ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს.
მისივე თქმით, მას დაკავების მოლოდინი კიევის დატოვების შემდეგ ჰქონდა.
"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართველო საზოგადოება, როცა ყველაფერი მივატოვე კიევში და ჩამოვედი, ვიცოდი რომ, დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს.
მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა, ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა გთხოვოთ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.
ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა.
გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ, თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
წერეთ და იკითხეთ, ყველაფერს რომ თავი დაანებო, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უნდა ახეხინო ვირის აბანო ამ განყიდველ მკვლელს
ქოლგა დასჭირდებათქო-წვიმს, მოძრავი ტრიბუნა ქოლგით დაფარონ უნდა ! "ავიღე რუსთავის ციხებჭენია" ქვია ამ ღონისძიებას , კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენს მანდა ! შენს "აღმშენებლობებზე" 41 ტომი დევს, კოსტუმი და სუში ეგ შესავალშია მხოლოდ , მთავარი მის მერეა : დესტრუქცია, საბოტაჟი, კარტელების და ოლიგოპოლიების შექმნა, სავალუტო და საფონდო ბირჟის განადგურება, საშუალო კლასის მოსპობა, კონსტიტუცია შელახე, ცარიელი და ცრუ პიარია შენი "პოლიტიკა", საქართველოს ეკონომიკას და მის ბიუჯეტს 9-ჯერ და 12-ჯერ გაზრდის რესურსი არ აქვს, ეს სტატისტიკის გაყალბებით შეიძლება მხოლოდ, ტურიზმი არ ახსენო საერთოდ , 2 მილიონი ემიგრაციაში გააქციე და 2 მილიონი ტურისტი ერთი კვირით მათ აქ ეკონომიკაში ვერ ჩაანაცვლებს, თან არც ეგ იყო შენი გეგმა, შენი "ტურიზმი" ნარკოტრეფიკის ინდუსტრიაა , ეს მათ გაუხსენი გზა შენ, ცრუობ, რუსის აგენტი ხარ, გამყიდველი და მტერი ხარ და ამის დამტკიცებას ეძღვნება ის 41 ტომი !