ავტორი:

59 თვითმმართველი თემიდან 19-ში ბიულეტენების 100% დათვლილია, საიდანაც 16-ში "ოოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს - წინასწარი მონაცემები

59 თვითმმართველი თემიდან 19-ში ბიულეტენების 100% დათვლილია, საიდანაც 16-ში "ოოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს - წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 19-ში ბიულეტენების 100%-ია დათვლილია, საიდანაც 16-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო 3-ში მეორე ტური გაიმართება.

ამ დროისთვის, არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს: მარნეულში, წალკაში, ნინოწმინდაში, ამბროლაურში, ლენტეხში, აბაშაში, ხულოში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, დმანისში, თეთრიწყაროში, ყაზბეგში, ბორჯომში, ონში, ვანსა და ტყიბულში.

გარდა ამისა, დათვლილია კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თიანეთის, ცაგერისა და ბაღდათის საარჩევნო ხმების 100%. სამივე მათგანში, წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან საუკეთესო შედეგის მქონე მერობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. თიანეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და თამაზ მეჭიაურს შორის გაიმართება. ცაგერში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხოლო ბაღდათში მოქალაქეებს მეორე ტურში „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.