ავტორი:

"უცნაური წერილი, არცთუ ისე ადეკვატური ადამიანისგან... შესაძლოა ფსიქიატრებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს" - რუსი სენატორი სააკაშვილის წერილზე

"უცნაური წერილი, არცთუ ისე ადეკვატური ადამიანისგან... შესაძლოა ფსიქიატრებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს" - რუსი სენატორი სააკაშვილის წერილზე

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი საკუთარ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს.

პუშკოვის თქმით, სააკაშვილისა და მისი მომხრეების განცხადება, რომ საქართველოში ძალაუფლება „პრორუსული ძალების“ ხელშია, შესაძლოა ფსიქიატრებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. მან ამ ყველაფერს სრული სისულელე უწოდა.

„უცნაური წერილი, არცთუ ისე ადეკვატური ადამიანისგან“, - აღნიშნა პარლამენტარმა.

რუსმა სენატორმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა. როგორც ალექსეი პუშკოვმა აღნიშნა, ეს ადამიანები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ რუსეთთან ომის პროვოცირებას არ მოახდენენ.

მიხეილ სააკაშვილმარუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ წერილი გაავრცელა.

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართველო საზოგადოება, როცა ყველაფერი მივატოვე კიევში და ჩამოვედი, ვიცოდი რომ, დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა, ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის“, - წერს სააკაშვილი.