საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით..." - როგორ გახდა იმპერატორის ფავორიტი მომღერალი ქალი ჯაშუში?
"დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით..." - როგორ გახდა იმპერატორის ფავორიტი მომღერალი ქალი ჯაშუში?

ქალი აგენ­ტი სა­ჯა­შუ­შო რო­მა­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი თე­მაა. ჯა­შუ­შის მი­მართ ინ­ტე­რე­სი იმა­ტებს, თუ იგი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა. ასე­თი გახ­ლდათ ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია, ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­საც "კურსკელ ბულ­ბულს" უწო­დებ­დნენ. იყო დრო, მას ფი­ო­დორ შა­ლი­ა­პი­ნის გვერ­დი­თაც კი აყე­ნებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მის სა­ხელს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სსრ კავ­შირ­ში ტაბუ ედო.

  • გლე­ხის ქალი და იმ­პე­რა­ტო­რი

ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი ვი­ნი­კო­ვა) 1884 წელს და­ი­ბა­და კურსკის მახ­ლობ­ლად, გლე­ხის ოჯახ­ში. პა­ტა­რა იყო, როცა მშობ­ლებ­მა მო­ნას­ტერ­ში მი­ა­ბა­რეს. ნა­დია იქი­დან გა­იქ­ცა. ერთხანს მდი­და­რი ვაჭ­რის მო­ახ­ლედ მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ ცირ­კის მსა­ხი­ო­ბო­ბა­საც აპი­რებ­და. გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლა ალექ­სან­დრა ლი­პი­ნამ, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ­თა გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ნა­დი­ას ტა­ლან­ტით მო­ი­ხიბ­ლა.

ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია

"ნა­დეჟ­დამ წერა-კი­თხვა ძლივს იცო­და. ნო­ტე­ბი­სა არა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა და გა­სა­ო­ცა­რი ხმა ჰქონ­და", - წერს საბ­ჭო­თა და რუსი მწე­რა­ლი ტე­ო­დორ გლად­კო­ვი. ლი­პი­ნა­მაც ნა­დია თა­ვის გუნდში აიყ­ვა­ნა. შემ­დგომ­ში გო­გო­ნა შეხ­ვდა ედ­მუნდ პლე­ვიც­კის, ვარ­შა­ვის თე­ატ­რის ბა­ლე­ტის ყო­ფილ სო­ლისტს, ცო­ლად გაჰ­ყვა და წე­სი­სა­მებრ, მის გვარ­ზე გა­და­ვი­და. ქმა­რი მა­რი­ფა­თი­ა­ნი კაცი იყო. მისი დახ­მა­რე­ბით ნა­დია ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­და.

ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ი­ას კონ­ცერ­ტე­ბი ანშლა­გით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, - წე­რენ თა­ნა­მედ­რო­ვე რუსი ის­ტო­რი­კო­სე­ბი ალექ­სან­დრ კოლ­პა­კი­დი და დმიტ­რი პრო­ხო­რო­ვი. პლე­ვიც­კა­ი­ა­ზე, რო­გორც დიდ მომ­ღე­რალ­ზე, მთე­ლი რუ­სე­თი ალა­პა­რაკ­და. მას მე­ო­რე შა­ლი­ა­პინ­საც უწო­დებ­დნენ. მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რის­თვის გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა 1909 წელი, როცა ნი­ჟე­გო­რო­დის ბაზ­რო­ბა­ზე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მას მო­უს­მი­ნა ლე­ო­ნიდ სო­ბი­ნოვ­მა, დიდ­მა რუს­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა. მისი ხელ­შე­წყო­ბით პლე­ვიც­კა­ი­ამ მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში იმ­ღე­რა. პლე­ვიც­კა­ია მე­გობ­რობ­და ფი­ო­დორ შა­ლი­ა­პინ­თან, ცნო­ბილ თე­ატ­რა­ლურ მსა­ხი­ო­ბებ­თან, გა­მო­დი­ო­და მე­ფის კარ­ზე. ერთხელ იმ­პე­რატ­რი­ცა ალექ­სან­დრა ფი­ო­დო­როვ­ნამ, შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი შეს­რუ­ლე­ბის­თვის, მომ­ღე­რალს ბრი­ლი­ან­ტე­ბი­ა­ნი გულ­საბ­ნე­ვი აჩუ­ქა. პლე­ვიც­კა­ი­ას ტა­ლან­ტის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი კი ნი­კო­ლოზ II იყო, რო­მე­ლიც თვითმხილ­ველ­თა თქმით, მისი მოს­მე­ნი­სას თავს დაბ­ლა ხრი­და და ტი­რო­და.

იმ­პე­რა­ტო­რი ნი­კო­ლოზ II და იმ­პე­რატ­რი­ცა ალექ­სან­დრა ფი­ო­დო­როვ­ნა კრემ­ლის დიდი სა­სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე (1903 წ.)

"ერთხე­ლაც, როცა პლე­ვიც­კა­ი­ას ხმამ იმ­პე­რა­ტო­რი ისე მო­ა­ჯა­დო­ვა, რომ ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა, მან მომ­ღე­რალ­თან სა­უ­ბა­რი ინე­ბა", - წერს გლად­კო­ვი. შე­კი­თხვა­ზე, სიმ­ღე­რას ვის­თან სწავ­ლობ­დი­თო, მომ­ღე­რალ­მა მი­უ­გო:

- არა­ვის­თან.

