გზით შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში? დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ცით, რომ შე­მო­ი­პა­რა და რამ­დე­ნი­მე დღე და­სე­ირ­ნობ­და ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია, რომ არ და­ე­ჭი­რათ, რას აპი­რებ­და, რა ჰქონ­და მიზ­ნად?

უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი და ვერ­სი­აა, ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ. უკვე ვთქვი, რომ მის­მა ჩა­მოს­ვლამ ოპო­ზი­ცი­ის ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი კო­ზი­რი გა­ა­თა­მა­შა. ამით დას­რულ­და პრო­ცე­სი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი. უფრო სწო­რად, ის აქამ­დე იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის შე­თა­მა­შე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ხრი­კი, რო­მელ­საც ამ­გვა­რი გზავ­ნი­ლით სთა­ვა­ზობ­და მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენ თუ არ აგ­ვირ­ჩევთ, მიშა მო­ვაო... ეს "მგე­ლი მო­დის" ძა­ხი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლამ და­ას­რუ­ლა. თა­ვის მხრივ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩე­ველ­ში იყო გან­ცდა, რომ მიშა ჩა­მო­ვი­დო­და და ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებ­და, მაგ­რამ ცი­ხე­ში ჩაჯ­და და მათი მო­ლო­დი­ნიც გაც­რუვ­და.სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლამ იმუ­შა­ვა, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, იმუ­შა­ვა ბოლო ჯერ­ზე. დას­რულ­და ეპო­ქა, რომ გვა­ში­ნებ­დნენ, არი­ქა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მოვ­ლე­ნო. სა­ა­კაშ­ვი­ლი დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში თუ გა­დას­ცე­მენ უკ­რა­ი­ნას, აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მან პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი სრუ­ლად ამო­წუ­რა. ამი­ტო­მაც ამის შემ­დეგ მისი გავ­ლე­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე ეფე­მე­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისეთ პი­რო­ბებს არ შექ­მნის, რომ სა­ა­კაშ­ვილს ეს კა­პი­ტა­ლი კი­დევ შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს და მო­მა­ვალ­ში კვლა­ვაც გა­მო­ი­ყე­ნოს. ჩემი აზ­რით, სწო­რი ნა­ბი­ჯი ის იქ­ნე­ბო­და, თუ 3-ში მარ­თლაც გა­ი­მარ­თე­ბო­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ეს იქ­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა, მაგ­რამ ესეც არ გა­ა­კე­თა.

რო­დე­საც ლო­გი­კუ­რი ბმა არა აქვს ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბებს, ჩნდე­ბა უამ­რა­ვი ეჭვი და ვერ­სია. მა­გა­ლი­თად, სუ­ლაც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­მე­უ­ლი შე­თან­ხმდა მა­შინ, რო­დე­საც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ზე­ლენ­სკი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და სწო­რედ იქ გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­დო­და, მერე უკ­რა­ი­ნა მო­ი­თხოვ­და მისი მო­ქა­ლა­ქის გა­და­ცე­მას და ესე­ნიც გა­დას­ცემ­დნენ. მაგ­რამ და­ვუშ­ვათ ზე­ლენ­სკი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი რის ფა­სად და­თან­ხმდა ამას, თუ ამ­გვა­რი რამ მოხ­და?

თუ ასე­თი გა­რი­გე­ბის ვერ­სი­ას მივ­ყვე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რჩე­ბა - დიდი ფული, რო­მე­ლიც ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის ვის შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ხა­და და ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი.აბა, ევ­რო­პი­დან და და­სავ­ლე­თი­დან ვნა­ხეთ მი­შას ჩა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე რა კა­ტე­გო­რი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და.მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რი და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა უპირ­ვე­ლე­სად სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებს უნდა აუხ­სნას, რა იყო მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
16

