ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ცესკომ ერთგვარი პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა. ამის შესახებ სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმის გამო, რომ უბნებიდან ოქმების ოლქისთვის და ცესკოსთვის მიწოდება დროულად არ მოხდა, „სავალალო შედეგი“ დადგა.
„როგორც საარჩევნო უბნებზე პროცესის გახანგრძლივება, ასევე ოლქების დონეზე ოქმების მიწოდება, შემდეგ მათი ცესკოში გადმოგზავნა და გასაჯაროვება მიმდინარეობდა ხელოვნურად. ძალიან ვწუხვარ, რომ შემიძლია ახლა ამის თქმა ასე გვიან. საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ის სავალალო შედეგი, რომ ოფიციალურ განცხადებას ცესკო საზოგადოებას აწვდის ასე გვიან. ეს არის ის ერთგვარი პირველადი ტესტი, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი აზრით არ არის ჩაბარებული“, - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, ცესკომ არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემები კენჭისყრის დასრულებიდან 11 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.