მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბერ-დეკემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბერ-დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბრის ნო­მე­რი #4 (121), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • მეფე ლაშა-გი­ორ­გის სა­მო­სი

XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სა­ე­რო არის­ტოკ­რა­ტი­ულ წრე­ებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­მო­სის შე­სა­ხებ ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნის სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში არ­ცთუ მცი­რედ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა – ფრეს­კე­ბი, ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი. სა­მე­ფო სა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, XIII სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ქარ­თუ­ლი სა­მო­ხე­ლეო შე­სა­მო­სე­ლი (ქუ­დის გარ­და) ძა­ლი­ან ემ­სგავ­სე­ბა მე­ფის ტან­საც­მელს. უფრო სწო­რად, სა­მე­ფო სა­მო­სი ხდე­ბა სა­მო­ხე­ლე­ოს დარი, მსუ­ბუ­ქად სა­ტა­რე­ბე­ლი და ნაკ­ლე­ბად პომ­პე­ზუ­რი. თუ ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი (ბაგ­რატ III, გი­ორ­გი III, და­ვით IV, დე­მეტ­რე I) ძი­რი­თა­დად მძი­მე ქსო­ვი­ლე­ბით შე­კე­რილ, ძვირ­ფა­სი თვლე­ბით უხ­ვად დატ­ვირ­თულ ბი­სო­ნებს ატა­რებ­დნენ, იმა­ვეს ლაშა-გი­ორ­გის ფრეს­კებ­ზე ვერ ვხე­დავთ. ვნა­ხოთ, რით არის ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

  • “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის ის­ტო­რი

ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო პო­ე­ზი­ის შე­დევ­რი, შოთა რუს­თა­ვე­ლის “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი” XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე შე­იქ­მნა და სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მრა­ვალ­მხრი­ვი იყო და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი გახ­ლდათ.

“ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” გმი­რე­ბის ეკ­რან­ზე გა­ცო­ცხლე­ბის პირ­ვე­ლი იდეა XX სა­უ­კუ­ნის 10-იან წლებ­ში გაჩ­ნდა და ამ პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი იყო ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დრა­მა­ტურ­გი შალ­ვა და­დი­ა­ნი. მას “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით და­წე­რი­ლი სცე­ნა­რი ერთ-ერთი ფრან­გუ­ლი ფირ­მის­თვის გა­და­უგ­ზავ­ნია. ისი­ნიც თა­ვის მხრივ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან, რა­საც მოწ­მობს მათ შო­რის მი­მო­წე­რა. შალ­ვა და­დი­ა­ნის მიერ ფრან­გუ­ლი ფირ­მის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია, ფრან­გუ­ლი ფირ­მის მიერ შალ­ვა და­დი­ა­ნის­თვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი კი დღემ­დე არ არის მიკ­ვლე­უ­ლი, თუმ­ცა ისი­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად შალ­ვა და­დი­ა­ნის წე­რი­ლებ­ში ვხვდე­ბით.

მე­ო­რედ პო­ე­მის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის აზრი XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში და­ი­ბა­და. ამ იდე­ის ინი­ცი­ა­ტო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სა­ხკო­მსაბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა ელი­ა­ვა. მან და­ა­ვა­ლა გერ­მა­ნე გო­გი­ტი­ძეს, თარ­გმნი­ლი სცე­ნა­რი ჩა­ე­ტა­ნა გერ­მა­ნელ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთან, “ნი­ბე­ლუნ­გე­ბის” რე­ჟი­სორ ფრიც ლან­გთან.

1953 წელს და­ი­წე­რა კი­დევ ერთი სცე­ნა­რი, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, მწე­რა­ლი სან­დრო შან­ში­აშ­ვი­ლი და კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ფილ­მის რე­ჟის­ო­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი. ამ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ფილ­მი აღარ შე­უქ­მნი­ათ...

