კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი..." - ნელი აგირბა გენდერულ იდენტობაზე
"ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი..." - ნელი აგირბა გენდერულ იდენტობაზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნელი აგირ­ბა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად სა­უბ­რობს. ამ­ბობს, რომ წარ­სულ­ში ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­და­ი­ტა­ნა და ზოგ­ჯერ, რო­დე­საც ასე­თი მო­მენ­ტი უდ­გე­ბო­და ცხოვ­რე­ბა­ში, სურ­და, რომ სა­კუ­თარ იდენ­ტო­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

ამ­ბობს, რომ "კა­ცის როლ­ში" თავს უფრო ძლი­ე­რად გრძნობ­და.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს ადა­მი­ანს თვით­გა­მორ­კვე­ვის, რო­დე­საც უცებ ამ­ჩნევ, რომ შენი სხე­უ­ლი და შენი ში­ნა­გა­ნი აღ­ქმა ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში არ მო­დის. სა­ნამ მიხ­ვდე­ბი ეს რა ფე­ნო­მე­ნია, ძა­ლი­ან რთულ პრო­ცესს გა­დი­ხარ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­კი­ცხვის და შემ­დეგ მო­დის პრო­ცე­სი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­ღე­ბის.

და ეს ძი­ე­ბის პრო­ცე­სი მე მგო­ნი უმე­ტეს ჩვენ­განს გავ­ლი­ლი აქვს, რო­დე­საც არ­კვევ ვინ ხარ.. გოგო ხარ, ბიჭი ხარ, რას ნიშ­ნავს იყო გოგო, რას ნიშ­ნავს იყო ბიჭი. მე ბავ­შვო­ბა­ში ვი­ხა­ტავ­დი წარ­ბებს, წვე­რებს, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ჩემს თავს, ბიჭი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი­დი. მე რომ რა­ღაც მო­მენ­ტში გა­და­მე­წყვი­ტა, რომ ვარ ბიჭი და ამას რომ შეხ­ვედ­რო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც ხვდე­ბა სხვა ტრანსგენ­დერებს, ამის წარ­მოდ­გე­ნა არ მინ­და.

პე­რი­ო­დუ­ლად, რო­დე­საც რთუ­ლი მო­მენ­ტი მიდ­გე­ბო­და ცხოვ­რე­ბა­ში, უარს ვამ­ბობ­დი ჩემს გენ­დერულ იდენ­ტო­ბა­ზე, ვიც­ვამ­დი ბი­ჭი­ვით და ასე ვგრძნობ­დი თით­ქოს თავს ძლი­ე­რად. რად­გან ქა­ლის როლ­ში ვი­ყა­ვი მო­წყვლა­დი, სა­წყა­ლი ჩემს აღ­ქმა­ში. ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვთვლი­დი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი... დღეს ჯერ კი­დევ ვცდი­ლობ შე­ვის­წავ­ლო ჩემი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა..", - ამის შე­სა­ხებ "The Talk შოუს" სამ­წყვან­მა, ნელი აგირ­ბამ გა­ნა­ცხა­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაი
1

არადა ქალია, თანაც ძალიან ქალური და მგონია, უბრალოდ უნიჭოდ ორიგინალობს

ლია
6

იქნებ ფსიქოლოგი დაგეხმაროს....

ავტორი:

"ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი..." - ნელი აგირბა გენდერულ იდენტობაზე

"ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი..." - ნელი აგირბა გენდერულ იდენტობაზე

ტელეწამყვანი ნელი აგირბა საკუთარი ცხოვრების შესახებ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს. ამბობს, რომ წარსულში ბევრი სირთულე გადაიტანა და ზოგჯერ, როდესაც ასეთი მომენტი უდგებოდა ცხოვრებაში, სურდა, რომ საკუთარ იდენტობაზე უარი ეთქვა.

ამბობს, რომ "კაცის როლში" თავს უფრო ძლიერად გრძნობდა.

"ძალიან რთული პერიოდი აქვს ადამიანს თვითგამორკვევის, როდესაც უცებ ამჩნევ, რომ შენი სხეული და შენი შინაგანი აღქმა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. სანამ მიხვდები ეს რა ფენომენია, ძალიან რთულ პროცესს გადიხარ საკუთარი თავის გაკიცხვის და შემდეგ მოდის პროცესი საკუთარი თავის მიღების.

და ეს ძიების პროცესი მე მგონი უმეტეს ჩვენგანს გავლილი აქვს, როდესაც არკვევ ვინ ხარ.. გოგო ხარ, ბიჭი ხარ, რას ნიშნავს იყო გოგო, რას ნიშნავს იყო ბიჭი. მე ბავშვობაში ვიხატავდი წარბებს, წვერებს, ვაკვირდებოდი ჩემს თავს, ბიჭი რომ ვყოფილიყავი როგორი ვიქნებიდი. მე რომ რაღაც მომენტში გადამეწყვიტა, რომ ვარ ბიჭი და ამას რომ შეხვედროდა საზოგადოება, როგორც ხვდება სხვა ტრანსგენდერებს, ამის წარმოდგენა არ მინდა.

პერიოდულად, როდესაც რთული მომენტი მიდგებოდა ცხოვრებაში, უარს ვამბობდი ჩემს გენდერულ იდენტობაზე, ვიცვამდი ბიჭივით და ასე ვგრძნობდი თითქოს თავს ძლიერად. რადგან ქალის როლში ვიყავი მოწყვლადი, საწყალი ჩემს აღქმაში. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი... დღეს ჯერ კიდევ ვცდილობ შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა..", - ამის შესახებ "The Talk შოუს" სამწყვანმა, ნელი აგირბამ განაცხადა.