საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - რა თქვეს უწყებაში ექსპრეზიდენტის დაკავებაზე?
პროკურატურის საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - რა თქვეს უწყებაში ექსპრეზიდენტის დაკავებაზე?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­კეთ­და.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ და სას­ჯე­ლის ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის ვა­დით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­თავ­სდა შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

„მსაჯვრდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, დღეს, და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, მო­თავ­სდა შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე და სას­ჯე­ლის ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის ვა­დით. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოა და არ სა­ჩივ­რდე­ბა.

გარ­და ამი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია „ტე­ლე­ი­მე­დი“-ს დარ­ბე­ვის, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი - 9 024 367 ლა­რის მისი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე და ამ საქ­მე­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნე­ბით, ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ქვე­პუნ­ქტით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით), 25,117-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) და სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 (ექ­ვსი) წლის ვა­დით.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2005 წლის 14 ივ­ლისს, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სტა­ტი­ის გამო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ერეკ­ლე კო­დუ­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით",სოდი“-ს სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, თავს და­ესხნენ პარ­ლა­მენ­ტის წევრ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად სცე­მეს. ასე­ვე გას­ტა­ცეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, თან­ხა და ძვირ­ფა­სი ნივ­თი. თავ­დას­ხმის შე­დე­გად ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო ცხვი­რის და სა­ხის ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, რა­მაც სა­ხის წა­რუშ­ლე­ლი და­მა­ხინ­ჯე­ბა გა­მო­იწ­ვია და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბად შე­ფას­და.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნე­ბით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში გა­სა­მარ­თლე­ბულ პირ­თა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით შე­წყა­ლე­ბის ეპი­ზოდ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით („ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით), სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2006 წლის 27 იან­ვარს, ქ. თბი­ლის­ში, კაფე "შარ­დენ ბარ­ში“ თა­მარ მე­რა­ბიშ­ვილს (სა­ლა­ყა­ია), და­ვით ახა­ლა­ი­ას, ოლეგ მელ­ნი­კოვს, გუ­რამ დო­ნა­ძეს და სხვებს, ამა­ვე ბარ­ში მყოფ სან­დრო გირ­გვლი­ან­თან და მის მე­გო­ბარ ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძეს­თან მო­უხ­დათ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა. წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, და­ვით ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ი­ტა­ცეს ქა­ლაქ­გა­რეთ, ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე და ასე­ვე, და­ვით ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით, უმო­წყა­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს. კუ­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დამ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, გა­უ­საძ­ლის სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში გა­ა­შიშ­ვლეს ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე, ხოლო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გა­შიშ­ვლე­ბა შეძ­ლეს წელსზე­მოთ და მჩხვლე­ტა­ვი ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მი­ა­ყე­ნეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის - 12 ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა კის­რის არე­ში. გარ­და ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბე­ბი­სა, სან­დრო გირ­გვლი­ანს მი­ა­ყე­ნეს ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მარ­ცხე­ნა ზედა კი­დუ­რის არე­ში. მას სხე­ულ­ზე ასე­ვე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მრავ­ლო­ბი­თი სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და ნაჭ­დე­ვე­ბი, რის შე­დე­გად იგი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, 2006 წელს გა­სა­მარ­თლე­ბულ­ნი იქ­ნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გ.ალა­ნია, ა.ღა­ჭა­ვა, მ.ბი­ბი­ლუ­რი­ძე და ა.აფ­ცი­ა­უ­რი, რომ­ლე­ბიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კომ­ფორ­ტულ და პრი­ვი­ლი­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ტო­ვებ­დნენ ყო­ველ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, მის მიერ 2008 წელს შე­წყა­ლე­ბუ­ლე­ბიც იქ­ნენ.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბი­სა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა „ტე­ლე­ი­მე­დი“-ს დარ­ბე­ვის, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ, ძა­ლა­დო­ბი­თა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია) და სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, (სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2006-2007 წლებ­ში „ტე­ლე­ი­მე­დის“ ეთერ­ში გა­ვი­და არა­ერ­თი მწვა­ვე სი­უ­ჟე­ტი, რაც რა­დი­კა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, რო­მელ­მაც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მუ­ქა­რა, რათა ამ უკა­ნას­კნელს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ეთ­მო ტე­ლე­ვი­ზია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მის მი­მართ და­ი­წყე­ბო­და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და მოხ­დე­ბო­და, რო­გორც „ტე­ლე­ი­მე­დის“, ასე­ვე სხვა ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად მუ­ქა­რი­სა, ბად­რი პა­ტარ­კაშ­ვილ­მა არ დათ­მო ტე­ლე­ვი­ზია და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის უფრო მეტი გა­რან­ტი­ის შექ­მნის მიზ­ნით 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში, „ტე­ლე­ი­მე­დის“ მარ­თვის უფ­ლე­ბა აშშ-ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მე­დი­ა­მაგ­ნატს „NEWS CORP EUROPE Inc“-ს გა­დას­ცა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი მა­სობ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, 2007 წლის ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში გა­და­ი­ზარ­და. 2007 წლის 4 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტარ­და თათ­ბი­რი, რო­მელ­საც სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი. თათ­ბირ­ზე, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან გა­ი­ცა უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბა, რომ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მომ­ხდა­რი­ყო მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ცემა და მათ მი­მართ კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა გზი­თაც მოხ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის ჩახ­შო­ბა.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მყოფ მო­შიმ­ში­ლე მო­მი­ტინ­გე­ებს, გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, დი­ლის სა­ა­თებ­ში თავს და­ესხნენ ხელ­კე­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­არ­ბი­ეს. აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა, რო­მელ­თა და­საშ­ლე­ლა­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძალა და კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი არა­ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღი. სცე­მეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ხოლო მო­მი­ტინ­გე­ებს, რომ­ლე­ბიც თავს აფა­რებ­დნენ შე­ნო­ბებს, სპეც­რაზ­მი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

