მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია კერხერმა წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი მორეცხა
კომპანია კერხერმა წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი მორეცხა

ბევ­რმა თუ იცის, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ე­დანს და­ახ­ლო­ე­ბით ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. დრო­თა გან­მა­ვა­ლო­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის ერ­თგვა­რი მე­მე­ტი­ა­ნე ად­გი­ლი გახ­და. არც თუ შო­რე­ულ წარ­სულ­ში, ის ქა­ლა­ქის გა­ლავ­ნის გა­რეთ მოქ­ცე­ულ უკაც­რი­ელ ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და და მას „გა­რე­თუ­ბანს“ ეძახ­დნენ. მო­ედ­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ძი­რი­თა­დად XIX ს-ში მოხ­და, თუმ­ცა ის­ტო­რი­კო­სე­ბის ცნო­ბით, გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აქ ლე­ვან მე­ფის დიდი ქარ­ვას­ლა მდე­ბა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც 1724 წლის თურ­ქე­ბის შე­მო­სე­ვი­სას გა­ნად­გურ­და. XIX ს-ის შუა წლე­ბამ­დე, მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე­ობ­და თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც 1874 წელს და­იწ­ვა და მო­ედ­ნის სა­ფა­რის ქვეშ და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლია მისი სარ­და­ფე­ბი. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ან­სამ­ბლი სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის ნა­გე­ბო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. მათ შო­რის არის კლა­სი­ცის­ტუ­რი სტი­ლის კავ­კა­სი­უ­რი არ­მი­ის შტა­ბის შე­ნო­ბა. მის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს რამ­დე­ნი­მე XIX ს-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ერთ-ერთ მათ­გან­ში 1829 წელს სტუმ­რობ­და ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნი, რომ­ლის სა­ხელ­საც ატა­რებს მცი­რე სკვე­რი მო­ედ­ნის გა­ნა­პი­რას. ამა­ვე მხა­რე­საა გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, ყო­ფი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია. XX სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ედ­ნის ძი­რე­უ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია და­ი­წყო. მო­ედ­ნის ცენ­ტრში ქარ­ვას­ლის შე­ნო­ბა და­ინ­გრა და მის ნაც­ვლად 1956 წელს საბ­ჭო­ე­თის ბე­ლა­დის ვ.ი. ლე­ნი­ნის მო­ნუ­მენ­ტი და­იდ­გა, რის შემ­დე­გაც მო­ე­დანს ლე­ნი­ნის სა­ხე­ლი ეწო­და. მო­ედ­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ მე­ო­თხედ­ში და­ი­წყო.

1991 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დგომ, ლე­ნი­ნის ძეგლი ჩა­მო­აგ­დეს და დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დანს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი ეწო­და. ძეგლის აღე­ბის შემ­დეგ, მო­ე­დან­ზე შად­რე­ვა­ნი გა­კეთ­და, 2006 წლის 26 ნო­ემ­ბერს კი წმინ­და გი­ორ­გის ბრინ­ჯა­ოს მო­ნუ­მენ­ტი აღი­მარ­თა, რომ­ლის ავ­ტო­რიც მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რე­თე­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სკულპ­ტუ­რა მო­ქან­და­კემ ქა­ლაქს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა (მო­ნუ­მენ­ტის სი­მაღ­ლე 5,6 მეტ­რია, 27 ტო­ნას იწო­ნის, ხოლო მის მო­ოქ­რო­ვე­ბა­ზე 2 კ.გ. ოქრო და­ი­ხარ­ჯა).