- გა­სა­გე­ბია, - ნი­კო­ლოზ II-მ გა­ი­ღი­მა, - ამი­ტო­მაც ხართ ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი. იცით რა, ჩემი თხოვ­ნაა, არ ის­წავ­ლოთ სიმ­ღე­რა!..

- მა­პა­ტი­ეთ, ვერ გა­ვი­გე... - და­იბ­ნა მომ­ღე­რა­ლი.

- ნას­წავ­ლი ბულ­ბუ­ლე­ბის­თვის საკ­მა­რი­სად მო­მის­მე­ნია, - ნი­კო­ლოზ II წა­მით გა­ჩუმ­და, - თქვენ კი რა­ღაც­ნა­ი­რი სხვა­ნა­ი­რი ხართ, ბუ­ნებ­რი­ვი. ეს სხვე­ბის­გან გა­მო­გარ­ჩევთ. იმ­პე­რა­ტო­რი ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ი­ას ში­ნა­უ­რუ­ლად ელა­პა­რა­კე­ბო­და. ქალ­მა არ იცო­და, მე­ფეს­თან რო­გორ და­ე­ჭი­რა თავი. სა­უბ­რი­სას ზოგ­ჯერ ხმა­საც უწევ­და, ხე­ლებ­საც იქ­ნევ­და. ნი­კო­ლოზ II კი მხო­ლოდ იღიმoდა.

  • სიყ­ვა­რუ­ლი სის­ხლის წვი­მებ­ში

რე­ვო­ლუ­ცი­ამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა, მათ შო­რის პლე­ვიც­კა­ი­აც. 1917 წლის­თვის ის უკვე ცნო­ბილ მომ­ღერ­ლად ით­ვლე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე ფილმშიც გა­და­ი­ღეს 1915-1916 წლებ­ში. რე­ვო­ლუ­ცი­ას ნა­დია მტრუ­ლად შეხ­ვდა, თეთ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­იც­ნო ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი ოფი­ცე­რი ნი­კო­ლაი სკობ­ლი­ნი და ცო­ლად გაჰ­ყვა (ედ­მუნდ პლე­ვიც­კი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო სკობ­ლი­ნი მე­სა­მე ქმა­რი გახ­ლდათ). თეთრ არ­მი­ა­ში ოფი­ცერ­მა გე­ნერ­ლის ჩინს მი­აღ­წია. რუსი ის­ტო­რი­კო­სი რო­მან გული წერს, რომ სკობ­ლი­ნი სი­მა­მა­ცით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­ვად გა­დი­ო­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ხელ­ჩარ­თულ შე­ტა­კე­ბებ­შიც. სკობ­ლინს დი­დად აფა­სებ­და გე­ნე­რა­ლი ან­ტონ დე­ნი­კი­ნი. მან სკობ­ლინს გე­ნერ­ლის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა, ეს­წრე­ბო­და სკობ­ლი­ნი­სა და პლე­ვიც­კა­ი­ას ქორ­წილ­საც. ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ქარ­ცე­ცხლში ქმრის გვერ­დით იდგა, ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­შე კონ­ცერ­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და და სა­ლაშ­ქრო ცხოვ­რე­ბის მთელ სიმ­ძი­მე­საც იზი­ა­რებ­და. ანა­ტო­ლი რი­ბა­კო­ვის, რუსი საბ­ჭო­თა მწერ­ლის ცნო­ბით, პლე­ვიც­კა­ია მტკი­ცე მო­ნარ­ქის­ტი იყო. მას ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მის­თვის ვერ ეპა­ტი­ე­ბი­ნა ნი­კო­ლოზ II-ის დახ­ვრე­ტა. ქალს მტკი­ცედ სწამ­და, რომ რუ­სეთ­ში მო­ნარ­ქია უნდა აღ­მდგა­რი­ყო, რად­გან სხვაგ­ვა­რად ქა­ო­სი არა­სო­დეს დამ­თავ­რდე­ბო­და.

- რუ­სეთ­ში წეს­რი­გი უნდა აღ­დგეს! ამი­სი გა­კე­თე­ბა კი მხო­ლოდ მი­რონ­ცხე­ბულ მე­ფეს ძა­ლუძს, - ამ­ბობ­და ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია. თეთ­რგვარ­დი­ე­ლე­ბი და­მარ­ცხდნენ და პლე­ვიც­კა­ია ქმარ­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი პა­რიზ­ში დამ­კვიდ­რდნენ. და­ი­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, მთე­ლი თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­თა და სი­დუ­ხ­ჭი­რით.

  • გზა აგენ­ტო­ბის­კენ

ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა პა­რი­ზის რუ­სულ რეს­ტორ­ნებ­ში და­ი­წყო სიმ­ღე­რა. მისი გა­მოს­ვლე­ბი ანშლა­გით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბა სულ უფრო აშ­კა­რად იჩენ­და თავს. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ი­აც სპირ­ტი­ან სას­მე­ლებს მი­ე­ძა­ლა. ქმა­რი ცდი­ლობ­და, ცოლს თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა სმის­თვის, მაგ­რამ ამა­ოდ.