  • “ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი” - ჟაკ ოფენ­ბა­ხის და­კარ­გუ­ლი ოპე­რა-ბუ­ფას ახა­ლი სი­ცო­ცხლე

დიდ­მა ფრან­გმა კომ­პო­ზი­ტორ­მა ჟაკ ოფენ­ბახ­მა შექ­მნა Les Géorgiennes, ანუ “ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი” – ოპე­რა-ბუფა (მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დია სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მა­ზე), რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1864 წელს და­იდ­გა პა­რიზ­ში და უზარ­მა­ზა­რი წარ­მა­ტე­ბაც ხვდა წი­ლად. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში წარ­მოდ­გე­ნამ ტრი­უმ­ფით მო­ი­ა­რა ვენა, ბუ­და­პეშ­ტი, ბერ­ლი­ნი, მად­რი­დი, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი თუ ბრი­უ­სე­ლი. 1871 წელს “ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი” გას­ცდა ევ­რო­პის სა­ზღვრებს და პრე­მი­ე­რა ოკე­ა­ნის გაღ­მა, ნიუ-იორკში გა­ი­მარ­თა. 1874 წელს სპექ­ტაკლში სცე­ნა­ზე სპი­ლო გა­მო­იყ­ვა­ნეს. პრე­სა­ში მისი სა­ხე­ლიც არის მი­თი­თე­ბუ­ლი, “ნიუ-იორკ ჰე­რალ­დი” წერს, რომ სპი­ლოს “იუ­სე­ფი” ერ­ქვა. ნა­წარ­მო­ებს გა­ზე­თი შემ­დე­გი ეპი­თე­ტე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს: “ოფენ­ბა­ხის შე­დევ­რი”, “ბრწყინ­ვა­ლე სცე­ნა­რი”, “პირ­ვე­ლად აშშ-ში”, “სრუ­ლი­ად ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა”, “გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა”, “დიდი სენ­სა­ცია”. გა­ზე­თი ასე­ვე წერს, რომ სპექ­ტაკლში მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ათი სა­უ­კე­თე­სო პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო. აშშ-ში ოპე­რა-ბუფა 100-ზე მეტ­ჯერ და­იდ­გა და ყო­ველ ჯერ­ზე იგი უზარ­მა­ზა­რი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და. 1875 წელს “ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი” ლონ­დონს ეწ­ვია. 1877-1878 წლე­ბის სე­ზონ­ზე კი “ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი” და­იდ­გა თბი­ლის­შიც.

დიდ­ხანს ოპე­რა-ბუფა და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა ის ხე­ლახ­ლა და­ი­ბა­და საფ­რან­გეთ­ში და 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში პა­რიზ­ში წარ­მო­ად­გი­ნეს, რო­გორც მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა.