მო­მი­ტინ­გე­თა ხე­ლა­ხა­ლი შეკ­რე­ბის აღ­საკ­ვე­თად, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის და მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მელ­საც ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, შს მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნილ მთაწ­მინ­დის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე შე­იჭრ­ნენ შსს-ს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უკა­ნო­ნოდ და­ი­კა­ვეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია და გა­მო­ა­ძე­ვეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის და მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით გა­და­წყვი­ტა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით „ტე­ლე­ი­მე­დის“ დარ­ბე­ვა და მა­უ­წყებ­ლო­ბის ეთე­რი­დან გა­თიშ­ვა. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, შს მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, „ტე­ლე­ი­მე­დის“ შე­ნო­ბა­ში, უკა­ნო­ნოდ შე­იჭრ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბი და ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მათ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ამ­სხვრი­ეს სა­ე­თე­რო ჩარ­თვის აპა­რა­ტუ­რა, გა­მორ­თეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სიგ­ნა­ლი, ამას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში მყოფ პი­რებს, ასე­ვე, იქ და­საქ­მე­ბულ პერ­სო­ნალს მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, მათ შო­რის „ტე­ლე­ი­მე­დის“ ეზო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-12 მუხ­ლის მო­თხოვ­ნა­თა იგ­ნო­რი­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნეს არა­ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ტე­რი­ტო­რია ბლო­კი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

„ტე­ლე­ი­მე­დის“ მა­უ­წყებ­ლო­ბის გა­თიშ­ვის ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და სსიპ „სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის“ წევ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ჩა­რე­ვა და ზე­წო­ლის შე­დე­გად, „მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა 2007 წლის 8 ნო­ემ­ბერს მი­ი­ღეს არ­ხის სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის მოქ­მე­დე­ბის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამის შემ­დგომ, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვამ, რო­გორც ქა­ლაქ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გა­და­ა­მე­ტა სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და 2007 წლის 19 ნო­ემ­ბერს, მი­სი­ვე ხელ­მო­წე­რი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, გა­ა­უქ­მა ბად­რი პარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნილ შპს „ლინ­ქსთან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი მთაწ­მინ­დის პარ­კის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იმ მი­ზე­ზით, თით­ქოს შპს „ლინ­ქსმა“ უარი გა­ნა­ცხა­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ი­ჯა­რო ქი­რის სრუ­ლი ოდე­ნო­ბით გა­დახ­და­ზე. რე­ა­ლუ­რად, ფირ­მა პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და 2006-2007 წლებ­ში, მთაწ­მინ­დის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 33 637 279 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცია. გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ქმე­დე­ბამ, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

ამას­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ზე­მოქ­მე­დე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და კომ­პა­ნი­ის წეს­დე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, 2008 წლის 19 თე­ბერ­ვალს, ქ.თბი­ლის­ში ნო­ტა­რი­უს­თან, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირს ჩა­მო­არ­თვეს შპს „ტე­ლე­ი­მე­დი“ და შპს „რა­დი­ო­ი­მე­დი“, რი­თაც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ა­შო­რეს ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას. უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რის შე­ნიღბვის მიზ­ნით, წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბის შე­დე­გად იმა­ვე დღეს, შპს „ტე­ლე­ი­მე­დის“ და შპს „რა­დი­ო­ი­მე­დის“ მე­სა­კუთ­რე­ე­ბი გახ­დნენ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბი.

2008 წლის 20 თე­ბერ­ვალს, ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი 5 წლის ვა­დით, სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცა ერთ-ერთ ფირ­მას, რი­თაც ტელე და რა­დიო კომ­პა­ნია იმე­დი, რო­გორც ქო­ნე­ბა გა­და­ვი­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფაქ­ტობ­რივ სა­კუთ­რე­ბა­ში, მოჩ­ვე­ნე­ბით კი, კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ლე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მე­სა­კუთ­რე გახ­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი, ხოლო მმარ­თვე­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი, რი­თაც შე­ი­ნიღ­ბა რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი - და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, 2008 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის კუთ­ვნილ შპს „ენერ­გია და ინ­დუსტრია კომ­პლექსს’’ (ყო­ფი­ლი რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა).

