სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაშა ბანკის დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია პალიტრა L-ის პროექტში „ლურჯი ოკეანე“
პაშა ბანკის დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია პალიტრა L-ის პროექტში „ლურჯი ოკეანე“

28 სექ­ტემ­ბერს სას­ტუმ­რო „ბილტმო­რის” დიდ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში პაშა ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ნე­ჯერ­მა და „ვი­დე­ობ­ლო­გი წიგ­ნებ­ზე”-ს ავ­ტორ­მა, ნი­კო­ლოზ შურ­ღა­ი­ამ ჯორ­დან პე­ტერ­სო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბესტსე­ლერ­ზე “ცხოვ­რე­ბის 12 წესი - ქა­ო­სის ან­ტი­დო­ტი” ისა­უბ­რა.

შეხ­ვედ­რა პრო­ექ­ტის „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ - ს ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L"-ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. პრო­ექ­ტი 2015 წელს და­ი­წყო და მკი­თხველ­ში დიდი ინ­ტე­რე­სიც გა­მო­იწ­ვია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა იმ­სჯე­ლეს, რა სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს წიგნს „ცხოვ­რე­ბის 12 წესი - ქა­ო­სის ან­ტი­დო­ტი” მკი­თხვე­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ასე­ვე, გა­ი­მარ­თა დის­კუ­სი­აც, თუ რო­გორ შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ვებს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა.

ნი­კო­ლოზ შურ­ღა­ია 2021 წლის 29 აპ­რი­ლი­დან, სს „პაშა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

„პაშა ბან­კი“ ბა­ქო­ში სა­თაო ოფი­სის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. „პაშა ბან­კი“ მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის სა­წარ­მო­ებს სთა­ვა­ზობს კორ­პო­რა­ცი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას. 2019 წლი­დან პაშა ბან­კმა სა­ცა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბაც და­ი­წყო, რა­საც რე|ბან­კის სა­ხე­ლით სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რებ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
0

ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ღმერთმა გვიმრავლოს. გაიხარე.

ზურაბ
0

მაგარი მშობლების მაგარი შვილი. მამამისი ნიკო შურღაია კარგი მეცნიერი და კარგი მთაწმინდელი ბიჭი იყო. ყოჩაღ ნიკა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

პაშა ბანკის დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია პალიტრა L-ის პროექტში „ლურჯი ოკეანე“

პაშა ბანკის დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია პალიტრა L-ის პროექტში „ლურჯი ოკეანე“

28 სექტემბერს სასტუმრო „ბილტმორის” დიდ საკონფერენციო დარბაზში პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, საერთაშორისო მენეჯერმა და „ვიდეობლოგი წიგნებზე”-ს ავტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ ჯორდან პეტერსონის საერთაშორისო ბესტსელერზე “ცხოვრების 12 წესი - ქაოსის ანტიდოტი” ისაუბრა.

შეხვედრა პროექტის „ლურჯი ოკეანე“ - ს ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L"-ის მიმართულებაა და მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მკითხველში დიდი ინტერესიც გამოიწვია.

აღნიშნული ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, რა სარგებელი მოაქვს წიგნს „ცხოვრების 12 წესი - ქაოსის ანტიდოტი” მკითხველის პერსონალური განვითარებისთვის. ასევე, გაიმართა დისკუსიაც, თუ როგორ შეუძლიათ ჩვევებს, გააუმჯობესონ ადამიანის ცხოვრება.

ნიკოლოზ შურღაია 2021 წლის 29 აპრილიდან, სს „პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

„პაშა ბანკი“ ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. „პაშა ბანკი“ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2019 წლიდან პაშა ბანკმა საცალო მომსახურებაც დაიწყო, რასაც რე|ბანკის სახელით სთავაზობს მომხმარებლებს.