ავტორი:

"ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყო" - დავით სყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე

"ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყო" - დავით სყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოლოგიურად მზად იყო.

მისივე თქმით, პანიკა არ არის.

"მე მოვისმინე საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადება. მიხეილი ამისთვის მზად იყო. ჩვენ რიგებში, მის მეგობრებსა და თანამოაზრეებს შორის არავითარი პანიკა არ არის, რადგან ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, თამამი გადაწყვეტილება ადამიანისა, რომელსაც არ სურდა ეცხოვრა მოშორებით კომფორტში და გადაწყვიტა, ბრძოლაში ჩაბმულიყო. ეს მოსალოდნელი იყო. ის თავად ფსიქოლოგიურად მზად იყო ამისთვის.

ყველაფერი დანარჩენი მომდევნო დღეებში გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ მისი საქართველოში დაბრუნება - ეს არის ისტორიული მოვლენა ქართული პოლიტიკისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკაში“ , - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.