მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება გამოქვაბულში, უკიდურესი გაჭირვება და ყველასგან დავიწყებული ადამიანები - "თითქოს, არ ვარსებობთ"
ცხოვრება გამოქვაბულში, უკიდურესი გაჭირვება და ყველასგან დავიწყებული ადამიანები - "თითქოს, არ ვარსებობთ"

ავ­ღა­ნეთ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და ახლა თა­ლი­ბე­ბის მიერ მმარ­თვე­ლო­ბის სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, ქვეყ­ნი­დან აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გას­ვლა, არა მხო­ლოდ ავ­ღა­ნელ­თა დიდი ნა­წი­ლის­თვის აღ­მოჩ­ნდა უი­მე­დო­ბის მომ­ტა­ნი, არა­მედ ავ­ღა­ნე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­კის­ტა­ნის რე­გი­ო­ნე­ბის­თვი­საც და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ეს ად­გი­ლე­ბი დიდი ხა­ნია და­ტო­ვეს, თუმ­ცა დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი აქამ­დე ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ, ახლა ეს იმე­დი გაქ­რა.

  • პე­შა­ვა­რის გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ავ­ღა­ნეთ-პა­კის­ტა­ნის სა­ზღვრის­პი­რა ტი­რა­ჰის რე­გი­ო­ნი­დან 7 წლის წინ წა­სუ­ლი 100-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობს, თუმ­ცა მათ პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბა დევ­ნი­ლე­ბად არ აღი­ა­რებს, ვერ იღე­ბენ დახ­მა­რე­ბას, არ აქვთ სა­მუ­შაო, მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა კი უკი­დუ­რე­სი გა­სა­ჭი­რი და საზ­რდო­ზე ფიქ­რია.

ამ­ბა­ვი ასე­თია - 2014 წელს ავ­ღა­ნეთ­თან ახ­ლოს, ტი­რა­ჰის ხე­ო­ბა­ში, პა­კის­ტა­ნის არ­მი­ა­სა და "თა­ლი­ბანს" შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. ამ ად­გი­ლას ამ­ბო­ხე­ბის კერა იყო, რომ­ლის მი­ზან­საც პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ტო­ვეს აქა­უ­რებ­მა მშობ­ლი­უ­რი სახ­ლე­ბი და მრა­ვა­ლი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში და­სახ­ლდნენ. 2017 წელს გე­ნე­რალ ლე­ი­ტე­ნან­ტმა ასიფ გა­ფირ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მი­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რომ საფრ­თხე აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ამ რე­გი­ონ­ში ბრძო­ლა ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. სა­ნამ თა­ლი­ბე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბას იგ­დებ­დნენ ხელ­ში, "თა­ლი­ბა­ნის" მოძ­რა­ო­ბამ პა­კის­ტან­ში იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა პა­კის­ტა­ნის არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ავ­ღა­ნე­თის სა­სა­ზღვრო რე­გი­ონ­ში, ტი­რა­ჰის სამ­ხრე­თით. მხო­ლოდ სექ­ტემ­ბერ­ში ამ შე­ტე­ვებს ათი ჯა­რის­კა­ცი ემსხვერ­პლა.

პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბა უარს ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან წა­სულ პი­რებს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს და ამ­ბო­ბენ, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად კი, იქ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, მუდ­მი­ვი ბრძო­ლე­ბი და ტე­რაქ­ტე­ბი ხალ­ხს აი­ძუ­ლებს, რომ ისევ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნონ, თა­ნაც უმე­ტე­სი მათ­გა­ნის სახ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

ოთხმოც­და­ა­თი წლის შაჰ მას­ტი გა­მოქ­ვა­ბულს, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს, სახ­ლს ეძა­ხის და ბრა­ზობს ამ­გვა­რი ცხოვ­რე­ბის გამო - "ღმერ­თს ვფი­ცავ, არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა, თით­ქოს, არ ვარ­სე­ბობთ", - ამ­ბობს შაჰ მას­ტი.

