პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა

ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 1-ლ ოქ­ტომ­ბერს დი­ლით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. შსს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი არ გად­მო­უკ­ვე­თავს, თუმ­ცა სა­ღა­მოს ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი თბი­ლის­ში, სან­ზო­ნა­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში აიყ­ვა­ნეს. ის გა­დაყ­ვა­ნი­ლი რუს­თვის მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. შსს-მ მისი და­კა­ვე­ბის კად­რე­ბიც გა­ავ­რცე­ლა.

"ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის 13 - წა­მი­ა­ნი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა.

"დიდი ალ­ბა­თო­ბით, ახლა მე და­მა­კა­ვე­ბენ თბი­ლის­ში, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ არაფ­რის შე­გე­შინ­დეთ, ხვალ მი­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, მი­ე­ცით ხმა და 3-ში ყვე­ლა ერ­თად ვი­ზე­ი­მებთ გა­მარ­ჯვე­ბას. აბა, თქვენ იცით, მე ვარ ძა­ლი­ან მტკი­ცედ და მედგრად. ამის­თვის ჩა­მო­ვე­დი, რომ თქვენ და­გეხ­მა­როთ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი მე არ მქონ­და. მე არაფ­რის მე­ში­ნია და თქვენც ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, აბა, თქვენ იცით!“ - ამ­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბუ­ნებ­რი­ვი ის­მის კი­თხვა, რა გზით შე­მო­აღ­წია მან ქვე­ყა­ნა­ში. ambebi.ge - ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვით, კერ­ძოდ, ბა­თუ­მის პორ­ტით შე­მო­ვი­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანუუუუ
42

მართალი ყოფილა, მგონი მართლა ამერიკელებმა შემოიყვანეს..ვაი და უი ამერიკელებოოოო, ორმაგი სტანდარტების გამო.

დათო
67

ფაქტი ერთია, მიხა ციხეშია და დიდხანს იქნება იქ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია, მოგვიანებით კი გაავრცელა ვიდეოები, რომლის მიხედვითაც, მისივე მტკიცებით, ბათუმში იმყოფებოდა. შსს და ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, თუმცა საღამოს ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

როგორც ირკვევა, ექსპრეზიდენტი თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს. ის გადაყვანილი რუსთვის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შსს-მ მისი დაკავების კადრებიც გაავრცელა.

"ფეისბუქზე" გავრცელდა ექსპრეზიდენტის 13 - წამიანი ვიდეომიმართვა.

"დიდი ალბათობით, ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ და მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი მე არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ, აბა, თქვენ იცით!“ - ამბობს ვიდეოჩანაწერში სააკაშვილი.

ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა ჩამოსული საქართველოში, ბუნებრივი ისმის კითხვა, რა გზით შემოაღწია მან ქვეყანაში. ambebi.ge - ს წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა.