პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ. მსჯავ­რდე­ბულ სა­ა­კაშ­ვილს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­აც­ნო­ბენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შსს-ს ცნო­ბით, საქ­მე­ზე აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო და საპ­რო­ცე­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, ქვიშ­ხე­თის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ებ­ზე. ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის ორი საქ­მე - „იმედ­ში“ შეჭ­რის, 7 ნო­მებ­რის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვი­სა და ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით სას­ჯე­ლის ზო­მად, „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, ხოლო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა სა­ხელ­წი­ფო სამ­სა­ხურ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ში ჩა­მო­ერ­თვა 2 წლი­სა და 3 თვის ვა­დით. სან­დრო გირ­გვი­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბი­სას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სას­ჯე­ლის ზო­მად, „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნე­სა­ზღვრა სამი წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, მას­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა ერთი წლი­თა და ექ­ვსი თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე ყო­ფილ პრე­ზი­დენტს სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის 9 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბი­ან. „იმედ­ში“ შეჭ­რის, 7 ნო­მებ­რის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
1

საზღვართ მკვეთავთა დიდი მასტერი 🤗🤗🤗🤗

qeTo
5

არ შეიძლება ავტომატით მესაზღვრეების გადახოცვა, ტანკით ახალგაზრდების გადაჭყლეტა და ისრებით სტუდენტებისათვის თვალების დათხრაც დავაბრალოთ? ბარემ ავანსად და იჯდება და იჯდება!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მსჯავრდებულ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნობენ.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში ბრალდების სისხლის სამართლის ორი საქმე - „იმედში“ შეჭრის, 7 ნომებრის აქციის დარბევის, პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ. პიჯაკების საქმეები მიმდინარეობს.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით. სანდრო გირგვილიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

რაც შეეხება სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხის 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან. „იმედში“ შეჭრის, 7 ნომებრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეს, მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.