ავტორი:

შაკირას გარეული ტახები დაესხნენ თავს - რა ჰყვება მომღერალი უჩვეულო და სახიფათო შემთხვევაზე

შაკირას გარეული ტახები დაესხნენ თავს - რა ჰყვება მომღერალი უჩვეულო და სახიფათო შემთხვევაზე

პოპვარსკვლავი შაკირა ამბობს, რომ მას ბარსელონაში გარეული ტახები დაესხნენ თავს. შაკირას თქმით, ის თავის რვა წლის შვილთან ერთად პარკში სეირნობდა, რა დროსაც ტყიდან ორი გარეული ტახი გამოვარდა.

კოლუმბიელი მომღერლის თქმით, მას ტახებმა ჩანთა "გამოსტაცეს და ტყეში გაიქცნენ". მან ამის შესახებ "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული სთორის საშუალებით უამბო გულშემატკივარს.

"მათ ტყეში გაიტაცეს ჩემი ჩანთა, სადაც მქონდა მობილური და სხვა ნივთები და ფაქტობრივად, ყველაფერი გაანადგურეს", - ამბობს შაკირა.

როგორც BBC-ი წერს, გარეული ტახების თავდასხმა კატალონიაში გახშირებულია და ყოველივე ბოლო წლებში ამ პოპულაციის მნიშვნელოვან გამრავლებას უკავშირდება.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს პოლიციაში 1187 ზარი შევიდა ტახების თავდასხმასთან დაკავშირებით.