- პლე­ვიც­კა­ია სა­სო­წარ­კვე­თამ შე­ი­პყრო. ის გა­მუდ­მე­ბით იმე­ო­რებ­და, რომ სამ­შობ­ლო­ში ვე­ღა­რა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა, - წერს რუსი საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი იუ­ლი­ან სე­მი­ო­ნო­ვი.ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი რამე გა­მო­სა­ვალს ყო­ველ­თვის აგ­ნებს. პლე­ვიც­კა­ი­აც 1930 წლი­დან სუკ-ის (საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის) აგენ­ტი გახ­და. მას მი­ე­ნი­ჭა მეტ­სა­ხე­ლი "ფერ­მერ­შა". სუკ-ის აგენ­ტი გახ­და მისი ქმა­რი გე­ნე­რა­ლი სკობ­ლი­ნიც. რომ­ლის ფსევ­დო­ნი­მი იყო "ფერ­მე­რი".

ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია და მისი მე­უღ­ლე ნი­კო­ლაი სკობ­ლი­ნი პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში (1930 წ.)

- დღემ­დე უც­ნო­ბია, პლე­ვიც­კა­ია სკობ­ლინ­მა გა­და­ი­ბი­რა თუ პი­რი­ქით, - წერს იუ­ლი­ან სე­მი­ო­ნო­ვი .გე­ნე­რა­ლი სკობ­ლი­ნი ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­უ­ლი და პა­ტივ­მოყ­ვა­რე კაცი იყო. ის მხარს უჭერ­და როვს-ის ლი­დერს (რუ­სე­თის სა­ერ­თო სამ­ხედ­რო კავ­ში­რი, თეთ­რი ემიგ­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცია), გე­ნე­რალ ალექ­სან­დრ კუ­ტე­პოვს. როცა ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩე­კის­ტებ­მა პა­რი­ზი­დან მო­ი­ტა­ცეს, სკობ­ლინს იმე­დი ჰქონ­და, რომ როვს-ს სა­თა­ვე­ში თა­ვად ჩა­უდ­გე­ბო­და. ამ ოც­ნე­ბას აღ­სრუ­ლე­ბა არ ეწე­რა. როვს-ის ლი­დე­რი გახ­და ხან­შე­სუ­ლი გე­ნე­რა­ლი ევ­გე­ნი მი­ლე­რი. სკობ­ლი­ნი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი დარ­ჩა. მან სა­კუ­თა­რი თა­მა­ში წა­მო­ი­წყო, რომ­ლის მი­ზან­საც როვს-ის სა­თა­ვე­ში მოს­ვლა წარ­მო­ად­გენ­და.პო­ლი­ტი­კა­ში სკობ­ლი­ნი საკ­მა­ოდ კარ­გად ერ­კვე­ო­და. ამი­ტომ ის ხე­დავ­და, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს (საფ­რან­გე­თი, ინ­გლი­სი) რუ­სე­თის­თვის არ ეცა­ლათ, გერ­მა­ნია კი სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და. სკობ­ლინ­მაც კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­რა გერ­მა­ნულ დაზ­ვერ­ვას­თან, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სუკ-ის (საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის) აგენ­ტიც გახ­და. გე­ნე­რა­ლი იმე­დოვ­ნებ­და, რომ რო­გორც რუ­სე­ბის, ასე­ვე გერ­მა­ნე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით როვს-ის სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცე­ო­და. - ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ გერ­მა­ნია! ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთს სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, გერ­მა­ნი­ა­ში კი ან­ტი­კო­მუ­ნიზ­მი ძლი­ერ­დე­ბა. ეს ადრე თუ გვი­ან ბოლ­შე­ვი­კურ რუ­სეთ­თან ომით დამ­თავ­რდე­ბა, - ამ­ბობ­და სკობ­ლი­ნი. როვს-ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთა ამას ეთან­ხმე­ბო­და. ხან­ში შე­სუ­ლი ლი­დე­რე­ბი კი მი­ლე­რის გარ­შე­მო და­ი­რაზმნენ, ისი­ნი თა­ვი­ანთ მო­კავ­ში­რედ საფ­რან­გეთს მი­იჩ­ნევ­დნენ. სკობ­ლინ­მაც მი­ლე­რის მო­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ამი­სი გა­კე­თე­ბა არ შე­ეძ­ლო, ამი­ტო­მაც იმე­დი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე და­ამ­ყა­რა.

  • სამმხრი­ვი შპი­ო­ნა­ჟი

ნი­კო­ლაი სკობ­ლი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის ავან­ტი­უ­რის­ტი გახ­ლდათ. რო­გორც კი გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თავ­ში ადოლფ ჰიტ­ლე­რი მო­ვი­და, სკობ­ლინ­მა კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა SD-სთა­ნაც (შშ-ის რა­იხსფი­უ­რე­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი). სკობ­ლი­ნი სა­კუ­თარ თა­მაშს თა­მა­შობ­და და კონ­ტაქ­ტე­ბი სუკ-თან, აბ­ვერ­სა (სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვა) და SD-სთან ამ თა­მა­შის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო. მოს­კოვ­ში, ისე­ვე რო­გორც ბერ­ლინ­ში, გე­ნერ­ლის მის­წრა­ფე­ბებს კარ­გად იც­ნობ­დნენ. სკობ­ლინს იყე­ნებ­და რო­გორ სუკ-ი, ასე­ვე აბ­ვე­რი და SD. გე­ნე­რალ­მა მათი არა­ერ­თი ბინ­ძუ­რი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა. სწო­რედ სკობ­ლინ­მა გა­დას­ცა სუკ-ს კომ­პრო­მა­ტი საბ­ჭო­თა მარ­შალ მი­ხა­ილ ტუ­ხა­ჩევ­სკი­ზე, რო­მე­ლიც SD-სგან მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ ტუ­ხა­ჩევ­სკი და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს. შემ­დგომ­ში საფ­რან­გე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვამ და­ად­გი­ნა, რომ პლე­ვიც­კა­ია ქმარ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჯა­შუ­შურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

