ავტორი:

კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ დაგვიანდა პირველადი შედეგები - "გვსურდა, რომ მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატული"

კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ დაგვიანდა პირველადი შედეგები - "გვსურდა, რომ მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატული"

მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატული - ასე განმარტავს ცესკოს თავმჯდომარე პირველადი შედეგების გამოქვეყნების დაგვიანებას ცესკოს ვებ-გვერდზე.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკო ელოდებოდა შესაბამის ოქმებს ყველა საარჩევნო ოლქიდან.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა შევყოვნდით გამოქვეყნების ჭრილში, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც მოგვეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან, განთავსებული იყო ჩენს ვეგბგვერდზე. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა ამ ოქმებს და გაეკეთებინათ დაჯამება.

​არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ არჩევნებთან მიმართებაში, მის შედეგებზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ ის წინასწარი მონაცემები, რომელსაც გარკვეულ დროს გამოვაცხადებდით, ამ მონაცემებს აესახა მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა ყველა საარჩევნო ოლქიდან. რისი შესაძლებლობაც ჩვენ ამ დრომდე რეალურად არ გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმები წარდგენილი არ არის და არ არის გადმოცემული ყველა ოქმი, რომ უფრო ფართო სურათი გაგვეზიარებინა თქვენთვის", - განაცხადა კალანდარიშვილმა. ​

ცესკოში პირველადი შედეგები დილის 7 საათზე გამოაცხადეს.