სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითია, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს" - ექიმის 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
"მითია, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს" - ექიმის 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ზაზა თე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ტა­მი­ნე­ბის თვით­ნე­ბურ მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ექი­მი ასე­ვე გვთა­ვა­ზობს 12 რჩე­ვას იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მითი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ვი­ტა­მი­ნე­ბი ან მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბი აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს (Boost Immune System).

ასე­ვე, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ო­დია ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბის აგი­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ ექი­მე­ბი, თუმ­ცა ამის სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის "გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად" ადა­მი­ა­ნე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად იღე­ბენ ამ ტი­პის და­ნა­მა­ტებს, ასე­ვე ას­მე­ვენ ბავ­შვებს და ოჯა­ხის წევ­რებს.

სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა და­ნა­მა­ტის სა­ხით რა­ი­მე სა­ხის სარ­გე­ბელს აძ­ლევს ადა­მი­ანს არ არ­სე­ბობს და მე­ტიც, თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის ორ­გა­ნიზ­მში რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბა, მისი და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რად შე­საძ­ლოა სა­ხი­ფა­თო იყოს იმის გამო რომ ჰი­პერ­ვი­ტა­მი­ნო­ზით (ვი­ტა­მი­ნის ორ­გა­ნიზ­მში ნორ­მა­ზე მე­ტად მო­მა­ტე­ბა) ადა­მი­ანს და­ე­მარ­თოს ტოქ­სი­კო­ზი ან სხვა სა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

ასე­ვე მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბით არ ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვა ვირუ­სე­ბის­გან ან სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან.

იმი­სათ­ვის რომ იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ ნორ­მა­ლუ­რად იმუ­შა­ოს და იყოს ძლი­ე­რი სა­ჭი­როა:

1. ჯან­სა­ღი კვე­ბის რუ­ტი­ნა, წყლის მი­ღე­ბა;

2. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში;

3. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძილი, მი­ნი­მუმ 6 სა­ა­თი;

4. თამ­ბა­ქოს ელი­მი­ნა­ცია, მე­ო­რე და მე­სა­მე ხე­ლით მო­წე­ვის­გან თა­ვის არი­დე­ბა;

5. ჭარ­ბი ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის შე­ზღუდ­ვა;

6. პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა;

7. წო­ნის კლე­ბა, კუნ­თის ჰი­პერტრო­ფია

8. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­ზღუდ­ვა

რო­დე­საც ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ძლი­ე­რია და სწო­რად მუ­შა­ობს, მას აქვს უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ებ­რძო­ლოს და "და­ა­მარ­ცხოს" გა­ცი­ე­ბა და სხვა რიგი ინ­ფექ­ცი­ე­ბი.

12 რჩე­ვა იმი­სათ­ვის, რომ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იყოს ძლი­ე­რი:

1. ჭამე ხილი და ბოსტნე­უ­ლი - სხვა­დას­ხვა ფე­რე­ბი;

2. თავი და­ა­ნე­ბე მო­წე­ვას;

3. და­კავ­დი სექ­სით ხში­რად;

4. იყა­ვი პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი;

5. ხში­რად და­ი­ბა­ნე ხე­ლე­ბი და სახე;

6. ივარ­ჯი­შე სის­ტე­მა­ტი­უ­რად, ხში­რად;

7. ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე შენი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი;

8. გა­ი­ცი­ნე ხში­რად;

9. შე­ზღუ­დე ჭარ­ბი ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა;

10. გქონ­დეს კარ­გი ძილი - მი­ნი­მუმ 6 სა­ა­თი;

11. სკეპ­ტი­კუ­რად იყა­ვი გან­წყო­ბი­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მი­მართ, მათი მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ხი­ფა­თოა;

12. კარ­გია ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი - აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისი­ნი იყ­ვნენ აც­რი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭუტა
8

ხომ თქვა ამ გენიოსმა და მორჩა....ეგ დიდაქტიკა ყველამ ისედაც იცის...

რ ე ა ლ ო ბ ა
33

ესააა ექიმიიიიიიიიიიიი? )))) ჰაააჰაააა ჰააააა მოიცადეთ მე 4 კურსი დახურა უკვე? ჰეეეჰეეეჰეეე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მითია, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს" - ექიმის 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

"მითია, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს" - ექიმის 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ვიტამინების თვითნებურ მიღებასთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ექიმი ასევე გვთავაზობს 12 რჩევას იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

"საზოგადოებაში, სამწუხაროდ, გავრცელებულია მითი იმის თაობაზე, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს (Boost Immune System).

ასევე, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ვიტამინების მიღების აგიტაციას ახდენენ ექიმები, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

იმუნური სისტემის "გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინების მიღება დანამატის სახით რაიმე სახის სარგებელს აძლევს ადამიანს არ არსებობს და მეტიც, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა, მისი დანამატის სახით მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად შესაძლოა სახიფათო იყოს იმის გამო რომ ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინის ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატება) ადამიანს დაემართოს ტოქსიკოზი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.

ასევე მულტივიტამინების მიღებით არ ხდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან ან სხვა ინფექციებისგან.

იმისათვის რომ იმუნურმა სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და იყოს ძლიერი საჭიროა:

1. ჯანსაღი კვების რუტინა, წყლის მიღება;

2. ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ვარჯიში;

3. მოწესრიგებული ძილი, მინიმუმ 6 საათი;

4. თამბაქოს ელიმინაცია, მეორე და მესამე ხელით მოწევისგან თავის არიდება;

5. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა;

6. პირადი ჰიგიენა;

7. წონის კლება, კუნთის ჰიპერტროფია

8. მედიკამენტების მიღების შეზღუდვა

როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და "დაამარცხოს" გაციება და სხვა რიგი ინფექციები.

12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

1. ჭამე ხილი და ბოსტნეული - სხვადასხვა ფერები;

2. თავი დაანებე მოწევას;

3. დაკავდი სექსით ხშირად;

4. იყავი პოზიტიურად განწყობილი;

5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე;

6. ივარჯიშე სისტემატიურად, ხშირად;

7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი;

8. გაიცინე ხშირად;

9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება;

10. გქონდეს კარგი ძილი - მინიმუმ 6 საათი;

11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდირებული და პოტენციურად სახიფათოა;

12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი - აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ".