სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო" - დიდი სიყვარულისა და ყველაზე გიჟური გულშემატკივრობის ისტორია
"როცა ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო" - დიდი სიყვარულისა და ყველაზე გიჟური გულშემატკივრობის ისტორია

როცა რო­ჯერ ფე­დე­რერ­მა თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, მირ­კა გა­იც­ნო, ჯერ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო - ემო­ცი­ებს ვერ აკონ­ტრო­ლებ­და, კორტზე ჩო­განს ახეთ­ქებ­და, ყვი­რო­და, არც ტი­ტუ­ლე­ბი ჰქონ­და და არც ფული. და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მის გვერ­დზე აღ­მოჩ­ნდა ცხოვ­რე­ბის მუზა, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი გახ­და ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია რო­ჯერ და მირ­კა ფე­დე­რე­რებ­ზეა.

რო­ჯერ ფე­დე­რე­რი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა მოს­წონს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც კი, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ძუნ­წად ლა­პა­რა­კობს ხოლ­მე თა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

რო­გორც უკვე ვთქვი, მირ­კამ და რო­ჯერ­მა ერ­თმა­ნე­თი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გა­იც­ნეს, როცა ორი­ვე პერ­სპექ­ტი­ულ იუ­ნი­ორ ჩოგ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, რამ­დე­ნა­დაც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ჩოგ­ბურ­თის ელი­ტა მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მო­თა­მა­შე­ებს ადრე თუ გვი­ან უწევ­დათ ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბა. მირ­კა, მა­გა­ლი­თად, ორი წე­ლი­წა­დი ფე­დე­რე­რის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლაქ­ში, ბა­ზე­ლის გუნდში ას­პა­რე­ზობ­და. თუმ­ცა ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო (მირ­კა რო­ჯერ­ზე 3 წლი­თა და 4 თვით უფ­რო­სია), წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ახ­ლოს ვერ გა­იც­ნობ­და.

ფე­დე­რე­რის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ 15 წლის ასაკ­ში მას ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი უჭირ­და - ჩო­განს კორტზე ახეთ­ქებ­და, ყვი­რილს იწყებ­და, როცა რამე არ გა­მოს­დი­ო­და, ად­ვი­ლად ვარ­დე­ბო­და დეპ­რე­სი­ა­ში, ყო­ველ დარ­ტყმას კო­მენ­ტარს უკე­თებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ცუდი სა­ნა­ხა­ვი იყო, რომ რო­ჯე­რის მშობ­ლე­ბი კორ­ტს შუა თა­მა­შის დროს დარ­ცხვე­ნი­ლე­ბი ტო­ვებ­დნენ.

"ერთხელ, როცა მე და მირ­კა საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე ვთა­მა­შობ­დით, თურ­მე ბევ­რი ეუბ­ნე­ბო­და, - წადი, შე­ხე­დე ბიჭს, გვა­რად ფე­დე­რერს. ის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, ჩოგ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლი­აო... მირ­კა და­ინ­ტრიგ­და ჩე­მით, მო­ვი­და მატჩზე და პირ­ვე­ლი რაც და­ი­ნა­ხა, მოღ­რი­ა­ლე რო­ჯე­რი იყო, რო­მე­ლიც ჩო­განს ძირს ანარ­ცხებ­და. მისი რე­აქ­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გვა­რი იყო: "კი, კარ­გი მო­თა­მა­შეა. ვე­რა­ფერს იტყვი, მაგ­რამ რა სჭირს, რამე პრობ­ლე­მე­ბი აქვს?!“ - მოყ­ვა ფე­დე­რერ­მა The Guardian-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნორ­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მირ­კას 2000 წლის სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ე­ცა. რო­ჯე­რი ბა­დე­ში რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით მოხ­ვდა, ხოლო მირ­კა უა­ილდ-ქარ­დის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც ჩოგ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ მი­ა­ნი­ჭა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­როს­ლა­ვა ვავ­რი­ნე­ცის­თვის, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლის­ტურ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში და­ი­ბა­და, შემ­დეგ კი მშობ­ლებ­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ბარ­გდა, ოლიმ­პი­ა­და­ზე ახა­ლი დრო­შით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა იყო. შვე­ი­ცა­რი­ის ჩოგ­ბურ­თის დე­ლე­გა­ცია 3 სპორ­ტსმე­ნის­გან - ფე­დე­რე­რის­გან, მირ­კა­სა და ემა­ნუ­ელ გა­ლი­არ­დის­გან შედ­გე­ბო­და.

ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლია, სა­დაც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი ერთ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს და პრაქ­ტი­კუ­ლად, 24 სა­ა­თი ერ­თად არი­ან. ამ გა­რე­მო­ე­ბამ მირ­კა­სა და რო­ჯე­რის და­ახ­ლო­ე­ბას შე­უ­წყო ხელი. მათ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას მთე­ლი შვე­ი­ცა­რი­ის ნაკ­რე­ბი თვალს ადევ­ნებ­და. სვენ გრი­ო­ნე­ფელ­დი, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი იყო, შემ­დეგ იხ­სე­ნებ­და:

"რო­ჯე­რი ყვე­ლას­თან მი­დი­ო­და და მირ­კას პა­ე­მან­ზე და­პა­ტი­ჟე­ბამ­დე რჩე­ვებს ეკი­თხე­ბო­და. მო­ჭი­და­ვე­ებ­თა­ნაც მი­ვი­და და ჰკი­თხა, უნდა და­ე­პა­ტი­ჟა, თუ - არა. სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა სცა­და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ჩახ­შო­ბა, მაგ­რამ მა­შინ, რო­ჯერ­მა ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო".

თა­ვად ფე­დე­რე­რი პირ­ვე­ლი კოც­ნის მო­მენტს ასე იხ­სე­ნებს:

"ჩვენ მო­ჭი­და­ვე­ებ­თან და სხვა სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ერთ - ერთი მო­ჭი­და­ვე, რო­მელ­მაც შემ­ხე­და, რო­გორ ვი­ტან­ჯე­ბო­დი ეჭ­ვე­ბით, მო­ვი­და და მი­თხრა: "ეი, რო­ჯერ, მის­მი­ნე, მიდი და ახ­ლა­ვე აკო­ცე ამ გო­გოს". თა­ვი­დან უარ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ და­მარ­წმუ­ნა და მეც და­ვუ­ჯე­რე. და იცით რა? როცა მე მას ვა­კო­ცე, მი­თხრა, - ჯერ რა პა­ტა­რა ხარო, რა­ზე­დაც ვუ­პა­სუ­ხე, - უკვე 18-ის ვარ, თით­ქმის 18.5 წლის - მეთ­ქი. იცით, ზოგ­ჯერ გი­წევთ, რამ­დე­ნი­მე თვის და­მა­ტე­ბა, რომ ცოტა უფ­რო­სი გა­მოჩ­ნდეთ".

მა­შინ რო­ჯე­რი ოლიმ­პი­ურ მე­დალს ვერ და­ე­უფ­ლა - მე-4 ად­გილს დას­ჯერ­და, თუმ­ცა მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და - მან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გული მო­ი­გო.

სიდ­ნე­ის შემ­დეგ, რო­ჯერ­მა და მირ­კამ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყეს. ფე­დე­რე­რის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა მხო­ლოდ და მხო­ლოდ წინ მი­დი­ო­და, მისი გო­გო­ნა კი ტრავ­მე­ბით იტან­ჯე­ბო­და.

2002 წელსვე რო­ჯე­რი და მირ­კა ურ­თი­ერ­თო­ბას აღარც მა­ლავ­დნენ. ერ­თად იას­პა­რე­ზეს ჰოპ­მა­ნის ტურ­ნირ­ზე. და­დე­ბი­თი და ემო­ცი­უ­რი მუხ­ტით და­იტ­ვირთნენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტურ­ნი­რი მი­როს­ლა­ვა ვავ­რი­ნე­ცის­თვის უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"მირ­კას შე­ეძ­ლო ზე­დი­ზედ 5-6 სა­ა­თი ევარ­ჯი­შა. მის მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის­გან გა­მო­იქ­ცნენ, ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ო­ბა უწევ­დათ, რათა შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. შე­საძ­ლოა ამის გამო გახ­და მირ­კა ასე­თი ძლი­ე­რი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი. ზუს­ტად ამას მას­წავ­ლი­და მეც. ვუ­ყუ­რებ­დი რო­გორ ვარ­ჯი­შობ­და 6 სა­ა­თი და ვხვდე­ბო­დი, რომ მე ასე არ შე­მეძ­ლო. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად პრო­ცესს გა­მო­ვე­თი­შე­ბო­დი, მო­ვი­წყენ­დი და ცუდი საქ­ცი­ე­ლის გამო ვარ­ჯი­ში­დან და­მი­თხოვ­დნენ", - ყვე­ბა ფე­დე­რე­რი ინ­ტერ­ვი­უ­ში. ჩოგ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მირ­კას დეპ­რე­სია და­ე­წყო, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ხა­ლი­სი ფე­დე­რე­რის მიერ 2003 წელს უიმბლდო­ნის გა­მარ­ჯვე­ბამ და­უბ­რუ­ნა, როცა მან თა­ვი­სი 20 "სლე­მი­დან" პირ­ვე­ლი მო­ი­გო. მა­შინ მი­როს­ლა­ვა მიხ­ვდა, რომ მის ჩოგ­ბურ­თის ყვე­ლა ოც­ნე­ბას რო­ჯერ­თან ერ­თად აიხ­დენ­და.