... დღეს ,, უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ საქართველოში შემოვიდა ტრაილერის სავენტილიაციო შახტაში დამალული!!! ავიდა ბორანზე ილიჩოვსკი - ბათუმი და იქ შეძვრა , მძღოლთან უკვე შეთანხმებული, სავენტილიაციო შახტაში!!! ასევე წერს, რომ 3 -ში უნდა გამოჩენილიყო მიტინგზე და გეგმაში ჰქონდათ რამოდენიმე ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია და მთავრობაზე დაბრალება!!! ამას წერს დღევანდელი ,, უკრაინსკაია პრავდა"

ტრაილერით შემოვიდა
11

შემოვიდა ტრაილერით, რომელსაც დააწვს მწყვანილი უკრაინაში. მასხარა სავენტილაციო კაბინაში იყო დამალული. მძღოლი კი ის კაცია, ვისიც ბინაა. იმიტომაც გასკვანჩეს ბინის ,,უდანაშაულო" მეპატრონე. ამაზე რუსული პრესა უკვე წერს, ქართული პრესა კი ჯერ ტყემალზეა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი

"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი

საქართველოს მრავლისმნახველი საზოგადოება 1-ლ ოქტომბერს იმგვარი პოლიტიკური შოუს მომსწრე გახდა, რომლის მსგავსი არასოდეს გვინახავს. თვითმმართველობის არჩევნების წინადღეს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სოციალური ქსელით უთენია ახარა, რომ საქართველოშია. ამას მოჰყვა მისი 2 ვიდეოჩანაწერი, სადაც ამტკიცებდა, რომ ბათუმში იყო. მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, მეტიც, გვიმტკიცებდნენ, უკრაინის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებსო. საზოგადოების დიდი ნაწილი და მედია არკვევდნენ ავთენტური იყო თუ არა გავრცელებული ვიდეოები და იყო თუ არა ნამდვილად ბათუმში ჩაწერილი. მოკლედ, მთელი დღის განმავლობაში მეორე დღეს გასამართი არჩევნები არავის ახსოვდა და როგორც მძაფრსიუჟეტიან სერიალს, ისე ვადევნებდით თვალს ქიმერად ქცეული ექსპრეზიდენტის თავგადასავალს. დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის თანხლებით გამოგვიცხადა, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულიაო. მალევე ვიხილეთ ბორკილდადებული ექსპრეზიდენტიც, თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები, როგორ შემოვიდა სააკაშვილი ქვეყანაში, რატომ ამბობდა მთელი სახელისუფლებო ელიტა, რომ საქართველოში არ იყო, რა არის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რეალური მიზეზი და მიზანი? ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის დაკავება უკრაინაში მისივე ორგანიზებული ლაივჩართვებით, მსოფლიო მედიის ყურადღებითა და დიდი აჟიოტაჟით, რაც ორმაგი შემართებით უნდა გაეკეთებინა საქართველოში, თუმცა ასე არ მოხდა.

თუ სააკაშვილის მიზანი ის იყო, რომ მეორე დღეს დანიშნული არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე შუა ისე გაეკრიფა, მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ეხეირათ, ეს ნამდვილად მოახერხა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში, წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნება" 46,68%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს, "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ამომრჩევლის 30,7%-მა მისცა, გიორგი გახარიას პარტიას 7,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, დანარჩენ პარტიებს კი, შეიძლება ითქვას, პულსი არ ესინჯებათ. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან ისაუბრა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მისი ჩამოსვლის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ჩამოვიდა, თან სრულიად გაუგებარი რამ მოხდა - კაცი, რომელიც ამდენი წელია ქვეყნიდან გაქცეულია, ჩამოვიდა და, ფაქტობრივად, ჩაჰბარდა. უნდა ვაღიარო, ვერ გავიგე, რეალურად რა მიზანი ჰქონდა მის ჩამოსვლას.ის, რომ ხელისუფლება შოკში იყო, როცა სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, გამოჩნდა იმათ განცხადებებში, ვისაც ეკრანზე ვხედავდით. ათასი სისულელე მოვისმინეთ მათგან, რაც თავისთავად ცალკე აუხსნელი რამაა. დავუშვათ ვიღაცამ იცოდა სააკაშვილის შემოსვლის ამბავი, მაგრამ ქვეყნის პირველ პირებს რატომ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია?! თუ ასეა, ეს არის უნდობლობის კატასტროფული დონე.როგორ შეიძლებოდა პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის სპიკერს, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერს არაფერი სცოდნოდათ და ამდენი სისულელე ელაპარაკათ.