  • წმინ­და პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კა

წმინ­და პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კა ვა­ტი­კა­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი და ყვე­ლა­ზე დიდი შე­ნო­ბაა. მის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­და უდი­დე­სი ოს­ტა­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა: ბრა­მან­ტე, რა­ფა­ე­ლი, მი­ქე­ლან­ჯე­ლო, ბერ­ნი­ნი, მა­დერ­ნა... ტა­ძა­რი რო­მის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­ზე­ი­მო ცენ­ტრი და უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­აა მსოფ­ლი­ო­ში. შე­ნო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 ათა­სი კაცი ეტე­ვა, ხოლო მო­ე­დან­ზე – 60 ათა­სი. ტა­ძა­რი პა­პის “ექვს დიდ ბა­ზი­ლი­კას” შო­რის მე­ო­რეა, ხოლო პირ­ვე­ლი – “რო­მის შვი­დი მო­სა­ლო­ცი ბა­ზი­ლი­კის” სი­ა­ში. წმინ­და პეტ­რეს ტა­ძა­რი სა­დაც დგას, იმ ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად ადრე ნე­რო­ნის ცირ­კის ბა­ღე­ბი იყო. კა­თო­ლი­კუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი გად­მო­ცე­მით, ამ ბა­ღებ­ში დაფ­ლეს პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი, რო­მე­ლიც ნე­რო­ნის ცირ­კში მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 64 წელს. IV სა­უ­კუ­ნე­ში პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი იმ­პე­რა­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნე დი­დის ბრძა­ნე­ბით, მო­ცი­ქუ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ნეშ­ტი პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. აქ ბრძა­ნა მან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტაძ­რის აგე­ბაც. წმინ­და პეტ­რეს პირ­ვე­ლი ტა­ძა­რი 326 წელს დას­რულ­და. მისი მთა­ვა­რი სა­კურ­თხე­ვე­ლი (“აღ­სა­რე­ბის სა­კურ­თხე­ვე­ლი”) მო­ცი­ქუ­ლის სარ­კო­ფა­გი­ა­ნი კრიპ­ტის თავ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ბან­კი მსოფ­ლი­ო­ში
  • რო­გორ ახერ­ხებ­დნენ სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურს საბ­ჭო­უ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში / ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დაც­ვის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ი­დან (1925-1975 წწ.). ნა­წი­ლი V
  • ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი. თურ­ქე­თის ქარ­თვე­ლე­ბი და ეროვ­ნუ­ლი თვი­თა­ღ­ქმის პრობ­ლე­მა
  • შიდა ქარ­თლის ის­ტო­რი­ი­დან. აუ­გუსტ ზე­ზე­მა­ნი და ტა­ნას ხე­ო­ბა
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. ბაგ­რა­ტო­ვან­თა ერთი შტოს საგ­ვა­რე­უ­ლო მა­ტი­ა­ნე
  • არ­სე­ბი­თი “წვრილ­მა­ნე­ბი”. რამ­დე­ნი­მე უნი­კა­ლუ­რი ეფე­მე­რა ბიბ­ლი­ო­ზე­უ­მი­დან / ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მე­მო­რი­ა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად ჟურ­ნალ “ის­ტო­რი­ა­ნის­თვის”
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. აფხა­ზუ­რი ენის მძი­მე “თავ­გა­და­სა­ვა­ლი”
  • მო­საზ­რე­ბა. იქ­ნებ ამ ტო­პო­ნიმ­ში რა­ჭის უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­წო­დე­ბა იმა­ლე­ბა...
  • ქარ­თუ­ლი სა­ვა­ნე­ე­ბი უცხო­ეთ­ში. რო­გორ და­არ­სდა ქარ­თველ­თა მო­ნას­ტე­რი ათო­ნის მთა­ზე
  • ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი. სე­ფე­ვი­დე­ბის დი­ნას­ტი­ის დამ­ხო­ბა პო­ლო­ნე­ლი მი­სი­ო­ნე­რის თვა­ლით / ტა­დე­უშ კრუ­შინ­სკი სპარ­სე­ლე­ბის, ავ­ღა­ნე­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ
  • მსტო­ვა­რი ქა­ლე­ბი. მომ­ღე­რა­ლი აგენ­ტის გზა / რო­გორ გახ­და იმ­პე­რა­ტო­რის ფა­ვო­რი­ტი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჯა­შუ­ში
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბერ-დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბერ-დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბერ-დეკემბრის ნომერი #4 (121), რომელშიც წაიკითხავთ:

  • მეფე ლაშა-გიორგის სამოსი

XII-XIII საუკუნეების საქართველოს უმაღლეს საერო არისტოკრატიულ წრეებში დამკვიდრებული სამოსის შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოსა და სომხეთში არცთუ მცირედ შემორჩენილი ვიზუალური მასალა – ფრესკები, ბარელიეფები, მინიატურები. სამეფო სამოსთან დაკავშირებით, XIII საუკუნის პირველ ნახევარში ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართული სამოხელეო შესამოსელი (ქუდის გარდა) ძალიან ემსგავსება მეფის ტანსაცმელს. უფრო სწორად, სამეფო სამოსი ხდება სამოხელეოს დარი, მსუბუქად სატარებელი და ნაკლებად პომპეზური. თუ ადრეულ პერიოდში ქართველი მეფეები (ბაგრატ III, გიორგი III, დავით IV, დემეტრე I) ძირითადად მძიმე ქსოვილებით შეკერილ, ძვირფასი თვლებით უხვად დატვირთულ ბისონებს ატარებდნენ, იმავეს ლაშა-გიორგის ფრესკებზე ვერ ვხედავთ. ვნახოთ, რით არის ეს განპირობებული.

  • “ვეფხისტყაოსნის” ეკრანიზაციის ისტორი

ქართული და მსოფლიო პოეზიის შედევრი, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა და საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხის ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ბუნებრივია, ასეთი ნაწარმოების მიმართ ინტერესი მრავალმხრივი იყო და გამონაკლისი არც კინემატოგრაფი გახლდათ.

“ვეფხისტყაოსნის” გმირების ეკრანზე გაცოცხლების პირველი იდეა XX საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა და ამ პირველი მცდელობის სულის ჩამდგმელი იყო ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი. მას “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის მიხედვით დაწერილი სცენარი ერთ-ერთი ფრანგული ფირმისთვის გადაუგზავნია. ისინიც თავის მხრივ დაინტერესებულან, რასაც მოწმობს მათ შორის მიმოწერა. შალვა დადიანის მიერ ფრანგული ფირმისთვის გაგზავნილ წერილები გამოქვეყნებულია, ფრანგული ფირმის მიერ შალვა დადიანისთვის გამოგზავნილი წერილები კი დღემდე არ არის მიკვლეული, თუმცა ისინი უნდა ყოფილიყო, რადგან დამადასტურებელ ინფორმაციას თავად შალვა დადიანის წერილებში ვხვდებით.

მეორედ პოემის ეკრანიზაციის აზრი XX საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა. ამ იდეის ინიციატორი იყო საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე შალვა ელიავა. მან დაავალა გერმანე გოგიტიძეს, თარგმნილი სცენარი ჩაეტანა გერმანელ კინემატოგრაფისტთან, “ნიბელუნგების” რეჟისორ ფრიც ლანგთან.

1953 წელს დაიწერა კიდევ ერთი სცენარი, რომლის ავტორები იყვნენ ცნობილი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი მიხეილ ჭიაურელი, მწერალი სანდრო შანშიაშვილი და კინოდრამატურგი გიორგი ცაგარელი. სცენარის მიხედვით, ფილმის რეჟისორად გათვალისწინებული იყო მიხეილ ჭიაურელი. ამ სცენარის მიხედვით ფილმი აღარ შეუქმნიათ...

  • “ქართველი ქალები” - ჟაკ ოფენბახის დაკარგული ოპერა-ბუფას ახალი სიცოცხლე

დიდმა ფრანგმა კომპოზიტორმა ჟაკ ოფენბახმა შექმნა Les Géorgiennes, ანუ “ქართველი ქალები” – ოპერა-ბუფა (მუსიკალური კომედია საყოფაცხოვრებო თემაზე), რომელიც პირველად 1864 წელს დაიდგა პარიზში და უზარმაზარი წარმატებაც ხვდა წილად. რამდენიმე წელიწადში წარმოდგენამ ტრიუმფით მოიარა ვენა, ბუდაპეშტი, ბერლინი, მადრიდი, სანქტ-პეტერბურგი თუ ბრიუსელი. 1871 წელს “ქართველი ქალები” გასცდა ევროპის საზღვრებს და პრემიერა ოკეანის გაღმა, ნიუ-იორკში გაიმართა. 1874 წელს სპექტაკლში სცენაზე სპილო გამოიყვანეს. პრესაში მისი სახელიც არის მითითებული, “ნიუ-იორკ ჰერალდი” წერს, რომ სპილოს “იუსეფი” ერქვა. ნაწარმოებს გაზეთი შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს: “ოფენბახის შედევრი”, “ბრწყინვალე სცენარი”, “პირველად აშშ-ში”, “სრულიად ორიგინალური მუსიკა”, “გამაოგნებელი სანახაობა”, “დიდი სენსაცია”. გაზეთი ასევე წერს, რომ სპექტაკლში მსოფლიოში აღიარებული ათი საუკეთესო პრიმა-ბალერინა მონაწილეობდა. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო. აშშ-ში ოპერა-ბუფა 100-ზე მეტჯერ დაიდგა და ყოველ ჯერზე იგი უზარმაზარი წარმატებით სარგებლობდა. 1875 წელს “ქართველი ქალები” ლონდონს ეწვია. 1877-1878 წლების სეზონზე კი “ქართველი ქალები” დაიდგა თბილისშიც.