ზუს­ტად მა­შინ და­ი­წყო ფე­დე­რერ­მა თა­ვი­სი გუნ­დის მშე­ნებ­ლო­ბა. მისი პირ­ვე­ლი წევ­რე­ბი მირ­კა და მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. შეყ­ვა­რე­ბულ­მა მე­ნე­ჯე­რის, აგენ­ტი­სა და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი შე­ი­თავ­სა. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, პრე­სას მისი და რო­ჯე­რის პი­რა­დი უფრო აინ­ტე­რე­სებ­და, ვიდ­რე სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მირ­კამ უარი თქვა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე.

2009 წელს წყვი­ლი, რო­გორც იქნა, და­ქორ­წინ­და. იმა­ვე წელს ფე­დე­რე­რის მე­უღ­ლემ ტყუ­პი გო­გო­ე­ბი გა­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც და­არ­ქვეს მა­ი­ლია - როზი და შარ­ლინ - რივა. 5 წლის შემ­დეგ და­ი­ბად­ნენ ტყუ­პი ბი­ჭე­ბი - ლეო და ლენ­ნი. ბავ­შვე­ბის გაზ­რდის მო­მენ­ტი­დან, ფე­დე­რერს კორტზე უკვე მთე­ლი ოჯა­ხი აცი­ლებს. სხვა­თა შო­რის, ბავ­შვე­ბი ემო­ცი­ურ დე­დას აწყნა­რე­ბენ ხოლ­მე. ეს კი ცალ­კე ის­ტო­რი­აა.

მირ­კას ემო­ცი­ე­ბი, როცა რო­ჯე­რი კორტზეა

მირ­კას გი­ჟურ ფა­ნო­ბა­ზე ათა­სი ხმა და­დის. ერთხელ ნიკ კი­რი­ო­სას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ჩატ­ში კი­თხეს, რა არის ფე­დე­რერ­თან მატჩში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. ავ­სტრა­ლი­ელ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად უპა­სუ­ხა: როცა მირ­კა შენი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­ჩე­რებ­ლად უს­ტვენს“.

მირ­კას ემო­ცი­ებ­მა ფე­დე­რე­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­ნა­ღამ კი­დევ ერთ ცნო­ბილ შვე­ი­ცა­რი­ელ ჩოგ­ბურ­თელ­თან, სტენ ვავ­რინ­კას­თან, იმ­სხვერ­პლა, რო­მელ­თან ერ­თად ოლიმ­პი­ა­და და დე­ვი­სის თასი აქვს მო­გე­ბუ­ლი. ATP-ს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ½ ფი­ნალ­ში სტენ­მა მსაჯს მი­მარ­თა, რომ ფე­დე­რე­რის მე­უღ­ლე და­ე­წყნა­რე­ბი­ნა.

"მირ­კა - ჩემი წარ­მა­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლია, - აღი­ა­რებს რო­ჯე­რი. - როცა მას შევ­ხვდი 0 ტი­ტუ­ლი მქონ­და. ასე რომ, ის მთე­ლი ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სა­ყწი­სი­დან გვერ­დზე მიდ­გას".

მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც "დიდი მუ­ზა­რა­დის“ 20 გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფე­დე­რე­რი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბის სი­ა­ში ლი­დე­რობს.