...თავ­და­პირ­ვე­ლად ქალი ყოყ­მა­ნობ­და. რა­ტომ აკე­თებს ამას სკობ­ლი­ნი? პლე­ვიც­კა­ია ფიქ­რობ­და, რომ ქმარს მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­მორ­ჩე­ნა ამოძ­რა­ვებ­და. სკობ­ლი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო გახ­ლდათ, მაგ­რამ საფ­რან­გეთ­ში სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჰყავ­დათ და სკობ­ლი­ნი არა­ვის სჭირ­დე­ბო­და. სა­ხე­ლო­ვა­ნი გე­ნე­რა­ლიც უმუ­შე­ვა­რი იყო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ცო­ლის კმა­ყო­ფა­ზე ეცხოვ­რა. პლე­ვიც­კა­ია ცდი­ლობ­და ქმრის­თვის არა­ფე­რი ეგ­რძნო­ბი­ნე­ბი­ნა. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ქმარ­მა თა­ვი­სი ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი მო­ი­ტა­ნა, ჰკი­თხა: - რა­ტომ აკე­თებ ამა­სო? - ბოლ­შე­ვი­კე­ბის დამ­ხო­ბა მხო­ლოდ ჰიტ­ლერს შე­უძ­ლია! ფი­უ­რე­რი ერ­თა­დერ­თი ძა­ლაა, რო­მე­ლიც ახლა შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე, - უპა­სუ­ხა ქმარ­მა.

  • გე­ნერ­ლის მო­ტა­ცე­ბა

მარ­შალ ტუ­ხა­ჩევ­სკი­ზე კომ­პრო­მატს არა მხო­ლოდ მარშლის, არა­მედ მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირ­თა ლიკ­ვი­და­ცია მოჰ­ყვა. იე­რო­ნიმ უბო­რე­ვი­ჩი, იან გა­მარ­ნი­კი, რო­ბერტ ეი­დე­მა­ნი, ვი­ტა­ლი პრი­მა­კო­ვი - ყვე­ლა­ნი ჩე­კის­ტე­ბის ხე­ლით და­ი­ღუპ­ნენ. ამის შემ­დეგ გე­ნე­რალ მი­ლე­რის ჯერი დად­გა. ჩე­კის­ტე­ბი მას კარ­გა ხანს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. გე­ნერ­ლის გარ­შე­მო ნელა, მე­თო­დუ­რად იკვრე­ბო­და ალყა.1937 წლის 22 სექ­ტემ­ბერს პა­რიზ­ში ევ­გე­ნი მი­ლე­რი გა­ი­ტა­ცეს. ოპე­რა­ცი­ა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ გე­ნე­რა­ლი სკობ­ლი­ნი, მისი მე­უღ­ლე ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია, სუკ-ის აგენ­ტი ტრე­ტი­ა­კო­ვი და სხვე­ბი. ჩე­კის­ტებ­მა მი­ლე­რი ხა­ფან­გში შე­ი­ტყუ­ეს, გა­აბ­რუ­ეს, ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი ყუთ­ში ჩა­ტე­ნეს და გე­მით სსრ კავ­შირ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს. ის 1939 წელს დახ­ვრი­ტეს. რო­გორც ჩანს, გე­ნე­რა­ლი მი­ლე­რი გრძნობ­და, რომ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. მან თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს წე­რი­ლი და­უ­ტო­ვა, სა­დაც წერ­და, რომ თუ რა­ი­მე შე­ემ­თხვე­ო­და, ეს გე­ნე­რალ სკობ­ლი­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის გამო მოხ­დე­ბო­და. რო­გორც კი მი­ლე­რი პა­რი­ზი­დან გაქ­რა, მის­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წე­რი­ლი საფ­რან­გე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვას გა­დას­ცეს. ამ­რი­გად, გე­ნე­რა­ლი სკობ­ლი­ნი და ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია ეჭვქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. სკობ­ლი­ნის ოც­ნე­ბას, როვს-ის სა­თა­ვე­ში მოქ­ცე­უ­ლი­ყო, აღ­სრუ­ლე­ბა არ ეწე­რა. გე­ნერ­ლით საფ­რან­გე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა და­ინ­ტე­რეს­და. და­ი­წყო თვალ­თვა­ლი. ფრან­გმა კონ­ტრმზვე­რა­ვებ­მა გე­ნერ­ლის მთე­ლი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის გა­ცხრილ­ვა და­ი­წყეს. სკობ­ლინ­მა შე­ნიშ­ნა, რომ კონ­ტრდაზ­ვერ­ვა კვალ­ში ჩა­უდ­გა და გა­იქ­ცა.

