კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა" - ადვოკატი
"სისხლი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა" - ადვოკატი

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ, ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ად­ვო­კა­ტის და­ვით და­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სის­ხლი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლის მა­ი­სურ­სა და შარ­ვალ­ზე იყო, თა­ვად მე­ნაბ­დეს ეკუთ­ვნო­და.

რო­გორც და­ვით და­დი­ა­ნი გან­მარ­ტავს, გი­ორ­გი მე­ნაბ­დე ზურ­გის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი, რის გა­მოც მისი ტან­საც­მე­ლი სის­ხლი­ა­ნი იყო.

"მოწ­მე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ზურ­გზე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სის­ხლი ჩა­მო­დე­ნი­ლი იყო ზურ­გი­დან ქვე­ვით, რის გა­მოც, დას­ვრი­ლი იყო, რო­გორც მა­ი­სუ­რი, ასე­ვე შარ­ვა­ლი. ეს იყო გი­ორ­გი მე­ნაბ­დის სის­ხლი. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით რა სის­ხლია და სა­ი­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი, ეს ცალ­კე სა­კი­თხია. რო­გორც დღე­ვან­დე­ლი გა­მო­კი­თხვი­დან ჩანს, სის­ხლი, რო­მე­ლიც მა­ი­სურ­სა და შარ­ვალ­ზე იყო, გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ეკუთ­ვნო­და. ექ­სპერ­ტი­ზა ჯერ არ გა­მოგ­ვიკ­ვლე­ვია, მოვა ექ­სპერ­ტი და ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა მათი აზრი ცნო­ბი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შემ­დეგ შე­ვა­ჯა­მებთ. ეს მა­ი­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა­ში თვი­თონ გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ წა­რად­გი­ნა, გა­რე­ცხი­ლი, მაგ­რამ გა­რე­ცხილ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ამო­ი­ღო სის­ხლის კვა­ლი, ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს",- გა­ნა­ცხა­და და­დი­ან­მა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­კუ­რორ მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში დღეს და­კი­თხულ­მა მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას­თან სახ­ლში მი­სულ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ტან­საც­მე­ლი სის­ხლი­ა­ნი ჰქონ­და და ერ­თად გა­რე­ცხეს.

"და­კი­თხუ­ლი სამი მოწ­მე არი­ან ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში შეხ­ვდნენ, ანუ მას შემ­დეგ, რაც ის ხო­რა­ვას ქუ­ჩი­დან გა­მო­ვი­და და მე­გო­ბარ­თან სახ­ლში დაბ­რუნ­და. მოწ­მე­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ 51-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე კონ­ფლიქ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ერთ-ერ­თმა მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას­თან მის­ვლის დროს გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ტან­საც­მე­ლი სის­ხლი­ა­ნი ჰქონ­და და ის და­ეხ­მა­რა ამ სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მლის გა­რე­ცხვა­ში. ასე­ვე მოწ­მე­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ზურ­გის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის დროს მი­ი­ღო. თუმ­ცა, მოწ­მე­ებ­მა და­მა­ტე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, თუ რა მოხ­და, რა ვი­თა­რე­ბა­ში და­იჭ­რა გი­ორ­გი მე­ნაბ­დე, რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ვით სა­რა­ლი­ძემ და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვილ­მა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­მე­ებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ. ამ მოწ­მე­ებს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის­გან ჰქონ­დათ, ერ­თმა მოწ­მემ კი და­ა­დას­ტუ­რა ის, რაც თა­ვი­სი თვა­ლით ნახა, რომ მას­თან სახ­ლში მე­ნაბ­დე სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მლით მი­ვი­და და ეს ერ­თად გა­რე­ცხეს“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი მე­ნაბ­დე 15 აპ­რილს და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, გუგა ბარ­ბა­ქა­ძე და მი­ხე­ილ კა­ლან­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა. ის ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას, მას სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ პა­ტიმ­რო­ბა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს მის­ჯი­ლი.

ანკა
0

კიდევ გავიდეს ერთი ორი წელი და მერე დაწერეთ ბორშის ლაქა იყოო🤷‍♀️

ავტორი:

"სისხლი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა" - ადვოკატი

"სისხლი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა" - ადვოკატი

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სისხლი, რომელიც ბრალდებულის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა.

როგორც დავით დადიანი განმარტავს, გიორგი მენაბდე ზურგის არეში იყო დაჭრილი, რის გამოც მისი ტანსაცმელი სისხლიანი იყო.

"მოწმეები ადასტურებენ, რომ გიორგი მენაბდეს ზურგზე დაზიანება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სისხლი ჩამოდენილი იყო ზურგიდან ქვევით, რის გამოც, დასვრილი იყო, როგორც მაისური, ასევე შარვალი. ეს იყო გიორგი მენაბდის სისხლი. ექსპერტიზის დასკვნებით რა სისხლია და საიდანაა ამოღებული, ეს ცალკე საკითხია. როგორც დღევანდელი გამოკითხვიდან ჩანს, სისხლი, რომელიც მაისურსა და შარვალზე იყო, გიორგი მენაბდეს ეკუთვნოდა. ექსპერტიზა ჯერ არ გამოგვიკვლევია, მოვა ექსპერტი და ამის შემდეგ გახდება მათი აზრი ცნობილი, შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს შემდეგ შევაჯამებთ. ეს მაისური გამოძიებაში თვითონ გიორგი მენაბდემ წარადგინა, გარეცხილი, მაგრამ გარეცხილზეც შეიძლება ამოიღო სისხლის კვალი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს",- განაცხადა დადიანმა.

  • შეგახსენებთ, რომ პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს.

"დაკითხული სამი მოწმე არიან ის პირები, რომლებიც გიორგი მენაბდეს 2017 წლის პირველ დეკემბერს, საღამოს საათებში შეხვდნენ, ანუ მას შემდეგ, რაც ის ხორავას ქუჩიდან გამოვიდა და მეგობართან სახლში დაბრუნდა. მოწმეებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ გიორგი მენაბდემ 51-ე სკოლის მოსწავლეებთან ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მისვლის დროს გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ის დაეხმარა ამ სისხლიანი ტანსაცმლის გარეცხვაში. ასევე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გიორგი მენაბდეს ზურგის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს მიიღო. თუმცა, მოწმეებმა დამატებითი გარემოებები, თუ რა მოხდა, რა ვითარებაში დაიჭრა გიორგი მენაბდე, რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები დავით სარალიძემ და ლევან დადუნაშვილმა, ამასთან დაკავშირებით მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. ამ მოწმეებს ინფორმაცია თავად ბრალდებულისგან ჰქონდათ, ერთმა მოწმემ კი დაადასტურა ის, რაც თავისი თვალით ნახა, რომ მასთან სახლში მენაბდე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა და ეს ერთად გარეცხეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.