უზარ­მა­ზარ ჰო­ნო­რა­რებ­სა და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის ნა­წილს ფე­დე­რე­რე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ხარ­ჯა­ვენ. მა­გა­ლი­თად, 2015 წელს, შვე­ი­ცა­რი­ე­ლის ფონდმა 13.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ყო იმი­სათ­ვის, რომ აფ­რი­კა­ში 81 სკო­ლა აშენ­დეს. გარ­და ამი­სა, 2004 წლი­დან ფონ­დი ყო­ველ წელს 3 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე თან­ხით აფ­რი­კის ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: ტან­ზა­ნია, მა­ლა­ვი, ზიმ­ბაბ­ვე, ეთი­ო­პია, მალი და ბოტსვა­ნა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს აფი­ნან­სებს. ასე­ვე, აფ­რი­კის დახ­მა­რე­ბა­ში ფე­დე­რე­რის საქ­ველ­მოქ­მე­დო მატ­ჩე­ბი­და­ნაც იხარ­ჯე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა. რა­ტომ აფ­რი­კა? მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - მის დე­დას აფ­რი­კუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს.

2020 წელს რო­ჯერ­მა და კი­დევ ერ­თმა ლე­გენ­და­რულ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა რა­ფა­ელ ნა­დალ­მა სამ­ხრეთ აფ­რი­კის ქა­ლაქ კე­იპ­ტა­უნ­ში, Match for Africa-ს ფარ­გლებ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო მატ­ჩი გა­მარ­თეს. შეხ­ვედ­რას 51 954 მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ეს­წრო, რაც ჩოგ­ბურთში დას­წრე­ბის რე­კორ­დია. შეხ­ვედ­რა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 3 მი­ლი­ო­ნი, კვლავ აფ­რი­კის დახ­მა­რე­ბას მოხ­მარ­და.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
4

ღმერთმა გაახაროს. 

Tamo
2

ღირსეული ადამიანია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"როცა ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო" - დიდი სიყვარულისა და ყველაზე გიჟური გულშემატკივრობის ისტორია

"როცა ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო" - დიდი სიყვარულისა და ყველაზე გიჟური გულშემატკივრობის ისტორია

როცა როჯერ ფედერერმა თავისი მომავალი მეუღლე, მირკა გაიცნო, ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო - ემოციებს ვერ აკონტროლებდა, კორტზე ჩოგანს ახეთქებდა, ყვიროდა, არც ტიტულები ჰქონდა და არც ფული. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის გვერდზე აღმოჩნდა ცხოვრების მუზა, შვეიცარიელი გახდა ყველაზე მდიდარი და ცნობილი ჩოგბურთელი. დღევანდელი ჩვენი ისტორია როჯერ და მირკა ფედერერებზეა.

როჯერ ფედერერი არ მიეკუთვნება იმ ცნობილ ადამიანებს, ვისაც პირადი ცხოვრების გასაჯაროვება მოსწონს. სოციალურ ქსელებში და ინტერვიუებშიც კი, შვეიცარიელი ძუნწად ლაპარაკობს ხოლმე თავის პირად ცხოვრებაზე.

როგორც უკვე ვთქვი, მირკამ და როჯერმა ერთმანეთი ახალგაზრდობაში გაიცნეს, როცა ორივე პერსპექტიულ იუნიორ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა. აქ გასაკვირი არაფერია, რამდენადაც შვეიცარიული ჩოგბურთის ელიტა მრავალრიცხოვნობით არასდროს გამოირჩეოდა, მოთამაშეებს ადრე თუ გვიან უწევდათ ერთმანეთის გაცნობა. მირკა, მაგალითად, ორი წელიწადი ფედერერის მშობლიური ქალაქში, ბაზელის გუნდში ასპარეზობდა. თუმცა ასაკობრივი სხვაობის გამო (მირკა როჯერზე 3 წლითა და 4 თვით უფროსია), წყვილი ერთმანეთს ახლოს ვერ გაიცნობდა.

ფედერერის მოგონებებიდან ირკვევა, რომ 15 წლის ასაკში მას ემოციების კონტროლი უჭირდა - ჩოგანს კორტზე ახეთქებდა, ყვირილს იწყებდა, როცა რამე არ გამოსდიოდა, ადვილად ვარდებოდა დეპრესიაში, ყოველ დარტყმას კომენტარს უკეთებდა. ეს ყველაფერი იმდენად ცუდი სანახავი იყო, რომ როჯერის მშობლები კორტს შუა თამაშის დროს დარცხვენილები ტოვებდნენ.

"ერთხელ, როცა მე და მირკა საკლუბო დონეზე ვთამაშობდით, თურმე ბევრი ეუბნებოდა, - წადი, შეხედე ბიჭს, გვარად ფედერერს. ის ძალიან ნიჭიერია, ჩოგბურთის მომავალიაო... მირკა დაინტრიგდა ჩემით, მოვიდა მატჩზე და პირველი რაც დაინახა, მოღრიალე როჯერი იყო, რომელიც ჩოგანს ძირს ანარცხებდა. მისი რეაქცია, დაახლოებით ამგვარი იყო: "კი, კარგი მოთამაშეა. ვერაფერს იტყვი, მაგრამ რა სჭირს, რამე პრობლემები აქვს?!“ - მოყვა ფედერერმა The Guardian-თან ინტერვიუში.