- ის პა­რი­ზი­დან გაქ­რა, - წერს გლად­კო­ვი. რა ბედი ეწია სკობ­ლინს, ეს და­ნამ­დვი­ლე­ბით დღემ­დე უც­ნო­ბია. ერ­თნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ის საბ­ჭო­თა აგენ­ტებ­მა მოკ­ლეს და გვა­მი ზღვა­ში გა­და­აგ­დეს; მე­ო­რე­ნი თვლი­ან, რომ სკობ­ლინ­მა ბარ­სე­ლო­ნამ­დე ჩა­აღ­წია. ეს­პა­ნეთ­ში იმ­ხა­ნად სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მძვინ­ვა­რებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ გე­ნე­რა­ლი და­ბომბვის ქვეშ მოჰ­ყვა და და­ი­ღუ­პა. - სკობ­ლი­ნი აგენ­ტი იყო, ასე­თე­ბი კი ცუ­დად ამ­თავ­რე­ბენ, - წერს იუ­ლი­ან სე­მი­ო­ნო­ვი.

* * *ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია და­ა­პა­ტიმ­რეს. ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგა. ქალს 20 წლით კა­ტორ­ღა მი­ე­სა­ჯა. ფრან­გი ინ­ტე­ლი­გენ­ცია (ლუი არა­გო­ნი, რო­მენ რო­ლა­ნი და სხვ.) მის და­სახ­სნე­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. მათ თვით საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ალ­ბერ ლებ­რანს მი­მარ­თეს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით. მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტმა პლე­ვიც­კა­ი­ას შე­წყა­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. პლე­ვიც­კა­ია-სკობ­ლი­ნის საქ­მე კარ­გა ხანს არ ჩა­მო­დი­ო­და ევ­რო­პის გა­ზე­თე­ბის პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი­დან, თუმ­ცა მალე ისე­თი ბო­ბო­ქა­რი მოვ­ლე­ნე­ბი დატ­რი­ალ­და, რომ ისი­ნი ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა. 1939 წელს 1-ლ სექ­ტემ­ბერს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო. ერთი წლის შემ­დეგ ვერ­მახ­ტი საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა. გერ­მა­ნუ­ლი არ­მია ტრი­უმ­ფით შე­ვი­და პა­რიზ­ში. 1940 წლის 1 -ლ ოქ­ტომ­ბერს ნა­დეჟ­და პლე­ვიც­კა­ია რე­ნეს ქალ­თა ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დრო­ის­თვის საფ­რან­გე­თი უკვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო ჰიტ­ლე­რელ­თა მიერ...

ავ­ტო­რი: ნიკა თევ­ზა­ძე, ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რავიცი რავიცი
2

და პარიზის გარეუბანში ეგრე ეწერა ? სტუდია?

კოტე ბრეგვაძე
11

საინტერესო მასალები შემოგელიათ? ვის აინტერესებს ეს ამბავი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით..." - როგორ გახდა იმპერატორის ფავორიტი მომღერალი ქალი ჯაშუში?

"დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით..." - როგორ გახდა იმპერატორის ფავორიტი მომღერალი ქალი ჯაშუში?

ქალი აგენტი საჯაშუშო რომანების საყვარელი თემაა. ჯაშუშის მიმართ ინტერესი იმატებს, თუ იგი ცნობილი პიროვნებაა. ასეთი გახლდათ ნადეჟდა პლევიცკაია, ცნობილი რუსი მომღერალი, რომელსაც "კურსკელ ბულბულს" უწოდებდნენ. იყო დრო, მას ფიოდორ შალიაპინის გვერდითაც კი აყენებდნენ. მიუხედავად ამისა, მის სახელს წლების განმავლობაში სსრ კავშირში ტაბუ ედო.

  • გლეხის ქალი და იმპერატორი

ნადეჟდა პლევიცკაია (ქალიშვილობის გვარი ვინიკოვა) 1884 წელს დაიბადა კურსკის მახლობლად, გლეხის ოჯახში. პატარა იყო, როცა მშობლებმა მონასტერში მიაბარეს. ნადია იქიდან გაიქცა. ერთხანს მდიდარი ვაჭრის მოახლედ მუშაობდა, შემდეგ ცირკის მსახიობობასაც აპირებდა. გოგონას ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ალექსანდრა ლიპინამ, რომელიც მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა და ნადიას ტალანტით მოიხიბლა.

ნადეჟდა პლევიცკაია

"ნადეჟდამ წერა-კითხვა ძლივს იცოდა. ნოტებისა არაფერი გაეგებოდა. სამაგიეროდ, აბსოლუტური მუსიკალური სმენა და გასაოცარი ხმა ჰქონდა", - წერს საბჭოთა და რუსი მწერალი ტეოდორ გლადკოვი. ლიპინამაც ნადია თავის გუნდში აიყვანა. შემდგომში გოგონა შეხვდა ედმუნდ პლევიცკის, ვარშავის თეატრის ბალეტის ყოფილ სოლისტს, ცოლად გაჰყვა და წესისამებრ, მის გვარზე გადავიდა. ქმარი მარიფათიანი კაცი იყო. მისი დახმარებით ნადია ცნობილი მომღერალი გახდა.