"ღმერ­თს ვფი­ცავ, არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა, თით­ქოს, არ ვარ­სე­ბობთ"

90 წლის შაჰ მას­ტი, ზის სა­წოლ­ზე თა­ვის უჰა­ე­რო გა­მოქ­ვა­ბულ­ში და დარ­დობს, რომ მის ოჯახს ძა­ლი­ან უჭირს, რომ ეს უკი­დუ­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამ­ბობს, რომ მისი ვა­ჟე­ბი ცდი­ლო­ბენ მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია, ოჯა­ხი იბ­რძვის ყო­ველ­დღი­უ­რი საკ­ვე­ბის­თვის. მას სამი ცოლი, 21 შვი­ლი - 9 ვაჟი და 12 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მისი ერთ-ერთი შვი­ლი მწყემ­სია. ამ­ბობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და მის ქა­ლიშ­ვი­ლებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის და მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ, მაგ­რამ არც ადრე და მით უფრო ახლა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ოჯახს არ ჰქო­ნია:

  • "ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია საკ­ვე­ბის ყიდ­ვა და წიგ­ნებს რო­გორ ვი­ყი­დით?!“

მას­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ვი­სი სო­ფე­ლი, ოჯა­ხის 50 წევრთან ერ­თად, კი­ლო­მეტ­რე­ბი ფე­ხით ია­რეს და სა­ბო­ლო­ოდ კი, პე­შა­ვარ­თან ახ­ლოს გა­მოქ­ვა­ბულ­ში და­სახ­ლდნენ. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ოდ­ნენ კლდო­ვან ლან­დშაფ­ტებ­ზე. თან მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ თხებ­სა და ცხვრებს, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს და­კარ­გეს.

რო­დე­საც თავ­დას­ხმა და­ი­წყო, ჩვენ ბევ­რი დრო არ გვქონ­და, უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და ყვე­ლა­ფე­რი დავ­ტო­ვეთ - ამ­ბობს შაჰ მას­ტი.

ბნე­ლი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ სით­ბოს ზამ­თარ­ში, ხოლო ზა­ფხულ­ში სიგ­რი­ლეს. ამ ად­გი­ლას ზა­ფხულ­ში სი­ცხე 40 გრა­დუსს აღ­წევს. გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კედ­ლებ­ზე ფე­რა­დი ფურ­ცლე­ბი და ქსო­ვი­ლე­ბი აქვთ ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი დე­კო­რა­ცი­ის­თვის და სით­ბოს შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კი კედ­ლის ნაპ­რა­ლე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი მზის შუ­ქით ნათ­დე­ბა.

გა­რეთ დგას ქვე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ცე­ცხლუ­რი, პა­ტა­რა თი­ხის ღუ­მე­ლე­ბი, სა­დაც საჭ­მელს ამ­ზა­დე­ბენ. სულ ერთი ჭა აქვთ და მწი­რი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი.

14 წლის აფ­თაბ ალი ალაგ-ალაგ მორ­თულ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ზის, სა­დაც ის მშობ­ლებ­თან და სამ და-ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. აფ­თაბს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა სურს, მე­დი­ცი­ნის შეს­წავ­ლა უნდა, მაგ­რამ ოჯა­ხი უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის წი­ნა­შეა და ის არ ფიქ­რობს, რომ ოც­ნე­ბა ოდეს­მე აუხ­დე­ბა.

რო­დე­საც შუ­ა­დღის სი­ცხე მა­ტუ­ლობს, ერთ-ერთ გო­რაკ­ზე ტრა­დი­ცი­ულ ყა­ვის­ფერ ბურ­ქა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე - ამ დროს ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ლა­მუ­რი სკო­ლი­დან ბრუნ­დე­ბი­ან. ამ ად­გილს ირო­ნი­უ­ლად "მეც­ნი­ერ­თა სო­ფელს“ ეძა­ხი­ან.

"აქ მხო­ლოდ ერთი და­წყე­ბი­თი სკო­ლაა, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი არა­ვის შე­უძ­ლია, არც ტრან­სპორ­ტია და არც ფული“, - ამ­ბო­ბენ გა­მოქ­ვა­ბუ­ლის მცხოვ­რებ­ნი.

გა­მოქ­ვა­ბულ­ში მცხოვ­რებ კი­დევ ერთ ადა­მი­ანს, მუ­ჰა­მედს ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად აწუ­ხებს, ის უფრო მე­ტად თა­ლი­ბე­ბის მიერ ავ­ღა­ნე­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­ზე წუხს. იცის, რომ შე­იძ­ლე­ბა შინ ვე­ღა­რას­დროს დაბ­რუნ­დეს.

"ამ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ადა­მი­ანს სურს სახ­ლში წას­ვლა, მაგ­რამ ეს არ შეგ­ვიძ­ლია, რად­გან სი­ტუ­ა­ცია იქ არ არის უსაფრ­თხო", - ამ­ბობს მუ­ჰა­მე­დი.

