მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 163-მა მოქალაქემ მოითხოვა - სირიის, ავღანეთისა და სომალის გვერდით, საქართველო TOP-ათეულშია
8 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 163-მა მოქალაქემ მოითხოვა - სირიის, ავღანეთისა და სომალის გვერდით, საქართველო TOP-ათეულშია

2021 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და. Bpn.ge-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ის ლტოლ­ვილ­თა და მიგ­რან­ტე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ოფი­სის (BAMF) სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, წელს 8 თვე­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს 2 163-მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, რაც მთლი­ა­ნი მაჩ­ვე­ნებ­ლის 5%-ია. 2021 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი ჯამ­ში 108 375-მა უცხო­ელ­მა მო­ი­თხო­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში ქარ­თვე­ლე­ბის წილი მცი­რეა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნის მსურ­ველ­თა ათე­ულ­ში შე­დი­ან. BAMF-ის სტა­ტის­ტი­კით, მხო­ლოდ 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი სა­ქარ­თვე­ლოს 353-მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, ჯამ­ში წელს 2 163-მა. 2020 წლის ინ­ვარ-აგ­ვის­ტო­ში კი ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუს­ზე გა­ნა­ცხა­დი სა­ქარ­თვე­ლოს 1 811-მა მო­ქა­ლა­ქემ და­წე­რა.

ამას­თან, 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი 11 847-მა უცხო­ელ­მა მო­ი­თხო­ვა, აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტი 3 909 იყო სი­რი­ის მო­ქა­ლა­ქე; 2 266 - ავ­ღა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე; 913 ერა­ყის მო­ქა­ლა­ქე. ათე­ულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად შე­დი­ან - თურ­ქე­თის, მოლ­დო­ვას, სო­მა­ლის და ა.შ. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ცნო­ბი­სათ­ვის, EUobserver-ის მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­ში­რი ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის, მოლ­დო­ვას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბა­ზე დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თვას ითხოვს. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ამის მი­ზე­ზი ამ ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან არა­ლე­გა­ლუ­რი ბი­ნად­რო­ბა და თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნე­ბია. ამ ფაქ­ტით კი გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­აა. ამას­თან EUobserver-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ალ­ბა­ნე­თის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს საფ­რან­გე­თი. ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა კი აცხა­დებს, რომ თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან.

გუ­შინ­ვე აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა და EUobserver-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ფეიკ ნი­უ­სი“ უწო­და.

„დღეს, რო­დე­საც აქ [კი­ში­ნი­ოვ­ში] ჩა­მო­ვე­დი, ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის წა­კი­თხვა ჩემ­თვი­საც ისე­თი­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რო­გორც თქვენ­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბერ­ლინ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლურ სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ვი­კი­თხე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს არ იყო ნამ­დვი­ლი სი­ახ­ლე. ეს უბ­რა­ლოდ ყალ­ბი ამ­ბე­ბია“, - აღ­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რომ­ლის თარ­გმან­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბი­სათ­ვის, ვრო­კავ­შირ­მა მონ­ტე­ნეგ­როს­თვის, სერ­ბე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი 2009 წელს და­ა­წე­სა, 2010 წელს ამ სიას და­ე­მა­ტა ალ­ბა­ნე­თი და ბოს­ნია და ჰერ­ცო­გო­ვი­ნა; მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2014 წელს, ევ­რო­კავ­შირ­მა და­ამ­ტკი­ცა უვი­ზო მი­მოს­ვლა მოლ­დო­ვის, ხოლო 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლა
5

ამ ხალხის გამკვირვებია,ქვეყანაში დუღს ეკონომიკა,არნახული აღმშენებლობაა და რატომ გარბიან მასიურად-(გასაკვირია პირდაპირ)

ნიკო
9

რამხელა მიღწევაა ხალხო,სომალის გვერდით ვდგევართ-ვაშააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

8 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 163-მა მოქალაქემ მოითხოვა - სირიის, ავღანეთისა და სომალის გვერდით, საქართველო TOP-ათეულშია

8 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 163-მა მოქალაქემ მოითხოვა - სირიის, ავღანეთისა და სომალის გვერდით, საქართველო TOP-ათეულშია

2021 წლის იანვარ-აგვისტოში გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. Bpn.ge-ის ინფორმაციით, გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის თანახმად, წელს 8 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 163-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 5%-ია. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში გერმანიაში თავშესაფარი ჯამში 108 375-მა უცხოელმა მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ათეულში შედიან. BAMF-ის სტატისტიკით, მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 353-მა მოქალაქემ მოითხოვა, ჯამში წელს 2 163-მა. 2020 წლის ინვარ-აგვისტოში კი ფედერაციულ რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსზე განაცხადი საქართველოს 1 811-მა მოქალაქემ დაწერა.

ამასთან, 2021 წლის აგვისტოში გერმანიაში თავშესაფარი 11 847-მა უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი 3 909 იყო სირიის მოქალაქე; 2 266 - ავღანეთის მოქალაქე; 913 ერაყის მოქალაქე. ათეულში საქართველოსთან ერთად შედიან - თურქეთის, მოლდოვას, სომალის და ა.შ. მოქალაქეები.

ცნობისათვის, EUobserver-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირი ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის, მოლდოვასთან და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე დისკუსიების გამართვას ითხოვს. გამოცემა წერს, რომ ამის მიზეზი ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებია. ამ ფაქტით კი განსაკუთრებით აღშფოთებული გერმანიაა. ამასთან EUobserver-ის ინფორმაციით, საქართველოსა და ალბანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს საფრანგეთი. ჩეხეთის რესპუბლიკა კი აცხადებს, რომ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან.

გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და EUobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.

„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისათვის, ვროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატა ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა; მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.