თუ უშიშროება ოპერაციას ატარებდა, ის მაინც ერჩიათ მათთვის, რომ ამგვარი განცხადებები არ გაეკეთებინათ.მეორე მხარეა თვითონ სააკაშვილი. ახლა ამტკიცებს, ლეგალურად შემოვედიო, თუმცა, როგორც ვიცი, ბრალს საზღვრის უკანონო კვეთისთვის წაუყენებენ. უნდა გაირკვეს, როგორ, რა გზით შემოვიდა საქართველოში? დღევანდელი ინფორმაციით, ვიცით, რომ შემოიპარა და რამდენიმე დღე დასეირნობდა ქვეყანაში, მაგრამ გაუგებარია, რომ არ დაეჭირათ, რას აპირებდა, რა ჰქონდა მიზნად?

უამრავი კითხვის ნიშანი და ვერსიაა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. უკვე ვთქვი, რომ მისმა ჩამოსვლამ ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე დიდი კოზირი გაათამაშა. ამით დასრულდა პროცესი, როდესაც სააკაშვილი იყო საარჩევნოდ პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. უფრო სწორად, ის აქამდე იყო "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის შეთამაშებული საარჩევნო ხრიკი, რომელსაც ამგვარი გზავნილით სთავაზობდა მმართველი პარტია საზოგადოებას, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მიშა მოვაო... ეს "მგელი მოდის" ძახილი სააკაშვილის ჩამოსვლამ დაასრულა. თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველში იყო განცდა, რომ მიშა ჩამოვიდოდა და ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ ციხეში ჩაჯდა და მათი მოლოდინიც გაცრუვდა.სააკაშვილის ჩამოსვლამ იმუშავა, მაგრამ, ჩემი აზრით, იმუშავა ბოლო ჯერზე. დასრულდა ეპოქა, რომ გვაშინებდნენ, არიქა, "ნაციონალები" მოვლენო. სააკაშვილი დარჩება საქართველოს ციხეში თუ გადასცემენ უკრაინას, აღარ აქვს მნიშვნელობა, მან პოლიტიკური კაპიტალი სრულად ამოწურა. ამიტომაც ამის შემდეგ მისი გავლენა არჩევნებზე ეფემერული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისეთ პირობებს არ შექმნის, რომ სააკაშვილს ეს კაპიტალი კიდევ შეუნარჩუნოს და მომავალში კვლავაც გამოიყენოს. ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი ის იქნებოდა, თუ 3-ში მართლაც გაიმართებოდა საპროტესტო აქცია და სააკაშვილი იქ გამოჩენილიყო. ეს იქნებოდა ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმა, მაგრამ ესეც არ გააკეთა.

როდესაც ლოგიკური ბმა არა აქვს ადამიანის მოქმედებებს, ჩნდება უამრავი ეჭვი და ვერსია. მაგალითად, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სამეული შეთანხმდა მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ იქ გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, მერე უკრაინა მოითხოვდა მისი მოქალაქის გადაცემას და ესენიც გადასცემდნენ. მაგრამ დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?

თუ ასეთი გარიგების ვერსიას მივყვებით, სააკაშვილის მოტივაციისთვის ორი შესაძლებლობა რჩება - დიდი ფული, რომელიც ძნელი მისახვედრი არ არის ვის შეიძლება გადაეხადა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესი.აბა, ევროპიდან და დასავლეთიდან ვნახეთ მიშას ჩამოსვლის თაობაზე რა კატეგორიული განცხადებები გაკეთდა.მოკლედ, ამ ყველაფერს დეტალური და არგუმენტირებული ახსნა-განმარტება სჭირდება. სააკაშვილმა უპირველესად საკუთარ მომხრეებს უნდა აუხსნას, რა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. იხილეთ სტატია სრულად