ავტორი:

ქვეყნის მასშტაბით, "ოცნებამ" ხმების 46.6%, "ნაცმოძრაობამ" კი - 31.1% მიიღო - ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები

ქვეყნის მასშტაბით, "ოცნებამ" ხმების 46.6%, "ნაცმოძრაობამ" კი - 31.1% მიიღო - ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ თვითმმართველობის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.6% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31.1%, ხოლო „საქართველოსთვის“ 7.7%.

რაც შეეხება თბილისში პროპორციული სისტემის მიხედვით ჩატარებულ არჩევნებს, თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 39.7%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 28.3%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ 8.8% მიიღო.

როგორც ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ აღნიშნა, მერის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.