22 სექ­ტემ­ბერს, კომ­პა­ნია „კერ­ხერ­მა“, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ირე­ცხე­ბა სა­თა­ნა­დოდ შერ­ჩე­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი­თა და შპს. „ეკო­სერ­ვი­სი­სა“ და „თბილ­სერ­ვი­სის“ მხარ­და­ჭე­რით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე წმინ­და გი­ორ­გის მო­ნუ­მენ­ტის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი შად­რე­ვა­ნი გა­რე­ცხა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ­თვის ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ე­და­ნი, ად­გი­ლი, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს და რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ერის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრშია. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი უბა­ნი და მო­ნუ­მენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გარ­და ტუ­რის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­საც წარ­მო­ად­გენს, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლის ეს­თე­ტი­კუ­რო­ბა­ზე ზრუნ­ვა კომ­პა­ნი­ის­თვის ერ­თობ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სია გახ­ლავთ.

ძეგ­ლე­ბის წმენ­დის პრო­ექ­ტებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 1980 წლი­დან ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და ჩა­მო­ყა­ლიბ­და რო­გორც „კერ­ხე­რის“ კორ­პო­რა­ტი­ულ-სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა (CSR) მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის წი­ნა­შე. სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის მიერ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა ერთი ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლი გა­იწ­მინ­და. მა­გა­ლი­თად, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რაშ­მო­რის მთა­ზე – პრე­ზი­დენ­ტე­ბის მო­ნუ­მენ­ტე­ბი, ბრა­ზი­ლი­ა­ში – იესო ქრის­ტეს ქან­და­კე­ბა, ინ­გლის­ში – ლონ­დო­ნის თვა­ლი, ვა­ტი­კან­ში – წმინ­და პეტ­რეს ტაძ­რის კო­ლო­ნა­და, ნიუ-იორკში – თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა და სხვა.

არა­ხა­ლია, რომ ძეგლ­თა რე­ცხვის ტექ­ნო­ლო­გია ურ­თუ­ლე­სია და მნიშ­ვლე­ო­ვა­ნი. კომ­პა­ნია „კერ­ხერს“ აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სუფ­თა­ვე­ბის მხრივ სა­უ­კე­თე­სოა მსოფ­ლი­ო­ში და მას სა­მუ­შა­ო­ე­ბის სრულ­ფა­ოვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.. სწო­რედ ამ აპა­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით ხერ­ხდე­ბა ძეგ­ლე­ბის პირ­ვან­დე­ლი სა­ხის აღ­დგე­ნა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. “კერ­ხე­რის” პრო­ექ­ტე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ძეგ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით. სა­ქარ­თვე­ლო­ში „კერ­ხერს“ დღემ­დე, კორ­პო­რა­ტი­ულ-სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, 10-მდე პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. ამ პრო­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­რე­ცხა ილია და აკა­კის ძეგლი (თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას­თან);

2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­რე­ცხა ვაჟა-ფშა­ვე­ლას ძეგლი;

2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში მო­ი­რე­ცხა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი;

2019 წლის 26 მა­ისს მო­ი­რე­ცხა ოპე­რის წინ არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი;

2019 წელს ბა­თუმ­ში გა­ი­რე­ცხა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ძეგლი და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე შად­რე­ვა­ნი.

2021 წლის 26 მა­ისს, გა­ი­რე­ცხა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი ვა­კე­ში;

2021 წელს კი კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე წმინ­და გი­ორ­გის მო­ნუ­მენ­ტის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი შად­რე­ვა­ნი გა­რე­ცხა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნია „კერ­ხე­რი“ უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც მსოფ­ლიო და­სუფ­თა­ვე­ბის დღე­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ამა წლის 18 სექ­ტემ­ბერს, მსოფ­ლიო და­სუფ­თა­ვე­ბის დღეს, კომ­პა­ნია „კერ­ხე­რის“ გუნ­დმა მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად, და­სა­სუფ­თა­ვებ­ლად შე­არ­ჩია მცხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, ლერ­მონ­ტო­ვის ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ხოლო ბა­თუმ­ში - სა­ნა­პი­რო ზოლი.

სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე

გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დი „კერ­ხე­რი“ (Kärcher ) 100 წელ­ზე მე­ტია, რაც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობს და მსოფ­ლიო ლი­დე­რია და­სუფ­თა­ვე­ბის ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბა­ში. კომ­პა­ნია

აწარ­მო­ებს რო­გორც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბის აპა­რა­ტებს. .კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა 2016 წლი­დან შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქვს 3 მა­ღა­ზია: თბი­ლი­სი: დი­ღო­მი, აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის #167, სა­ბურ­თა­ლო - ვაჟა-ფშა­ვე­ლას #4 . ბა­თუ­მი - ლუკა ასა­თა­ნის #51. კომ­პა­ნი­ას ასე­ვე აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­აც www.karchershop.ge

R

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
7

მადლობა კერხერს, აბა ამ ჩვენ მთავრობას რისი მირეცხვის თავი აქვთ უნიათო არაფრის მაქნისები.

მაშა
6

ახლა პარლამენტიც მორეცხეთ და გაყარეთ სახლებში ეგ წურბელები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კომპანია კერხერმა წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი მორეცხა

კომპანია კერხერმა წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი მორეცხა

ბევრმა თუ იცის, რომ დედაქალაქის მთავარ მოედანს დაახლოებით ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დროთა განმავალობაში, თავისუფლების მოედანი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი, პოპულარული და ისტორიული პროცესების ერთგვარი მემეტიანე ადგილი გახდა. არც თუ შორეულ წარსულში, ის ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა და მას „გარეთუბანს“ ეძახდნენ. მოედნის განაშენიანება ძირითადად XIX ს-ში მოხდა, თუმცა ისტორიკოსების ცნობით, გვიან შუასაუკუნეებში აქ ლევან მეფის დიდი ქარვასლა მდებარეობდა, რომელიც 1724 წლის თურქების შემოსევისას განადგურდა. XIX ს-ის შუა წლებამდე, მოედანზე მდებარეობდა თბილისის საოპერო თეატრის შენობა, რომელიც 1874 წელს დაიწვა და მოედნის საფარის ქვეშ დაკონსერვებულია მისი სარდაფები. თავისუფლების მოედნის არქიტექტურული ანსამბლი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებისგან შედგება. მათ შორის არის კლასიცისტური სტილის კავკასიური არმიის შტაბის შენობა. მის მოპირდაპირე მხარეს რამდენიმე XIX ს-ის საცხოვრებელი სახლია შემორჩენილი. ერთ-ერთ მათგანში 1829 წელს სტუმრობდა ალექსანდრე პუშკინი, რომლის სახელსაც ატარებს მცირე სკვერი მოედნის განაპირას. ამავე მხარესაა განლაგებული საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, ყოფილი სასულიერო სემინარია. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან, საბჭოთა ხელისუფლებამ მოედნის ძირეული რეკონსტრუქცია დაიწყო. მოედნის ცენტრში ქარვასლის შენობა დაინგრა და მის ნაცვლად 1956 წელს საბჭოეთის ბელადის ვ.ი. ლენინის მონუმენტი დაიდგა, რის შემდეგაც მოედანს ლენინის სახელი ეწოდა. მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო.

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და დედაქალაქის ცენტრალურ მოედანს თავისუფლების მოედანი ეწოდა. ძეგლის აღების შემდეგ, მოედანზე შადრევანი გაკეთდა, 2006 წლის 26 ნოემბერს კი წმინდა გიორგის ბრინჯაოს მონუმენტი აღიმართა, რომლის ავტორიც მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. აღნიშნული სკულპტურა მოქანდაკემ ქალაქს საჩუქრად გადასცა (მონუმენტის სიმაღლე 5,6 მეტრია, 27 ტონას იწონის, ხოლო მის მოოქროვებაზე 2 კ.გ. ოქრო დაიხარჯა).