ნორმალური დაკვირვების საშუალება მირკას 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე მიეცა. როჯერი ბადეში რეიტინგის მიხედვით მოხვდა, ხოლო მირკა უაილდ-ქარდის მეშვეობით, რომელიც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიანიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ მიროსლავა ვავრინეცისთვის, რომელიც სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, შემდეგ კი მშობლებთან ერთად შვეიცარიაში გადაბარგდა, ოლიმპიადაზე ახალი დროშით მონაწილეობა უდიდესი მოვლენა იყო. შვეიცარიის ჩოგბურთის დელეგაცია 3 სპორტსმენისგან - ფედერერისგან, მირკასა და ემანუელ გალიარდისგან შედგებოდა.

ოლიმპიადის ერთ-ერთი განსაკუთრებული სპეციფიკა ოლიმპიური სოფელია, სადაც, აბსოლუტურად, ყველა სპორტსმენი ერთ გარემოში ცხოვრობს და პრაქტიკულად, 24 საათი ერთად არიან. ამ გარემოებამ მირკასა და როჯერის დაახლოებას შეუწყო ხელი. მათ რომანტიკულ ურთიერთობას მთელი შვეიცარიის ნაკრები თვალს ადევნებდა. სვენ გრიონეფელდი, რომელიც შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი იყო, შემდეგ იხსენებდა:

"როჯერი ყველასთან მიდიოდა და მირკას პაემანზე დაპატიჟებამდე რჩევებს ეკითხებოდა. მოჭიდავეებთანაც მივიდა და ჰკითხა, უნდა დაეპატიჟა, თუ - არა. სხვათა შორის, ბევრმა სცადა ამ ინიციატივის ჩახშობა, მაგრამ მაშინ, როჯერმა ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო".

თავად ფედერერი პირველი კოცნის მომენტს ასე იხსენებს:

"ჩვენ მოჭიდავეებთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად ვცხოვრობდით. ერთ - ერთი მოჭიდავე, რომელმაც შემხედა, როგორ ვიტანჯებოდი ეჭვებით, მოვიდა და მითხრა: "ეი, როჯერ, მისმინე, მიდი და ახლავე აკოცე ამ გოგოს". თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ დამარწმუნა და მეც დავუჯერე. და იცით რა? როცა მე მას ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო, რაზედაც ვუპასუხე, - უკვე 18-ის ვარ, თითქმის 18.5 წლის - მეთქი. იცით, ზოგჯერ გიწევთ, რამდენიმე თვის დამატება, რომ ცოტა უფროსი გამოჩნდეთ".

მაშინ როჯერი ოლიმპიურ მედალს ვერ დაეუფლა - მე-4 ადგილს დასჯერდა, თუმცა მაინც გამარჯვებული ბრუნდებოდა - მან საყვარელი ქალის გული მოიგო.

სიდნეის შემდეგ, როჯერმა და მირკამ სრულფასოვანი ურთიერთობა დაიწყეს. ფედერერის სპორტული კარიერა მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდიოდა, მისი გოგონა კი ტრავმებით იტანჯებოდა.

2002 წელსვე როჯერი და მირკა ურთიერთობას აღარც მალავდნენ. ერთად იასპარეზეს ჰოპმანის ტურნირზე. დადებითი და ემოციური მუხტით დაიტვირთნენ, თუმცა აღნიშნული ტურნირი მიროსლავა ვავრინეცისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

"მირკას შეეძლო ზედიზედ 5-6 საათი ევარჯიშა. მის მშობლებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმისგან გამოიქცნენ, ძალიან ბევრი მუშაობა უწევდათ, რათა შვეიცარიაში დაფუძნებულიყვნენ. შესაძლოა ამის გამო გახდა მირკა ასეთი ძლიერი და დისციპლინირებული. ზუსტად ამას მასწავლიდა მეც. ვუყურებდი როგორ ვარჯიშობდა 6 საათი და ვხვდებოდი, რომ მე ასე არ შემეძლო. ფსიქოლოგიურად პროცესს გამოვეთიშებოდი, მოვიწყენდი და ცუდი საქციელის გამო ვარჯიშიდან დამითხოვდნენ", - ყვება ფედერერი ინტერვიუში. ჩოგბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, მირკას დეპრესია დაეწყო, მაგრამ ცხოვრებისეული ხალისი ფედერერის მიერ 2003 წელს უიმბლდონის გამარჯვებამ დაუბრუნა, როცა მან თავისი 20 "სლემიდან" პირველი მოიგო. მაშინ მიროსლავა მიხვდა, რომ მის ჩოგბურთის ყველა ოცნებას როჯერთან ერთად აიხდენდა.