ნადეჟდა პლევიცკაიას კონცერტები ანშლაგით მიმდინარეობდა, - წერენ თანამედროვე რუსი ისტორიკოსები ალექსანდრ კოლპაკიდი და დმიტრი პროხოროვი. პლევიცკაიაზე, როგორც დიდ მომღერალზე, მთელი რუსეთი ალაპარაკდა. მას მეორე შალიაპინსაც უწოდებდნენ. მომღერლის კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1909 წელი, როცა ნიჟეგოროდის ბაზრობაზე ერთ-ერთ რესტორანში მას მოუსმინა ლეონიდ სობინოვმა, დიდმა რუსმა საოპერო მომღერალმა. მისი ხელშეწყობით პლევიცკაიამ მოსკოვის კონსერვატორიაში იმღერა. პლევიცკაია მეგობრობდა ფიოდორ შალიაპინთან, ცნობილ თეატრალურ მსახიობებთან, გამოდიოდა მეფის კარზე. ერთხელ იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნამ, შთამაგონებელი შესრულებისთვის, მომღერალს ბრილიანტებიანი გულსაბნევი აჩუქა. პლევიცკაიას ტალანტის ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემელი კი ნიკოლოზ II იყო, რომელიც თვითმხილველთა თქმით, მისი მოსმენისას თავს დაბლა ხრიდა და ტიროდა.

იმპერატორი ნიკოლოზ II და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნა კრემლის დიდი სასახლის სახურავზე (1903 წ.)

"ერთხელაც, როცა პლევიცკაიას ხმამ იმპერატორი ისე მოაჯადოვა, რომ ცრემლები ვეღარ შეიკავა, მან მომღერალთან საუბარი ინება", - წერს გლადკოვი. შეკითხვაზე, სიმღერას ვისთან სწავლობდითო, მომღერალმა მიუგო:

- არავისთან.

- გასაგებია, - ნიკოლოზ II-მ გაიღიმა, - ამიტომაც ხართ ასეთი ბუნებრივი. იცით რა, ჩემი თხოვნაა, არ ისწავლოთ სიმღერა!..

- მაპატიეთ, ვერ გავიგე... - დაიბნა მომღერალი.

- ნასწავლი ბულბულებისთვის საკმარისად მომისმენია, - ნიკოლოზ II წამით გაჩუმდა, - თქვენ კი რაღაცნაირი სხვანაირი ხართ, ბუნებრივი. ეს სხვებისგან გამოგარჩევთ. იმპერატორი ნადეჟდა პლევიცკაიას შინაურულად ელაპარაკებოდა. ქალმა არ იცოდა, მეფესთან როგორ დაეჭირა თავი. საუბრისას ზოგჯერ ხმასაც უწევდა, ხელებსაც იქნევდა. ნიკოლოზ II კი მხოლოდ იღიმoდა.

  • სიყვარული სისხლის წვიმებში

რევოლუციამ ბევრი ადამიანი გააუბედურა, მათ შორის პლევიცკაიაც. 1917 წლისთვის ის უკვე ცნობილ მომღერლად ითვლებოდა. რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს 1915-1916 წლებში. რევოლუციას ნადია მტრულად შეხვდა, თეთრების მოძრაობაშიც მონაწილეობდა. გაიცნო ახალგაზრდა, ნიჭიერი ოფიცერი ნიკოლაი სკობლინი და ცოლად გაჰყვა (ედმუნდ პლევიცკი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სკობლინი მესამე ქმარი გახლდათ). თეთრ არმიაში ოფიცერმა გენერლის ჩინს მიაღწია. რუსი ისტორიკოსი რომან გული წერს, რომ სკობლინი სიმამაცით გამოირჩეოდა. ის პოზიციაზე თავად გადიოდა, მონაწილეობდა ხელჩართულ შეტაკებებშიც. სკობლინს დიდად აფასებდა გენერალი ანტონ დენიკინი. მან სკობლინს გენერლის წოდება მიანიჭა, ესწრებოდა სკობლინისა და პლევიცკაიას ქორწილსაც. ნადეჟდა პლევიცკაია სამოქალაქო ომის ქარცეცხლში ქმრის გვერდით იდგა, ჯარისკაცების წინაშე კონცერტებით გამოდიოდა და სალაშქრო ცხოვრების მთელ სიმძიმესაც იზიარებდა. ანატოლი რიბაკოვის, რუსი საბჭოთა მწერლის ცნობით, პლევიცკაია მტკიცე მონარქისტი იყო. მას ბოლშევიკური რეჟიმისთვის ვერ ეპატიებინა ნიკოლოზ II-ის დახვრეტა. ქალს მტკიცედ სწამდა, რომ რუსეთში მონარქია უნდა აღმდგარიყო, რადგან სხვაგვარად ქაოსი არასოდეს დამთავრდებოდა.

- რუსეთში წესრიგი უნდა აღდგეს! ამისი გაკეთება კი მხოლოდ მირონცხებულ მეფეს ძალუძს, - ამბობდა ნადეჟდა პლევიცკაია. თეთრგვარდიელები დამარცხდნენ და პლევიცკაია ქმართან ერთად ემიგრაციაში აღმოჩნდა. ისინი პარიზში დამკვიდრდნენ. დაიწყო ახალი ცხოვრება, მთელი თავისი წინააღმდეგობებითა და სიდუხჭირით.