კი­დევ ერთი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რომ­ლის გან­ხილ­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს თბი­ლი­სის საქ­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი 9 024 367 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქტს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“, „დ“ ქვე­პუნ­ქტით და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (დიდი ოდე­ნო­ბით გაფ­ლან­გვა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას შვი­დი­დან თერ­თმეტ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სდსს-ის უფ­რო­სის თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას და ოთარ ქვე­ლი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მის მიერ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ი­დუმ­ლო ფორ­მით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან მის უშუ­ა­ლო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სდსს-თვის გა­მო­ყო თან­ხე­ბი.

2009 წლის 1 მა­ი­სი­დან 2013 წლის 25 თე­ბერ­ვლამ­დე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით და ორ­გა­ნი­ზე­ბით, მისი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან არა­მიზ­ნობ­რი­ვად და­ი­ხარ­ჯა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 9 024 367.34 ლარი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯე­ბის ჩა­მო­წე­რა სდსს-ის უფ­რო­სის თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გან­ხო­რი­ელ­და სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბით, რომ­ლებ­საც გრი­ფი „სა­ი­დუმ­ლო’’ უკა­ნო­ნოდ მი­ე­ნი­ჭა.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტის შე­სა­ფა­სებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მოწ­ვე­ულ იყ­ვნენ უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და რე­კე­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი პოლ კოფი, ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო პრო­კუ­რო­რი მოშე ლა­დო­რი და იუ­გოს­ლა­ვი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის ტრი­ბუ­ნა­ლის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე სერ ჯეფ­რი ნა­ი­სი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­და საკ­მა­რის სტან­დარტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ და სას­ჯე­ლის ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის ვა­დით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­თავ­სდა შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ამას­თან გაც­ნო­ბებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლით. საქ­მე­ზე აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო და საპ­რო­ცე­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სუხია
30

ბრალი უნდა დაუმძიმდეს. კოდორის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვის. მილიარდების მოტეხვისთვის. ჟვანიას, შარაძის და კიდევ ბევრი ქართველის მკვლელობისთვის

ექსტრა
50

კენედის მკვლელობა და ვარძიის მიწისძვრის გამო ჩამონგრევაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

პროკურატურის საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - რა თქვეს უწყებაში ექსპრეზიდენტის დაკავებაზე?

პროკურატურის საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - რა თქვეს უწყებაში ექსპრეზიდენტის დაკავებაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო. შესაბამისი განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

მათივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მსაჯვრდებული მიხეილ სააკაშვილი, დღეს, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით), საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება. წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელსზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლებულნი იქნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გ.ალანია, ა.ღაჭავა, მ.ბიბილურიძე და ა.აფციაური, რომლებიც სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ კომფორტულ და პრივილიგირებულ მდგომარეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ 2008 წელს შეწყალებულებიც იქნენ.

გარდა აღნიშნული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს „NEWS CORP EUROPE Inc“-ს გადასცა.

საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.

2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.

მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.

„ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ორგანიზებით, განხორციელდა სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ წევრების საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ზეწოლის შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კომისიის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს მიიღეს არხის სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება.

ამის შემდგომ, გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2007 წლის 19 ნოემბერს, მისივე ხელმოწერილი დადგენილებით, კანონიერი საფუძვლის გარეშე, გააუქმა ბადრი პარკაციშვილის კუთვნილ შპს „ლინქსთან“ გაფორმებული მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება იმ მიზეზით, თითქოს შპს „ლინქსმა“ უარი განაცხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის სრული ოდენობით გადახდაზე. რეალურად, ფირმა პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2006-2007 წლებში, მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციისთვის ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით განახორციელა 33 637 279 ლარის ღირებულების ინვესტიცია. გიორგი უგულავას ქმედებამ, იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის მითითებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით და ზემოქმედებით, კანონმდებლობის და კომპანიის წესდების მოთხოვნათა დარღვევით, 2008 წლის 19 თებერვალს, ქ.თბილისში ნოტარიუსთან, ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოართვეს შპს „ტელეიმედი“ და შპს „რადიოიმედი“, რითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ხსენებული კომპანიების საქმიანობას. უკანონოდ დაუფლებული ქონების რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, წილების გასხვისების შედეგად იმავე დღეს, შპს „ტელეიმედის“ და შპს „რადიოიმედის“ მესაკუთრეები გახდნენ დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები.

2008 წლის 20 თებერვალს, ტელეკომპანია იმედი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა ერთ-ერთ ფირმას, რითაც ტელე და რადიო კომპანია იმედი, როგორც ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ფაქტობრივ საკუთრებაში, მოჩვენებით კი, კომპანიების წილების საკონტროლო პაკეტის მესაკუთრე გახდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, ხოლო მმართველი დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რითაც შეინიღბა რეალური მფლობელი - დავით კეზერაშვილი.

გარდა ამისა, 2008 წლის თებერვალ-მარტში, დავით კეზერაშვილი თაღლითურად დაუფლა პატარკაციშვილების კუთვნილ შპს „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს’’ (ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა).

კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქლაქო სასამართლოში, შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.

2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.

აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორიელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო’’ უკანონოდ მიენიჭა.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ამასთან გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს პროკურატურაში.