ზუსტად მაშინ დაიწყო ფედერერმა თავისი გუნდის მშენებლობა. მისი პირველი წევრები მირკა და მშობლები გახდნენ. შეყვარებულმა მენეჯერის, აგენტისა და მედიასთან ურთიერთობის ფუნქციები შეითავსა. თუმცა როგორც გაირკვა, პრესას მისი და როჯერის პირადი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სპორტული ცხოვრება. შესაბამისად, მირკამ უარი თქვა ინტერვიუებზე და სოციალურ ქსელებზე.

2009 წელს წყვილი, როგორც იქნა, დაქორწინდა. იმავე წელს ფედერერის მეუღლემ ტყუპი გოგოები გააჩინა, რომელსაც დაარქვეს მაილია - როზი და შარლინ - რივა. 5 წლის შემდეგ დაიბადნენ ტყუპი ბიჭები - ლეო და ლენნი. ბავშვების გაზრდის მომენტიდან, ფედერერს კორტზე უკვე მთელი ოჯახი აცილებს. სხვათა შორის, ბავშვები ემოციურ დედას აწყნარებენ ხოლმე. ეს კი ცალკე ისტორიაა.

მირკას ემოციები, როცა როჯერი კორტზეა

მირკას გიჟურ ფანობაზე ათასი ხმა დადის. ერთხელ ნიკ კირიოსას გულშემატკივრების ჩატში კითხეს, რა არის ფედერერთან მატჩში ყველაზე რთული. ავსტრალიელმა მოულოდნელად უპასუხა: როცა მირკა შენი მიმართულებით გაუჩერებლად უსტვენს“.

მირკას ემოციებმა ფედერერის ურთიერთობა კინაღამ კიდევ ერთ ცნობილ შვეიცარიელ ჩოგბურთელთან, სტენ ვავრინკასთან, იმსხვერპლა, რომელთან ერთად ოლიმპიადა და დევისის თასი აქვს მოგებული. ATP-ს ჩემპიონატის ½ ფინალში სტენმა მსაჯს მიმართა, რომ ფედერერის მეუღლე დაეწყნარებინა.

"მირკა - ჩემი წარმატების უდიდესი ნაწილია, - აღიარებს როჯერი. - როცა მას შევხვდი 0 ტიტული მქონდა. ასე რომ, ის მთელი ჩემი მოგზაურობის დასაყწისიდან გვერდზე მიდგას".

მრავალი წელია, რაც "დიდი მუზარადის“ 20 გზის გამარჯვებული ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სიაში ლიდერობს.

უზარმაზარ ჰონორარებსა და სარეკლამო შემოსავლებით გამომუშავებული ფინანსების ნაწილს ფედერერები ქველმოქმედებაში ხარჯავენ. მაგალითად, 2015 წელს, შვეიცარიელის ფონდმა 13.5 მილიონი დოლარი გამოყო იმისათვის, რომ აფრიკაში 81 სკოლა აშენდეს. გარდა ამისა, 2004 წლიდან ფონდი ყოველ წელს 3 მილიონ დოლარამდე თანხით აფრიკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ტანზანია, მალავი, ზიმბაბვე, ეთიოპია, მალი და ბოტსვანა, საგანმანათლებლო პროგრამებს აფინანსებს. ასევე, აფრიკის დახმარებაში ფედერერის საქველმოქმედო მატჩებიდანაც იხარჯება დაფინანსება. რატომ აფრიკა? მიზეზი მარტივია - მის დედას აფრიკული ფესვები აქვს.

2020 წელს როჯერმა და კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში, Match for Africa-ს ფარგლებში, საქველმოქმედო მატჩი გამართეს. შეხვედრას 51 954 მაყურებელი დაესწრო, რაც ჩოგბურთში დასწრების რეკორდია. შეხვედრაში გამომუშავებული 3 მილიონი, კვლავ აფრიკის დახმარებას მოხმარდა.

ავტორი: ანრი კურტანიძე