დიდხანს ოპერა-ბუფა დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა ის ხელახლა დაიბადა საფრანგეთში და 2019 წლის დეკემბერში პარიზში წარმოადგინეს, როგორც მსოფლიო პრემიერა.

  • წმინდა პეტრეს ბაზილიკა

წმინდა პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ცენტრალური და ყველაზე დიდი შენობაა. მის შექმნაზე მუშაობდა უდიდესი ოსტატების რამდენიმე თაობა: ბრამანტე, რაფაელი, მიქელანჯელო, ბერნინი, მადერნა... ტაძარი რომის კათოლიკური ეკლესიის საზეიმო ცენტრი და უდიდესი ისტორიული ქრისტიანული ეკლესიაა მსოფლიოში. შენობაში დაახლოებით 15 ათასი კაცი ეტევა, ხოლო მოედანზე – 60 ათასი. ტაძარი პაპის “ექვს დიდ ბაზილიკას” შორის მეორეა, ხოლო პირველი – “რომის შვიდი მოსალოცი ბაზილიკის” სიაში. წმინდა პეტრეს ტაძარი სადაც დგას, იმ ადგილის მახლობლად ადრე ნერონის ცირკის ბაღები იყო. კათოლიკური ტრადიციული გადმოცემით, ამ ბაღებში დაფლეს პეტრე მოციქული, რომელიც ნერონის ცირკში მოწამებრივად აღესრულა 64 წელს. IV საუკუნეში პირველი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით, მოციქულის სავარაუდო ნეშტი პატივით დაკრძალეს. აქ ბრძანა მან ქრისტიანული ტაძრის აგებაც. წმინდა პეტრეს პირველი ტაძარი 326 წელს დასრულდა. მისი მთავარი საკურთხეველი (“აღსარების საკურთხეველი”) მოციქულის სარკოფაგიანი კრიპტის თავზეა განთავსებული.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ყველაზე ძველი ბანკი მსოფლიოში
  • როგორ ახერხებდნენ სამშობლოს სამსახურს საბჭოური რეჟიმის პირობებში / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.). ნაწილი V
  • ჩვენებურები. თურქეთის ქართველები და ეროვნული თვითაღქმის პრობლემა
  • შიდა ქართლის ისტორიიდან. აუგუსტ ზეზემანი და ტანას ხეობა
  • ახალი ამბები. ბაგრატოვანთა ერთი შტოს საგვარეულო მატიანე
  • არსებითი “წვრილმანები”. რამდენიმე უნიკალური ეფემერა ბიბლიოზეუმიდან / ქაქუცა ჩოლოყაშვილის მემორიალი სპეციალურად ჟურნალ “ისტორიანისთვის”
  • ახალი ამბები. აფხაზური ენის მძიმე “თავგადასავალი”
  • მოსაზრება. იქნებ ამ ტოპონიმში რაჭის უძველესი სახელწოდება იმალება...
  • ქართული სავანეები უცხოეთში. როგორ დაარსდა ქართველთა მონასტერი ათონის მთაზე
  • ახლო აღმოსავლეთი. სეფევიდების დინასტიის დამხობა პოლონელი მისიონერის თვალით / ტადეუშ კრუშინსკი სპარსელების, ავღანელებისა და ქართველების შესახებ
  • მსტოვარი ქალები. მომღერალი აგენტის გზა / როგორ გახდა იმპერატორის ფავორიტი შემსრულებელი ჯაშუში