თუ პა­კის­ტა­ნი მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რებს დევ­ნი­ლე­ბად, შე­საძ­ლოა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი მი­ი­ღონ, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე არ იქ­ცე­ვა. "ან გვა­ღი­ა­რონ რო­გორც იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ან მო­აგ­ვა­რონ სი­ტუ­ა­ცია, რომ სახ­ლებ­ში დავ­ბრუნ­დეთ, გა­მოქ­ვა­ბულ­ში, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, ცხოვ­რე­ბა არ არის“, - ამ­ბობს მუ­ჰა­მე­დი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
21

"მას სამი ცოლი, 21 შვი­ლი - 9 ვაჟი და 12 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს"-ერთი ცოლი და სამი შვილი არ ექოფოდა? მერე გამოდიან და გვიჭირსო. მსოფლიო ამდენ ადამიანს მალე ვეღარ გამოკვებავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ცხოვრება გამოქვაბულში, უკიდურესი გაჭირვება და ყველასგან დავიწყებული ადამიანები - "თითქოს, არ ვარსებობთ"

ცხოვრება გამოქვაბულში, უკიდურესი გაჭირვება და ყველასგან დავიწყებული ადამიანები - "თითქოს, არ ვარსებობთ"

ავღანეთში, წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები და ახლა თალიბების მიერ მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება, ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა, არა მხოლოდ ავღანელთა დიდი ნაწილისთვის აღმოჩნდა უიმედობის მომტანი, არამედ ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე პაკისტანის რეგიონებისთვისაც და ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს ადგილები დიდი ხანია დატოვეს, თუმცა დაბრუნების იმედი აქამდე ყოველთვის ჰქონდათ, ახლა ეს იმედი გაქრა.

  • პეშავარის გამოქვაბულებში ავღანეთ-პაკისტანის საზღვრისპირა ტირაჰის რეგიონიდან 7 წლის წინ წასული 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მათ პაკისტანის მთავრობა დევნილებად არ აღიარებს, ვერ იღებენ დახმარებას, არ აქვთ სამუშაო, მათი ყოველდღიურობა კი უკიდურესი გასაჭირი და საზრდოზე ფიქრია.

ამბავი ასეთია - 2014 წელს ავღანეთთან ახლოს, ტირაჰის ხეობაში, პაკისტანის არმიასა და "თალიბანს" შორის შეტაკებები მოხდა. ამ ადგილას ამბოხების კერა იყო, რომლის მიზანსაც პაკისტანის მთავრობის დამხობა წარმოადგენდა. სწორედ ამ პერიოდში დატოვეს აქაურებმა მშობლიური სახლები და მრავალი კილომეტრის მოშორებით, გამოქვაბულებში დასახლდნენ. 2017 წელს გენერალ ლეიტენანტმა ასიფ გაფირმა გამოაცხადა, რომ მისია დასრულებულია, რომ საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა რეალურად, ამ რეგიონში ბრძოლა ახლაც გრძელდება. სანამ თალიბები ავღანეთში ძალაუფლებას იგდებდნენ ხელში, "თალიბანის" მოძრაობამ პაკისტანში იერიში მიიტანა პაკისტანის არმიის წინააღმდეგ ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში, ტირაჰის სამხრეთით. მხოლოდ სექტემბერში ამ შეტევებს ათი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

პაკისტანის მთავრობა უარს ამბობს, რომ აღნიშნული რეგიონებიდან წასულ პირებს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიანიჭოს და ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ სახლებში დაბრუნება. რეალურად კი, იქ შექმნილი ვითარება, მუდმივი ბრძოლები და ტერაქტები ხალხს აიძულებს, რომ ისევ გამოქვაბულში ცხოვრება ამჯობინონ, თანაც უმეტესი მათგანის სახლი განადგურებულია.

ოთხმოცდაათი წლის შაჰ მასტი გამოქვაბულს, რომელშიც ცხოვრობს, სახლს ეძახის და ბრაზობს ამგვარი ცხოვრების გამო - "ღმერთს ვფიცავ, არავინ გვეხმარება, თითქოს, არ ვარსებობთ", - ამბობს შაჰ მასტი.