  • გზა აგენტობისკენ

ცნობილმა მომღერალმა პარიზის რუსულ რესტორნებში დაიწყო სიმღერა. მისი გამოსვლები ანშლაგით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მატერიალური გაჭირვება სულ უფრო აშკარად იჩენდა თავს. სასოწარკვეთილი ნადეჟდა პლევიცკაიაც სპირტიან სასმელებს მიეძალა. ქმარი ცდილობდა, ცოლს თავი დაენებებინა სმისთვის, მაგრამ ამაოდ.

- პლევიცკაია სასოწარკვეთამ შეიპყრო. ის გამუდმებით იმეორებდა, რომ სამშობლოში ვეღარასოდეს დაბრუნდება, - წერს რუსი საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.ცოცხალი ადამიანი რამე გამოსავალს ყოველთვის აგნებს. პლევიცკაიაც 1930 წლიდან სუკ-ის (საბჭოთა უშიშროების) აგენტი გახდა. მას მიენიჭა მეტსახელი "ფერმერშა". სუკ-ის აგენტი გახდა მისი ქმარი გენერალი სკობლინიც. რომლის ფსევდონიმი იყო "ფერმერი".

ნადეჟდა პლევიცკაია და მისი მეუღლე ნიკოლაი სკობლინი პარიზის გარეუბანში (1930 წ.)

- დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით, - წერს იულიან სემიონოვი .გენერალი სკობლინი ახალგაზრდა, ენერგიული და პატივმოყვარე კაცი იყო. ის მხარს უჭერდა როვს-ის ლიდერს (რუსეთის საერთო სამხედრო კავშირი, თეთრი ემიგრაციის ორგანიზაცია), გენერალ ალექსანდრ კუტეპოვს. როცა ეს უკანასკნელი ჩეკისტებმა პარიზიდან მოიტაცეს, სკობლინს იმედი ჰქონდა, რომ როვს-ს სათავეში თავად ჩაუდგებოდა. ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა. როვს-ის ლიდერი გახდა ხანშესული გენერალი ევგენი მილერი. სკობლინი გაწბილებული დარჩა. მან საკუთარი თამაში წამოიწყო, რომლის მიზანსაც როვს-ის სათავეში მოსვლა წარმოადგენდა.პოლიტიკაში სკობლინი საკმაოდ კარგად ერკვეოდა. ამიტომ ის ხედავდა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს (საფრანგეთი, ინგლისი) რუსეთისთვის არ ეცალათ, გერმანია კი სულ უფრო ძლიერდებოდა. სკობლინმაც კონტაქტები დაამყარა გერმანულ დაზვერვასთან, პარალელურად კი სუკ-ის (საბჭოთა უშიშროების) აგენტიც გახდა. გენერალი იმედოვნებდა, რომ როგორც რუსების, ასევე გერმანელების მეშვეობით როვს-ის სათავეში მოექცეოდა. - ჩვენი მოკავშირე შეიძლება იყოს მხოლოდ გერმანია! ინგლისსა და საფრანგეთს საკუთარი პრობლემები აქვთ, გერმანიაში კი ანტიკომუნიზმი ძლიერდება. ეს ადრე თუ გვიან ბოლშევიკურ რუსეთთან ომით დამთავრდება, - ამბობდა სკობლინი. როვს-ის ახალგაზრდული ფრთა ამას ეთანხმებოდა. ხანში შესული ლიდერები კი მილერის გარშემო დაირაზმნენ, ისინი თავიანთ მოკავშირედ საფრანგეთს მიიჩნევდნენ. სკობლინმაც მილერის მოშორება გადაწყვიტა. საკუთარი ძალებით ამისი გაკეთება არ შეეძლო, ამიტომაც იმედი ბოლშევიკების მხარდაჭერაზე დაამყარა.

  • სამმხრივი შპიონაჟი

ნიკოლაი სკობლინი საერთაშორისო კლასის ავანტიურისტი გახლდათ. როგორც კი გერმანიის ხელისუფლების სათავში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა, სკობლინმა კავშირი დაამყარა SD-სთანაც (შშ-ის რაიხსფიურერის უსაფრთხოების სამსახური). სკობლინი საკუთარ თამაშს თამაშობდა და კონტაქტები სუკ-თან, აბვერსა (სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) და SD-სთან ამ თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო. მოსკოვში, ისევე როგორც ბერლინში, გენერლის მისწრაფებებს კარგად იცნობდნენ. სკობლინს იყენებდა როგორ სუკ-ი, ასევე აბვერი და SD. გენერალმა მათი არაერთი ბინძური დავალება შეასრულა. სწორედ სკობლინმა გადასცა სუკ-ს კომპრომატი საბჭოთა მარშალ მიხაილ ტუხაჩევსკიზე, რომელიც SD-სგან მიიღო. ამის შემდეგ ტუხაჩევსკი დააპატიმრეს და დახვრიტეს. შემდგომში საფრანგეთის კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ პლევიცკაია ქმართან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ჯაშუშურ საქმიანობაში.