22 სექტემბერს, კომპანია „კერხერმა“, რომლის ინიციატივითაც წელიწადში რამდენჯერმე ირეცხება სათანადოდ შერჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საკუთარი ძალებითა და შპს. „ეკოსერვისისა“ და „თბილსერვისის“ მხარდაჭერით, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის ქვეშ არსებული შადრევანი გარეცხა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათთვის ღირებული და მნიშვნელოვანია თბილისის ცენტრალური მოედანი, ადგილი, რომელსაც დაახლოებით ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და რომელიც მუდმივად ერისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრშია. ვინაიდან აღნიშნული უბანი და მონუმენტი ადგილობრივების გარდა ტურისტების ინტერესის სფეროსაც წარმოადგენს, ღირსშესანიშნავი ადგილის ესთეტიკურობაზე ზრუნვა კომპანიისთვის ერთობ საპასუხისმგებლო მისია გახლავთ.

ძეგლების წმენდის პროექტებს მსოფლიო მასშტაბით 1980 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და ჩამოყალიბდა როგორც „კერხერის“ კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) მსოფლიო მემკვიდრეობის წინაშე. სპეციალურად აღჭურვილი პროფესიონალთა გუნდის მიერ, მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი ცნობილი არქიტექტურულ-კულტურული ძეგლი გაიწმინდა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, რაშმორის მთაზე – პრეზიდენტების მონუმენტები, ბრაზილიაში – იესო ქრისტეს ქანდაკება, ინგლისში – ლონდონის თვალი, ვატიკანში – წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონადა, ნიუ-იორკში – თავისუფლების ქანდაკება და სხვა.

არახალია, რომ ძეგლთა რეცხვის ტექნოლოგია ურთულესია და მნიშვლეოვანი. კომპანია „კერხერს“ აქვს სპეციალური აპარატები, რომლებიც დასუფთავების მხრივ საუკეთესოა მსოფლიოში და მას სამუშაოების სრულფაოვნად შესრულებაში ეხმარება.. სწორედ ამ აპარატურის მეშვეობით ხერხდება ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენა და შენარჩუნება. “კერხერის” პროექტები უმნიშვნელოვანესია ძეგლების შენარჩუნებისა და შთამომავლებისთვის გადაცემის თვალსაზრისით. საქართველოში „კერხერს“ დღემდე, კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 10-მდე პროექტი აქვს განხორციელებული თბილისსა და ბათუმში. ამ პროექტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

2017 წლის სექტემბერში გაირეცხა ილია და აკაკის ძეგლი (თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან);

2017 წლის ოქტომბერში გაირეცხა ვაჟა-ფშაველას ძეგლი;

2017 წლის ნოემბერში მოირეცხა ნიკოლოზ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელი;

2019 წლის 26 მაისს მოირეცხა ოპერის წინ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი;

2019 წელს ბათუმში გაირეცხა ილია ჭავჭავაძის ძეგლი და იუსტიციის სახლის მიმდებარე შადრევანი.

2021 წლის 26 მაისს, გაირეცხა მიწისქვეშა გადასასვლელი ვაკეში;

2021 წელს კი კომპანიამ თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის ქვეშ არსებული შადრევანი გარეცხა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია „კერხერი“ უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიო დასუფთავების დღეშიც მონაწილეობს. ამა წლის 18 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღეს, კომპანია „კერხერის“ გუნდმა მოხალისეებთან ერთად, დასასუფთავებლად შეარჩია მცხეთის გზატკეცილზე, ლერმონტოვის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ბათუმში - სანაპირო ზოლი.

საუკუნეზე მეტი მსოფლიო ბაზარზე

გერმანული ბრენდი „კერხერი“ (Kärcher ) 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს და მსოფლიო ლიდერია დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. კომპანია

აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების აპარატებს. .კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა 2016 წლიდან შემოვიდა საქართველოში და აქვს 3 მაღაზია: თბილისი: დიღომი, აკაკი ბელიაშვილის #167, საბურთალო - ვაჟა-ფშაველას #4 . ბათუმი - ლუკა ასათანის #51. კომპანიას ასევე აქვს ოფიციალური ონლაინ მაღაზიაც www.karchershop.ge

R