ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ცაგერში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ნემსაძესა და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს შორის ჩატარდება.
ცაგერში, 42 უბნიდან 42-ვე დათვლილია. წინასწარი შედეგების მიხედვით, გიორგი ნემსაძეს ხმების 49.34% აქვს აღებული, ბესარიონ ბენდელიანს კი 35.02%. შესაბამისად, მათ 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.