...თავდაპირველად ქალი ყოყმანობდა. რატომ აკეთებს ამას სკობლინი? პლევიცკაია ფიქრობდა, რომ ქმარს მხოლოდ მატერიალური გამორჩენა ამოძრავებდა. სკობლინი პროფესიონალი სამხედრო გახლდათ, მაგრამ საფრანგეთში საკუთარი სამხედროები ჰყავდათ და სკობლინი არავის სჭირდებოდა. სახელოვანი გენერალიც უმუშევარი იყო და იძულებული გახდა, ცოლის კმაყოფაზე ეცხოვრა. პლევიცკაია ცდილობდა ქმრისთვის არაფერი ეგრძნობინებინა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქმარმა თავისი ჯაშუშური საქმიანობის გამო პირველი ჰონორარი მოიტანა, ჰკითხა: - რატომ აკეთებ ამასო? - ბოლშევიკების დამხობა მხოლოდ ჰიტლერს შეუძლია! ფიურერი ერთადერთი ძალაა, რომელიც ახლა შეიძლება იყოს ჩვენი მოკავშირე, - უპასუხა ქმარმა.

  • გენერლის მოტაცება

მარშალ ტუხაჩევსკიზე კომპრომატს არა მხოლოდ მარშლის, არამედ მასთან დაახლოებულ პირთა ლიკვიდაცია მოჰყვა. იერონიმ უბორევიჩი, იან გამარნიკი, რობერტ ეიდემანი, ვიტალი პრიმაკოვი - ყველანი ჩეკისტების ხელით დაიღუპნენ. ამის შემდეგ გენერალ მილერის ჯერი დადგა. ჩეკისტები მას კარგა ხანს უთვალთვალებდნენ. გენერლის გარშემო ნელა, მეთოდურად იკვრებოდა ალყა.1937 წლის 22 სექტემბერს პარიზში ევგენი მილერი გაიტაცეს. ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ გენერალი სკობლინი, მისი მეუღლე ნადეჟდა პლევიცკაია, სუკ-ის აგენტი ტრეტიაკოვი და სხვები. ჩეკისტებმა მილერი ხაფანგში შეიტყუეს, გააბრუეს, ხელ-ფეხშეკრული ყუთში ჩატენეს და გემით სსრ კავშირში ჩაიყვანეს. ის 1939 წელს დახვრიტეს. როგორც ჩანს, გენერალი მილერი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. მან თავის თანამშრომლებს წერილი დაუტოვა, სადაც წერდა, რომ თუ რაიმე შეემთხვეოდა, ეს გენერალ სკობლინისა და მისი მეუღლის გამო მოხდებოდა. როგორც კი მილერი პარიზიდან გაქრა, მისმა თანამშრომლებმა წერილი საფრანგეთის კონტრდაზვერვას გადასცეს. ამრიგად, გენერალი სკობლინი და ნადეჟდა პლევიცკაია ეჭვქვეშ აღმოჩნდნენ. სკობლინის ოცნებას, როვს-ის სათავეში მოქცეულიყო, აღსრულება არ ეწერა. გენერლით საფრანგეთის კონტრდაზვერვა დაინტერესდა. დაიწყო თვალთვალი. ფრანგმა კონტრმზვერავებმა გენერლის მთელი ნაცნობ-მეგობრების გაცხრილვა დაიწყეს. სკობლინმა შენიშნა, რომ კონტრდაზვერვა კვალში ჩაუდგა და გაიქცა.

- ის პარიზიდან გაქრა, - წერს გლადკოვი. რა ბედი ეწია სკობლინს, ეს დანამდვილებით დღემდე უცნობია. ერთნი ამტკიცებენ, რომ ის საბჭოთა აგენტებმა მოკლეს და გვამი ზღვაში გადააგდეს; მეორენი თვლიან, რომ სკობლინმა ბარსელონამდე ჩააღწია. ესპანეთში იმხანად სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ამბობენ, რომ გენერალი დაბომბვის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა. - სკობლინი აგენტი იყო, ასეთები კი ცუდად ამთავრებენ, - წერს იულიან სემიონოვი.

* * *ნადეჟდა პლევიცკაია დააპატიმრეს. ცნობილი მომღერალი საფრანგეთის სასამართლოს წინაშე წარდგა. ქალს 20 წლით კატორღა მიესაჯა. ფრანგი ინტელიგენცია (ლუი არაგონი, რომენ როლანი და სხვ.) მის დასახსნელად ყველაფერს აკეთებდა. მათ თვით საფრანგეთის პრეზიდენტ ალბერ ლებრანს მიმართეს შეწყალების თხოვნით. მაგრამ პრეზიდენტმა პლევიცკაიას შეწყალებაზე უარი განაცხადა. პლევიცკაია-სკობლინის საქმე კარგა ხანს არ ჩამოდიოდა ევროპის გაზეთების პირველი გვერდებიდან, თუმცა მალე ისეთი ბობოქარი მოვლენები დატრიალდა, რომ ისინი ყველას დაავიწყდა. 1939 წელს 1-ლ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ვერმახტი საფრანგეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. გერმანული არმია ტრიუმფით შევიდა პარიზში. 1940 წლის 1 -ლ ოქტომბერს ნადეჟდა პლევიცკაია რენეს ქალთა ციხეში გარდაიცვალა. ამ დროისთვის საფრანგეთი უკვე ოკუპირებული იყო ჰიტლერელთა მიერ...

ავტორი: ნიკა თევზაძე, ისტორიის დოქტორი