ავტორი:

"ნაცმოძრაობა" საკუთარ აქტივს ავალებს, რომ უბნებზე სიტუაცია არიოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს პაპუაშვილი?

"ნაცმოძრაობა" საკუთარ აქტივს ავალებს, რომ უბნებზე სიტუაცია არიოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს პაპუაშვილი?

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარ აქტივს საარჩევნო უბნებზე სიტუაციის არევას ავალებენ და დათვლის პროცესის ჩაშლა სურთ.

როგორც პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში, დათვლის პროცესშიც სიმშვიდე იქნება დაცული.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია ცოტა ხანში პარალელური დათვლის შედეგებს გამოაქვეყნებს.

„მთლიანად არჩვენების მიმდინარეობისას 13 ინციდენტი დაფიქსირდა. გავაგრძელებთ ინციდენტების მონიტორინგს. ცამეტივე ინციდენტი ისეთი იყო, რომ არ გაცდენილა ზეპირ და სიტყვიერ შელაპარაკებას და ამანაც გაუსვა ხაზი, რამდენად მშვიდობიანად წარიმართა დღეს არჩევნები. ამასთან ერთად მოგვდის ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ საკუთარ აქტივს ავალებს, რომ უბნებზე სიტუაცია არიოს. ნახეს რა შედეგები, რომ პირწმინდად წააგეს და ამომრჩევლების მიმართ დანაპირები, რომ თითქოს და უნდა ყოფილიყო რეფერენდუმი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, აღმოჩნდა რეფერენდუმი მათ წინააღმდეგ. არის მითითებები, რომ ჩაშალონ დათვლის პროცესი.

მინდა, ხელისუფლების სახელით ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ როგორც დღის განმავლობაში იყო უბნებზე სიმშვიდე დაცული, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიმშვიდე დაცული იყოს დათვლის დროსაც. ამის პირობას დებს ერთი მხრივ ხელისუფლება, მეორე მხრივ საარჩევნო კომისიები და ჩვენი მხარდამჭერებიც უნდა იყვნენ მობილიზებულები. რამდენიმე საათი მობილიზებაა საჭირო, რომ არავის მივცეთ პროვოკაციის და უბნებზე ძალადობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამის გარანტიაა საერთაშორისო დამკვირვებლები, როლებიც ათასზე მეტნი არიან და ამ არჩევნებს აკვირდებიან. ნახეთ მათ შეფასებები, რამდენად მშვიდობიანად და წარმატებულად აფასებენ ამ არჩევნებს. ახლა ჩვენი ვალია რამდენიმე საათი მივცეთ კომისიას, რათა დათვალოს შედეგები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.