ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში მანდატების უმრავლესობა შესაძლოა, ოპოზიციამ მოიპოვოს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, რომელთაგან 12 პროპორციული წესით მიიღო, ოთხ დეპუტატს კი, მაჟორიტარული ოლქებიდან შეიყვანს.
წინასწარი მონაცემებით, 15 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელთა კანდიდატებმაც სამ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. 12 „ნაციონალი“ დეპუტატი საკრებულოში პროპორციული სიით შევა.
ბათუმის საკრებულოში სამი წევრი გიორგი გახარიას პარტიას ეყოლება და ერთი დეპუტატით პარტია „ლელო“ იქნება წარმოდგენილი.