მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე მენატრებოდა აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს რომ ბათუმშია
"ისე მენატრებოდა აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს რომ ბათუმშია

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, სა­დაც ამ­ტკი­ცებს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­თუმ­შია. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მისი ოც­ნე­ბა ას­რულ­და.

"ეს არის ჩემი ბა­თუ­მი, ორში უნდა მი­ვი­დეთ ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე, მივ­ცეთ ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არც ივა­ნიშ­ვილს, არც გა­ხა­რი­ას, არც ვი­ღაც მათ სა­ტე­ლი­ტებს.

აქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც გა­ა­ნად­გუ­რეს. დღეს ვაქ­ცი­ნაც გვექ­ნე­ბო­და და არც კო­ვი­დით დაგ­ვე­ხო­ცე­ბო­და ამ­დე­ნი ხალ­ხი. ისე მე­ნატ­რე­ბო­და აქა­უ­რო­ბა, ეს არის ჩემი ოც­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეს აღ­სრულ­დე­ბა, რი­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო დად­გე­ბა ფეხ­ზე, დღეს აქ მხო­ლოდ სახ­ლებს აშე­ნე­ბენ, რუ­სე­ბის­თვის და სა­დაც ეს არის, იქ არ არის გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა. სა­ქარ­თვე­ლო­დან გარ­ბის ხალ­ხი.

ჩვენ უნდა მი­ვი­დეთ ორში, ყვე­ლამ მივ­ცეთ ხმა და შემ­დეგ სამ­ში შე­ვიკ­რი­ბოთ, რუს­თა­ვე­ლი გა­ვავ­სოთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­ვავ­სოთ და თუ ვიქ­ნე­ბით 100 000 ადა­მი­ა­ნი ჩვენ ვე­რა­ვინ ვე­ღარ დაგ­ვა­მარ­ცხებს და სა­ქარ­თვე­ლო და­ად­გე­ბა ისევ გან­ვი­თა­რე­ბის გზას. ეს სი­ღა­რი­ბე და სა­ში­ნე­ლე­ბა დას­რულ­დე­ბა

აბა, თქვენ იცით, თქვენ იმედ­ზე ვარ, ხომ ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი გავ­რის­კე, ჩემი სი­ცო­ცხლეც, თა­ვი­სუფ­ლე­ბაც, რათა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი აქ", - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ში და­წე­რა რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია: "დილა მშვი­დო­ბი­სა საქრთვე­ლო. უკვე სა­ქარ­თვე­ლო­დან რვა წლის შემ­დეგ" - წერს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ამ ეტაპ­ზე არ აქვთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, უწყე­ბა­ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან არც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კონსტანტინე თავართქილაძე
9

ეს ვიდეო დიპფეიკს რომ გავს აშკარაა. თუმცა დაველოდოთ ხელისუფლების კომენტარს. თუ ასეთი მამაცია და ამდენ ხალხს უყვარს ცხადად გამოჩენილიყო მიეც კომეტარი მთავარი არხისთვის!!!! ვნახოთ იმედია სამართლიანობის ნატამალი მაინც არსებობს ქვეყანაში!!!!!!!!!!!!!!!!!!

vanski
1

ო კაია კაცო გუშინ დედაჩემის საფლავზე ვიყავი და გავწმინდე იმდენი საფლავებია გაუწმენდავი მიშაა საქმე ბევრი გაქ რო იცოდე ვისაც შვილი არ უვარგა შენ უნდა გაუწმინდო საფლავები . .ვაი ჩვენს პატრონს ჩემს მეზობელს უხარია რომ ჩამოდის და მისი პარონის საფლავი ხუთ მეტრიანია ბუჩქბითაა დაფარული ეჰ შენს ადგილზე ამ ქვეყანაში სტალინს და ბერიას გავაცოცხლებდი .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ისე მენატრებოდა აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს რომ ბათუმშია

"ისე მენატრებოდა აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს რომ ბათუმშია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში" აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამტკიცებს, რომ ის საქართველოში, ბათუმშია. სააკაშვილის თქმით, მისი ოცნება ასრულდა.

"ეს არის ჩემი ბათუმი, ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს.

აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა, ეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, რიდესაც საქართველო დადგება ფეხზე, დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ, რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არ არის განვითარება და წინსვლა. საქართველოდან გარბის ხალხი.

ჩვენ უნდა მივიდეთ ორში, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლება გავავსოთ და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება

აბა, თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ, ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ", - ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა "ფეისბუქში დაწერა რომ ის უკვე საქართველოშია: "დილა მშვიდობისა საქრთველო. უკვე საქართველოდან რვა წლის შემდეგ" - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც "ნაციონალურ მოძრაობაში“.