"ღმერთს ვფიცავ, არავინ გვეხმარება, თითქოს, არ ვარსებობთ"

90 წლის შაჰ მასტი, ზის საწოლზე თავის უჰაერო გამოქვაბულში და დარდობს, რომ მის ოჯახს ძალიან უჭირს, რომ ეს უკიდურესი მდგომარეობაა. ამბობს, რომ მისი ვაჟები ცდილობენ მუშაობას, მაგრამ ეს არაფერია, ოჯახი იბრძვის ყოველდღიური საკვებისთვის. მას სამი ცოლი, 21 შვილი - 9 ვაჟი და 12 ქალიშვილი ჰყავს. მისი ერთ-ერთი შვილი მწყემსია. ამბობს, რომ კარგი იქნებოდა მის ქალიშვილებს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდათ, მაგრამ არც ადრე და მით უფრო ახლა, ეს შესაძლებლობა ოჯახს არ ჰქონია:

  • "ჩვენ არ შეგვიძლია საკვების ყიდვა და წიგნებს როგორ ვიყიდით?!“

მასტი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სოფელი, ოჯახის 50 წევრთან ერთად, კილომეტრები ფეხით იარეს და საბოლოოდ კი, პეშავართან ახლოს გამოქვაბულში დასახლდნენ. სამი დღის განმავლობაში დადიოდნენ კლდოვან ლანდშაფტებზე. თან მიერეკებოდნენ თხებსა და ცხვრებს, თუმცა ბევრი მათგანი გადაადგილების დროს დაკარგეს.

როდესაც თავდასხმა დაიწყო, ჩვენ ბევრი დრო არ გვქონდა, უნდა წამოვსულიყავით და ყველაფერი დავტოვეთ - ამბობს შაჰ მასტი.

ბნელი გამოქვაბულები ინარჩუნებენ სითბოს ზამთარში, ხოლო ზაფხულში სიგრილეს. ამ ადგილას ზაფხულში სიცხე 40 გრადუსს აღწევს. გამოქვაბულების კედლებზე ფერადი ფურცლები და ქსოვილები აქვთ ჩამოკიდებული დეკორაციისთვის და სითბოს შესანარჩუნებლად. საცხოვრებელი კი კედლის ნაპრალებიდან შემოსული მზის შუქით ნათდება.

გარეთ დგას ქვებისგან გაკეთებული საცეცხლური, პატარა თიხის ღუმელები, სადაც საჭმელს ამზადებენ. სულ ერთი ჭა აქვთ და მწირი რაოდენობით წყალი.

14 წლის აფთაბ ალი ალაგ-ალაგ მორთულ გამოქვაბულში ზის, სადაც ის მშობლებთან და სამ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. აფთაბს უნივერსიტეტში სწავლა სურს, მედიცინის შესწავლა უნდა, მაგრამ ოჯახი უკიდურესი გაჭირვების წინაშეა და ის არ ფიქრობს, რომ ოცნება ოდესმე აუხდება.

როდესაც შუადღის სიცხე მატულობს, ერთ-ერთ გორაკზე ტრადიციულ ყავისფერ ბურქაში გამოწყობილი გოგონები გამოჩნდებიან ხოლმე - ამ დროს ისინი ადგილობრივი ისლამური სკოლიდან ბრუნდებიან. ამ ადგილს ირონიულად "მეცნიერთა სოფელს“ ეძახიან.

"აქ მხოლოდ ერთი დაწყებითი სკოლაა, საშუალო სკოლაში სიარული არავის შეუძლია, არც ტრანსპორტია და არც ფული“, - ამბობენ გამოქვაბულის მცხოვრებნი.

გამოქვაბულში მცხოვრებ კიდევ ერთ ადამიანს, მუჰამედს ფინანსური მდგომარეობა ნაკლებად აწუხებს, ის უფრო მეტად თალიბების მიერ ავღანეთის ხელში ჩაგდებაზე წუხს. იცის, რომ შეიძლება შინ ვეღარასდროს დაბრუნდეს.

"ამ გამოქვაბულებში მცხოვრებ ყველა ადამიანს სურს სახლში წასვლა, მაგრამ ეს არ შეგვიძლია, რადგან სიტუაცია იქ არ არის უსაფრთხო", - ამბობს მუჰამედი.

თუ პაკისტანი მათ ოფიციალურად აღიარებს დევნილებად, შესაძლოა, ჰუმანიტარული დახმარებები მიიღონ, მაგრამ ხელისუფლება ასე არ იქცევა. "ან გვაღიარონ როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, ან მოაგვარონ სიტუაცია, რომ სახლებში დავბრუნდეთ, გამოქვაბულში, გაურკვევლობაში ცხოვრება, ცხოვრება არ არის“, - ამბობს მუჰამედი.